რაი არს სიმართლე? ამ სიტყვას აქვს, ძმანო ჩემნო, განიერი, ვრცელი და მრავალგვარი მნიშვნელობა. გარნა ჩვენ ქრიტიანეთათვის უფრო საჭიროა გვახსოვდეს და ვიცოდეთ ერთი უმთავრესი მისი მნიშვნელობა. საღმრთო წერილი ამ სიტყვით ჩვენ გვიჩვენებს იმ...
იხილეთ სრულად
რაი არს სიმართლე? ამ სიტყვას აქვს, ძმანო ჩემნო, განიერი, ვრცელი და მრავალგვარი მნიშვნელობა. გარნა ჩვენ ქრიტიანეთათვის უფრო საჭიროა გვახსოვდეს და ვიცოდეთ ერთი უმთავრესი მისი მნიშვნელობა. საღმრთო წერილი ამ სიტყვით ჩვენ გვიჩვენებს იმ სიმართლეს, ანუ განმართლებას, რომელი მოგვანიჭა ჩვენ უფალმა იესო ქრისტემ თვისითა სიტყვითა და საქმითა, ესე იგი, განმართლება უფლისა იესო ქრისტეს სისხლითა და ხორცითა, რომელი მან შესწირა ჩვენთვის. მაშასადამე, სიმართლე არის მრ...
„არა არს სასუფეველი ღვთისა საჭმელ და სასმელ, არამედ სიმართლე და მშვიდობა და სიხარულ სულითა წმიდითა“ (რომაელ. 14.17). ამ სიტყვებით წმინდა მოციქული პავლე შეგვაგონებს ჩვენ, რომელ სასუფეველი ღვთისა არ არის რომელიმე გარეგანი ნივთიერება...
იხილეთ სრულად
„არა არს სასუფეველი ღვთისა საჭმელ და სასმელ, არამედ სიმართლე და მშვიდობა და სიხარულ სულითა წმიდითა“ (რომაელ. 14.17). ამ სიტყვებით წმინდა მოციქული პავლე შეგვაგონებს ჩვენ, რომელ სასუფეველი ღვთისა არ არის რომელიმე გარეგანი ნივთიერება, ანუ ხილული საგანი. იგი არა მდგომარეობს არცა სასმელსა და საჭმელსა შინა, არცა ტანისამოსსა, არცა სიმდიდრესა შინა, არცა ქვეყნიურსა ღირსებასა ანუ დიდებასა შინა. მაშასადამე, იგი არის უხილავი, შინაგანი თვისება გულისა და სულის...
ნუ დაიჯერებ ძმაო, ცრუ აზრებს, ნუ იქნები ამაოდ მორწმუნე, არამედ ირწმუნე მხოლოდ სიტყვა ღვთისა, საღმრთო წერილი და ყოველი სხვა სიტყვა და აზრიც, არა წინააღმდეგი მისი.
უბედურება არის ხშირად საგზალი, ანუ სასჯელი ცოდვისა. კაცს სასჯელი, უბედურება ხშირად მისი ცოდვით დაემართება. როდესაც შეგემთხვევა შენ, ძმაო ჩემო, რომელიმე ჭირი, მწუხარება, უბედურება, მაშინ კარგად დაფიქრდი და პირმოუფერებლად გამოიკვლიე...
იხილეთ სრულად
უბედურება არის ხშირად საგზალი, ანუ სასჯელი ცოდვისა. კაცს სასჯელი, უბედურება ხშირად მისი ცოდვით დაემართება. როდესაც შეგემთხვევა შენ, ძმაო ჩემო, რომელიმე ჭირი, მწუხარება, უბედურება, მაშინ კარგად დაფიქრდი და პირმოუფერებლად გამოიკვლიე, რა იყო მაგის მიზეზი? სიდგან მოგევლინა ის მწუხარება? თუ შეატყო და სინდისმა შენმა პირმოუთნევლად გითხრას, რომ თვითონ შენ იყავი მიზეზი ამისა, მაშინ ეცადე მოსპო შენ შორის ის მიზეზი, დასტოვო ის ჩვეულება, გაისწორე ის თვისება,...
ჭირი, მწუხარება განაღვიძებს კაცსა, დააფიქრებს, მიაქცევს მის გონებას მის თავზე, სინანულში შეიყვანს. ჭირსა, უბედურებასა, მწუხარებასა დიდი გავლენა აქვს კაცის გულზე და სულზე; მრავალნი პირნი, რომელნი იყვნენ სრულიად განრყვნილნი და უსჯულ...
