ჭამა და სმა ხორციელი საქმე არის, მაგრამ ისმინე, რასა იტყვის მოციქული პავლე: „გინა თუ სჭამდეთ, გინა თუ ჰსმიდეთ, გინა თუ რასაცა იქმოდეთ, ყოველსავე სადიდებელად ღვთისა იქმოდეთ“ (Iკორ. 10.31). მართლა, თუ შენ სჭამ და სვამ ზომიერად და არ...
იხილეთ სრულად
ჭამა და სმა ხორციელი საქმე არის, მაგრამ ისმინე, რასა იტყვის მოციქული პავლე: „გინა თუ სჭამდეთ, გინა თუ ჰსმიდეთ, გინა თუ რასაცა იქმოდეთ, ყოველსავე სადიდებელად ღვთისა იქმოდეთ“ (Iკორ. 10.31). მართლა, თუ შენ სჭამ და სვამ ზომიერად და არა განსაცხრომელად ხორცისა შენისა, სჭამ და სვამ ღვთის მადლობით, და ღონესა, რომელიც მოგემატება საჭმელით და სასმელით, მოიხმარ ღვთი სადიდებელად, არა ცუდისა, არამედ კეთილისა საქმისათვის, მაშინ ჭამა და სმა გადაიქცევა ღვთის სადი...
link
მაშასადამე, – მკითხავს მე ვინმე, – გარეგანი თაყვანისცემა, არა ყოფილა საჭირო ღვთისათვის? მაშასადამე, რისთვის გვაქვს ჩვენ, მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა, ჩვეულებად პირჯვრის წერა, მუხლის მოდრეკა, გალობა, ხმამაღლა ლოცვის წარმოთქმა? რის...
იხილეთ სრულად
მაშასადამე, – მკითხავს მე ვინმე, – გარეგანი თაყვანისცემა, არა ყოფილა საჭირო ღვთისათვის? მაშასადამე, რისთვის გვაქვს ჩვენ, მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა, ჩვეულებად პირჯვრის წერა, მუხლის მოდრეკა, გალობა, ხმამაღლა ლოცვის წარმოთქმა? რისთვის ვიმარხავთ, ვდღესასწაულობთ, რათ ვაშენებთ ელესიებს? არა, ძმანო ჩემნო! ესენი ყოველნი დიაღ საჭიროა და კარგია, გარნა მაშინ, როდესაც ამათ თანაუვის სულიერი თაყვანისცემა, ანუ როდესაც ისინი მომდინარეობენ სულიერისა თაყვანისცე...
კაცთა მართალთა და წმინდათა უმეტესად უყვარდათ ლოცვა შუაღამეს, ესე იგი იმ წამს, როდესაც ყოველი სულდგმული მოსვენებულია. განა არ შეიძლება, რომ იმ წამს, რომელიც შენ გადადებული გაქვს ლოცვისათვის, რომელმანმე მიზეზმა დაგიშალა კეთილად ლოცვ...
იხილეთ სრულად
კაცთა მართალთა და წმინდათა უმეტესად უყვარდათ ლოცვა შუაღამეს, ესე იგი იმ წამს, როდესაც ყოველი სულდგმული მოსვენებულია. განა არ შეიძლება, რომ იმ წამს, რომელიც შენ გადადებული გაქვს ლოცვისათვის, რომელმანმე მიზეზმა დაგიშალა კეთილად ლოცვა, ხოლო სხვა დროს, რომელმიც არა გაქვს დანიშნული ლოცვისათვის, ერთმა რომელმანმე შემთხვევამ მოგიყვანა კეთილი გრძნობა და ლმობიერება? მაშინ მიაქციე იმ წამს სული და გული შენი ღვთისადმი.
როდესაც შენ მარხულობ, მაშინ სულიც უნდა იყოს მწუხარე, მარხვასა შენსა ანუ წინა უვიდოდეს, ანუ შეუდგებოდეს სული შემუსვრილი და გული შემუსვრილი და დამდაბლებული; თუ არა, მარხვა შენი არის ერთი მხოლოდ ფარისევლობა, ანუ მკვდარი, უსარგებლო ჩვ...
იხილეთ სრულად
როდესაც შენ მარხულობ, მაშინ სულიც უნდა იყოს მწუხარე, მარხვასა შენსა ანუ წინა უვიდოდეს, ანუ შეუდგებოდეს სული შემუსვრილი და გული შემუსვრილი და დამდაბლებული; თუ არა, მარხვა შენი არის ერთი მხოლოდ ფარისევლობა, ანუ მკვდარი, უსარგებლო ჩვეულების აღსრულება.
