რა საშუალებით უნდა შეიძინოს კაცმა ქრისტიანული, ღრმა სიმდაბლე? წმიდანი მამანი, გამოცდილნი ყოველთა სათნოებათა შინა და უმეტესდ სიმდაბლესა შინა, გვასწავლიან, რომ პირველი საშუალება შეძინებად სიმდაბლისა არის ხშირად დაფიქრება, მარადის წა...
იხილეთ სრულად
რა საშუალებით უნდა შეიძინოს კაცმა ქრისტიანული, ღრმა სიმდაბლე? წმიდანი მამანი, გამოცდილნი ყოველთა სათნოებათა შინა და უმეტესდ სიმდაბლესა შინა, გვასწავლიან, რომ პირველი საშუალება შეძინებად სიმდაბლისა არის ხშირად დაფიქრება, მარადის წარმოდგენა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ცხოვრებისა და მისთა თვისებათა. თვით იგი, უფალი გვიხმობს ჩვენ: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“. თუ ძე ღვთისა ზეცით გარდამოხდა, ხატი მონისა მიიღო, მოითმინა ქვეყანაზე...
ნამდვილად თავმდაბალ კაცს ქება ეწყინება და შეაწუხებს, ხოლო მხილება იამება და დაგიჯერებს. მართლა თავმდაბალი კაცი სხვას არავის განიკითხავს და თავის თავს კი განიკითხავს, ამტყუნებს და სჯის. თუ რამე კეთილი არის მის შორის და ღირსი ქებისა...
იხილეთ სრულად
ნამდვილად თავმდაბალ კაცს ქება ეწყინება და შეაწუხებს, ხოლო მხილება იამება და დაგიჯერებს. მართლა თავმდაბალი კაცი სხვას არავის განიკითხავს და თავის თავს კი განიკითხავს, ამტყუნებს და სჯის. თუ რამე კეთილი არის მის შორის და ღირსი ქებისა, იმას სრულიად არ ჰხედავს და თუ რამე ნაკლულევანება აქვს და ცუდი თვისება, იმისგან სცხვენია და იტანჯება. თუ რამე უბედურება ეწვია, იტყვის: ღირსი ვარო ამისა, ჩემის ცოდვით დამემართაო; თუ ბედნიერება მიიღო – ღმერთმან მომცაო,...
სიმდაბლე არის სარწმუნო მცველი ყოველთა სათნოებათა. წარმატება სათნოებათა შინა არის წარმატება სიმდაბლესა შინა. წინააღმდეგ ამისა, რა არიან ყოველნი სხვანი სათნოებანი გარეშე სიმდაბლისა? – მტვერი, რომელსა წარიტაცებს პირველი შებერვა ამპარ...
იხილეთ სრულად
სიმდაბლე არის სარწმუნო მცველი ყოველთა სათნოებათა. წარმატება სათნოებათა შინა არის წარმატება სიმდაბლესა შინა. წინააღმდეგ ამისა, რა არიან ყოველნი სხვანი სათნოებანი გარეშე სიმდაბლისა? – მტვერი, რომელსა წარიტაცებს პირველი შებერვა ამპარტავნებისა. გარეშე სიმდაბლისა ამაოა ყოველი სულიერი შრომა, არ არის არცა სიყვარული ღვთისა და კაცისა, არცა სიწმინდე გულისა, არცა მოთმინება, ერთის სიტყვით, არცა ერთი ღვთის წინაშე ღირსება. ვინც დაჰკარგა სიმდაბლე, მან დაჰკარგა ...
სიმდაბლე ის არის კაცის ცხონებისათვის, რაიცა ფესვი მცენარისათვის. თუ ფესვი მრთელი და მაგარი აქვს მცენარეს, იგი არ დასჭკნება, თუ გინდ მრავალგზის მოჰკაფონ მისნი რტონი, მაინც ახალთა გამოიღებს. მზგავსადვე, თუ მტკიცე სიმდაბლე არის კაცის...
იხილეთ სრულად
სიმდაბლე ის არის კაცის ცხონებისათვის, რაიცა ფესვი მცენარისათვის. თუ ფესვი მრთელი და მაგარი აქვს მცენარეს, იგი არ დასჭკნება, თუ გინდ მრავალგზის მოჰკაფონ მისნი რტონი, მაინც ახალთა გამოიღებს. მზგავსადვე, თუ მტკიცე სიმდაბლე არის კაცის სულში, იგი კაცი არ წარწყმდება, თუ გინდ მრავალნი ჭირნი და განსაცდელნი ეწიონ მას. ვერაფერი ვერ გაუსწორდება სიმდაბლეს, იტყის იოანე ოქროპირი, იგი არის დედა, ფესვი, საფუძველი, საზრდელი და კავშირი ყოვლისა სიკეთისა; ვინც ისწავ...
საღმრთო წერილი იტყვის, რომ თვით ზეციურნი ანგელოსნი არიან მშვიდნი და თავმდაბალნი. იგივე სათნოება არის უდიდესი და უსაჭიროესი ყოველთა ქრისტიანეთათვის, რომელთა ჰსურსთ შესვლა სასუფეველსა შინა ღვთისასა. ეს სათნოება, როგორც იტყვის წმინდა...
იხილეთ სრულად
საღმრთო წერილი იტყვის, რომ თვით ზეციურნი ანგელოსნი არიან მშვიდნი და თავმდაბალნი. იგივე სათნოება არის უდიდესი და უსაჭიროესი ყოველთა ქრისტიანეთათვის, რომელთა ჰსურსთ შესვლა სასუფეველსა შინა ღვთისასა. ეს სათნოება, როგორც იტყვის წმინდა მამა ამბროსი მედიოლანელი, არის სამკაული ყოველთა სხვათა სათნოებათა. როგორც გონიერი სახლის მშენებელი ეძებს მაგარსა საძირკველსა, და ვიდრემდის არ ნახავს კლდეს, არ დაიწყებს სახლის შენებას, მზგავსადვე კაცმა, რომელსაც ჰსურს აშ...
სასუფეველი ღვთისა კაცის გულში არ არის რაიმე უძრავი, არამედ თითქმის ყოველ დღე და ყოველს წამს იცვლება, ხან დიდდება, ხან მცირდება. თუ გსურისთ, ძმანო ჩემნო, რომ ყოველთვის იყოს თქვენს გულში სასუფეველი ღვთისა და იზრდებოდეს, ეცადეთ, რომ ...
იხილეთ სრულად
სასუფეველი ღვთისა კაცის გულში არ არის რაიმე უძრავი, არამედ თითქმის ყოველ დღე და ყოველს წამს იცვლება, ხან დიდდება, ხან მცირდება. თუ გსურისთ, ძმანო ჩემნო, რომ ყოველთვის იყოს თქვენს გულში სასუფეველი ღვთისა და იზრდებოდეს, ეცადეთ, რომ ყოველ დღე განაახლოთ იგი და გააცოცხლოთ სულიერითა საზრდოითა. როგორათაც სხეული კაცისა იზრდება და განახლდება საზრდოის მიღებითა, ეგრეთვე შინაგანი ცხოვრება შენი, ესე იგი სასუფეველი ღვთისა, ყოველ დღე უნდა განახლდეს სულიერის საზ...
სასუფეველი ღვთისა მდგომარეობს სიხარულსა შინა სულითა წმიდითა. მართალია, უფალმან იესო ქრისტემან გვითხრა ჩვენ: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი“; საღმრთო წერილი ხშირად შეგვაგონებს ჩვენ, რომ კაცი ყოველთვის უნდა სწუხდეს და სტიროდეს თავის უღირს...
იხილეთ სრულად
სასუფეველი ღვთისა მდგომარეობს სიხარულსა შინა სულითა წმიდითა. მართალია, უფალმან იესო ქრისტემან გვითხრა ჩვენ: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი“; საღმრთო წერილი ხშირად შეგვაგონებს ჩვენ, რომ კაცი ყოველთვის უნდა სწუხდეს და სტიროდეს თავის უღირსებას და ცოდვას; მაგრამ სიხარული სულისა მიერ წმინდისა არა თუ არ არის წინააღმდეგი სულიერისა მწუხარებისა, მონანებისა, შემუსვრილებისა, არამედ პირდაპირ მისი ნაყოფია. სიხარული სულისა მიერ წმინდისა მხოლოდ იმ კაცს გაუჩნდება გულშ...
მართალია, უმრავლესნი ნაწილნი ქრისტიანეთა შორის, თუმცა ცოდვას არ იშლიან, უწესოდ სცხოვრებენ, მაინც მოსვენებულნი არიან, თითქმის მშვიდობაც არის მათს გულში. გარნა ესრეთი მშვიდობა არის ცრუ და ცბიერი. იგინი ჰგრძნობენ მშვიდობასა მისთვის, ...
იხილეთ სრულად
მართალია, უმრავლესნი ნაწილნი ქრისტიანეთა შორის, თუმცა ცოდვას არ იშლიან, უწესოდ სცხოვრებენ, მაინც მოსვენებულნი არიან, თითქმის მშვიდობაც არის მათს გულში. გარნა ესრეთი მშვიდობა არის ცრუ და ცბიერი. იგინი ჰგრძნობენ მშვიდობასა მისთვის, რომ არ იციან თავი თვისი, არ ეძებენ სისრულესა, არ შესულან ჯერედ სასუფეველსა შინა ცათასა. უმჯობესი იქნებოდა, რომ მათ გულში ყოფილიყო ურვა, ბრძოლა, სვინიდისის მხილება და მოუსვენებლობა, ამისთვის, რომ ეს იქნებოდა ნიშანი მისა, ...
დიდი და ძნელი საქმე არის, ძმანო ჩემნო, მოპოება ანუ შეძენა სულიერისა მშვიდობისა. იგი მიეცემა და გაუჩნდება გულში მხოლოდ იმ კაცს, რომელმან, დასთრგუნა ყოველნი თვისნი ვნებანი, დიდხანს და მრავალი იღვაწა. ამ სახით მშვიდობა არის განსვენებ...
იხილეთ სრულად
დიდი და ძნელი საქმე არის, ძმანო ჩემნო, მოპოება ანუ შეძენა სულიერისა მშვიდობისა. იგი მიეცემა და გაუჩნდება გულში მხოლოდ იმ კაცს, რომელმან, დასთრგუნა ყოველნი თვისნი ვნებანი, დიდხანს და მრავალი იღვაწა. ამ სახით მშვიდობა არის განსვენება გულისა და სულისა ღმერთსა შორის. მაშასადამე, იგი არ არის დაძინება ცოდვათა შინა, არამედ მღვიძარება კეთილთა საქმეთათვის; იგი არ არის უქმად ყოფნა, არამედ შრომა, მოღვაწეობა სულიერი.
საღმრთო წერილი გვასწავლის, რომ ყოველი ცოდვა არის მტერობა ღვთისა; ცოდვილი კაცი მტერია ღვთისა მისთვის, რომ ღმერთი არის უზენაესი სიმართლე, ჭეშმარიტება და სძაგს კაცი ცრუ. ამისთვის ცოდვის მოყვარე, ცრუ კაცი მტერია ღვთისა, ვინაიდგან ღვთი...
იხილეთ სრულად
საღმრთო წერილი გვასწავლის, რომ ყოველი ცოდვა არის მტერობა ღვთისა; ცოდვილი კაცი მტერია ღვთისა მისთვის, რომ ღმერთი არის უზენაესი სიმართლე, ჭეშმარიტება და სძაგს კაცი ცრუ. ამისთვის ცოდვის მოყვარე, ცრუ კაცი მტერია ღვთისა, ვინაიდგან ღვთის საქმეს, ღვთის მშვიდობას არღვევს.