იხილეთ სრულად
ჭირი, მწუხარება განაღვიძებს კაცსა, დააფიქრებს, მიაქცევს მის გონებას მის თავზე, სინანულში შეიყვანს. ჭირსა, უბედურებასა, მწუხარებასა დიდი გავლენა აქვს კაცის გულზე და სულზე; მრავალნი პირნი, რომელნი იყვნენ სრულიად განრყვნილნი და უსჯულონი, ღმერთმან მოაქცია და განსწმიდა უბედურებითა და მწუხარებითა, რომელი მიაყენა მათ. შეიძლება დარწმუნებით ვსთქვათ, რომ ჭირი და მწუხარება არის უმჯობესი მასწავლებელი კაცის ჭკუისა, მზრდელი, გამაფრთხილებელი, გამაღვიძებელი კაცი...
ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას კაცი სულიერად იბადება, განიწმინდება და ღმერთს უერთდება. მას რომ იმ სიწმინდისა და მადლის დაცვა შეეძლოს, რომელიც ნათლისღებისას მიიღო, მონანიება და აღსარება აღარ დასჭირდებოდა; მაგრამ რამდენადაც ეს ა...
იხილეთ სრულად
ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას კაცი სულიერად იბადება, განიწმინდება და ღმერთს უერთდება. მას რომ იმ სიწმინდისა და მადლის დაცვა შეეძლოს, რომელიც ნათლისღებისას მიიღო, მონანიება და აღსარება აღარ დასჭირდებოდა; მაგრამ რამდენადაც ეს ამქვეყნად მცხოვრებისათვის შეუძლებელია, ჩვენი უბიწოებისა და ზეციურ მამასთან შესარიგებლად მხოლოდ ერთი საშუალება - მონანიება და აღსარება დაგვრჩენია. ამიტომ უწოდებენ წმინდა მამები მონანიებას "მეორე ნათლისღებას"
ეცადე და ისე დააწყვე შენი ცხოვრება, რომელ ყოველი შენი სიტყვა და საქმე, დიდი და მცირე, იყოს ღვთის თაყვანისცემა და პატივისცემა. ისრეთი საქმე არც ერთი არ უნდა ჰქმნა, რომელშიც ერთის მხრით ღვთის მსახურება არ გამოდიოდეს.
ყოველივე უბრალო სოფლიურ საქმეს თუ აასრულებ გულმოდგინედ, იქნება მადლიანი და სათნო ღვთისა: „ყოველსავე, რასაცა იქმოდეთ, გულითად იქმოდეთ, ვითარცა უფლისასა და ნუ ვითარცა კაცთასა (კოლ. 3.23). ყოველი საქმე დიდი ანუ მცირე, რომელსა იქმ, ღვ...
იხილეთ სრულად
ყოველივე უბრალო სოფლიურ საქმეს თუ აასრულებ გულმოდგინედ, იქნება მადლიანი და სათნო ღვთისა: „ყოველსავე, რასაცა იქმოდეთ, გულითად იქმოდეთ, ვითარცა უფლისასა და ნუ ვითარცა კაცთასა (კოლ. 3.23). ყოველი საქმე დიდი ანუ მცირე, რომელსა იქმ, ღვთისმსახურება იქნება, თუ კეთილი გულით იქმ და ღვთის სასოებით.
ჭამა და სმა ხორციელი საქმე არის, მაგრამ ისმინე, რასა იტყვის მოციქული პავლე: „გინა თუ სჭამდეთ, გინა თუ ჰსმიდეთ, გინა თუ რასაცა იქმოდეთ, ყოველსავე სადიდებელად ღვთისა იქმოდეთ“ (Iკორ. 10.31). მართლა, თუ შენ სჭამ და სვამ ზომიერად და არ...
იხილეთ სრულად
ჭამა და სმა ხორციელი საქმე არის, მაგრამ ისმინე, რასა იტყვის მოციქული პავლე: „გინა თუ სჭამდეთ, გინა თუ ჰსმიდეთ, გინა თუ რასაცა იქმოდეთ, ყოველსავე სადიდებელად ღვთისა იქმოდეთ“ (Iკორ. 10.31). მართლა, თუ შენ სჭამ და სვამ ზომიერად და არა განსაცხრომელად ხორცისა შენისა, სჭამ და სვამ ღვთის მადლობით, და ღონესა, რომელიც მოგემატება საჭმელით და სასმელით, მოიხმარ ღვთი სადიდებელად, არა ცუდისა, არამედ კეთილისა საქმისათვის, მაშინ ჭამა და სმა გადაიქცევა ღვთის სადი...