ღმერთი კაცისგან მოითხოვს თვით სულსა, გონებასა და გრძნობასა, მისთვის, რომ თვით იგი არის სული: „სულ არს ღმერთი და თაყვანისმცემელთა მისთა სულითა და ჭშმარიტებითა თანააძს თაყვანისცემა მისი“ (იოანე 4. 23–24).
link
რაი არს და რასა შინა მდგომარებს თაყვანისცემა ღვთისა სულითა და ჭეშმარიტებითა? კაცს აქვს სული და ხორცი, ესე იგი კაცის ბუნებას, ანუ არსებას, შეადგენს სული და ხორცი. სული კაცისა არს უხილავი და ყოველი მოქმედება სულისა, ესე იგი: გრძნობა...
იხილეთ სრულად
რაი არს და რასა შინა მდგომარებს თაყვანისცემა ღვთისა სულითა და ჭეშმარიტებითა? კაცს აქვს სული და ხორცი, ესე იგი კაცის ბუნებას, ანუ არსებას, შეადგენს სული და ხორცი. სული კაცისა არს უხილავი და ყოველი მოქმედება სულისა, ესე იგი: გრძნობა, აზრი, მეცნიერერბა, სურვილი არის უხილავი. მაშასადამე, თაყვანისცემა ღვთისა სულითა და ჭეშმარიტებითა არის ერთი უხილავი, საიდუმლო მიქცევა ღვთისადმი თვით სულისა და ყოვლისა მისისა მოქმედებისა, დამორჩილება ღვთისა – გონებისა, ა...
ყოველი ქრისტიანის ცხოვრება, ძმანო ქრისტიანენო, ამ ქვეყანაში იგივე ბრძოლა არის ცოდვასთან, ეშმაკთან, სოფელთან. თუ ამ ბრძოლაში შეშინდი, უკან დაიწიე, ოდესმე შენც მაცხოვარი გეტყვის: არ გიცნობ, შენ ჩემი სახელი შეარცხვინე, არ იყავი ქრისტ...
იხილეთ სრულად
ყოველი ქრისტიანის ცხოვრება, ძმანო ქრისტიანენო, ამ ქვეყანაში იგივე ბრძოლა არის ცოდვასთან, ეშმაკთან, სოფელთან. თუ ამ ბრძოლაში შეშინდი, უკან დაიწიე, ოდესმე შენც მაცხოვარი გეტყვის: არ გიცნობ, შენ ჩემი სახელი შეარცხვინე, არ იყავი ქრისტიანე. რა შიში, სირცხვილი და ძრწოლა ეწევა ქრისტიანეს, თუ გაიგონა მაშინ: „წარვედით ჩემგან, წყეულნო, სატანჯველსა მას საუკუნესა“. ესე განაშოროს ღმერთმა ჩვენგან და ყოველნი ღირს გვყოს სანატრელსა მას ხმასა: „მოვედით ჩემთან, კურ...
ზოგიერთს მომეტებული იმედი აქვსთ თავიანთ ჭკუაზედ, ღონეზე, მოხერხებაზე, სიმდიდრეზე და თუ ამათ უღალატეს, ბედი დაეკარგათ, მაშინ ჩავარდებიან სასოწარკვეთილებაში.
მხოლოდ სახელით ქრისტიანეთა თითქოს სასოება აქვსთ, გარნა, არა ჭეშმარიტი, არამედ სუსტი და ყალბი. უმეტესი მათგანი, ვიდრემდის ქვეყნიური კმაყოფილი და კარგი ცხოვრება აქვსთ, ესვენ ღმერთსა, ღვთის განგებით არის ესაო, და თუ მოაკლდა ქვეყნიური...
იხილეთ სრულად
მხოლოდ სახელით ქრისტიანეთა თითქოს სასოება აქვსთ, გარნა, არა ჭეშმარიტი, არამედ სუსტი და ყალბი. უმეტესი მათგანი, ვიდრემდის ქვეყნიური კმაყოფილი და კარგი ცხოვრება აქვსთ, ესვენ ღმერთსა, ღვთის განგებით არის ესაო, და თუ მოაკლდა ქვეყნიური სიკეთე, დასუსტდებიან და სრულიად დაეკარგებათ ღმერთზე სასოება.
სამი არის თვისება, ანუ სათნოება, რომელიც მიუცილებლად უნდა ჰქონდეს ნამდვილს ქრისტიანეს; გარეშე ამათ სამთა სათნოებათა კაცი არ იქმნება ქრისტიანე: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული.