თუ კი კაცმა ერთხელ თავის გულში გადასწყვიტა, რომ არ არის საუკუნო ცხოვრება, რასაკვირველია, ის აღარ ეძებს მას და სცხოვრობს მხოლოდ ამ ქვეყნისათვის; გარნა რით შეენდობა, რა გასამართლებელი მიზეზი აქვს კაცსა მორწმუნესა, როდესაც იგი შთაფლუ...
იხილეთ სრულად
თუ კი კაცმა ერთხელ თავის გულში გადასწყვიტა, რომ არ არის საუკუნო ცხოვრება, რასაკვირველია, ის აღარ ეძებს მას და სცხოვრობს მხოლოდ ამ ქვეყნისათვის; გარნა რით შეენდობა, რა გასამართლებელი მიზეზი აქვს კაცსა მორწმუნესა, როდესაც იგი შთაფლულია ამაოებასა შინა და არ ჰფიქრობს მომავლისა ცხოვრებისათვის? ის ცხოვრობს და იქცევა – თითქოს არც კი იყოს მომავალი ცხოვრება.
ჩვენი სარწმუნოება და ცხოვრება ერთი და იგივე უნდა იყოს, ანუ უმჯობეს არს თქმად: სარწმუნოება ჩვენი მარადის გამოიხატებოდეს ყოველთა საქმეთა შინა ჩვენთა: დიდთა და მცირეთა. ერთი სიტყვით, სარწმუნოება ჩვენი – საქმით შემოსილი, და საქმენი ყო...
იხილეთ სრულად
ჩვენი სარწმუნოება და ცხოვრება ერთი და იგივე უნდა იყოს, ანუ უმჯობეს არს თქმად: სარწმუნოება ჩვენი მარადის გამოიხატებოდეს ყოველთა საქმეთა შინა ჩვენთა: დიდთა და მცირეთა. ერთი სიტყვით, სარწმუნოება ჩვენი – საქმით შემოსილი, და საქმენი ყოველნი და თვით სიტყვანი, გრძნობანი, შინაგანნი ყოველნი სულის მოძრაობანი – სარწმუნოებით შემოსილნი იმყოფებოდნენ.
საღმრთო სჯული მოითხოვს ჩვენგან ყოველთა კეთილთა საქმეთა, მრავალსა მოთმინებასა, მოწყალებასა, ლოცვასა, მარხვასა და სხვათა. გარნა ყოველნი ესენი უნდა ავასრულოთ ქრისტე იესოს სიყვარულით და სარწმუნოებით, არა ურიათაებრ, რომელნი მხოლოდ გარე...
იხილეთ სრულად
საღმრთო სჯული მოითხოვს ჩვენგან ყოველთა კეთილთა საქმეთა, მრავალსა მოთმინებასა, მოწყალებასა, ლოცვასა, მარხვასა და სხვათა. გარნა ყოველნი ესენი უნდა ავასრულოთ ქრისტე იესოს სიყვარულით და სარწმუნოებით, არა ურიათაებრ, რომელნი მხოლოდ გარეგნობით, ფორმით ასრულებენ თვისსა სჯულიერსა და თავის ნებას არ იშლიან.
თუ გსურს, ძმაო ჩემო, განმართლება, ცხონება, და ვინ იქნება იმისთანა კაცი, რომ არ ჰსურდეს იგი, – შეიყვარე იესო ქრისტე, როგორც მოციქულმან პავლემ, რომელი იტყვის: „ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე“, ესე იგი პავლემ ...
იხილეთ სრულად
თუ გსურს, ძმაო ჩემო, განმართლება, ცხონება, და ვინ იქნება იმისთანა კაცი, რომ არ ჰსურდეს იგი, – შეიყვარე იესო ქრისტე, როგორც მოციქულმან პავლემ, რომელი იტყვის: „ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე“, ესე იგი პავლემ თვისი საკუთარი ცხოვრება, თვისი ნება–სურვილი უარჰყო და ქრისტეს ნება–სურვილს დაემორჩილა.
რით განმართლდება კაცი ღვთის წინაშე? მარტო ღმერთი და მისი მადლი გაამართლებს კაცსა, თუ კაცმაც უნდა ჰქმნას რაიმე თვისდა გასამართლებელად?
არიან ისეთი ქრისტიანენი, მაგალითებრ, პროტესტანტები, რომელნი ამტკიცებენ, რომ კაცს თავის მხრით არ...
იხილეთ სრულად
რით განმართლდება კაცი ღვთის წინაშე? მარტო ღმერთი და მისი მადლი გაამართლებს კაცსა, თუ კაცმაც უნდა ჰქმნას რაიმე თვისდა გასამართლებელად?
არიან ისეთი ქრისტიანენი, მაგალითებრ, პროტესტანტები, რომელნი ამტკიცებენ, რომ კაცს თავის მხრით არცკი შეუძლია კეთილი საქმე ჰქმნას თვისდა განსამართლებელად, და რომ კაცს გაამართლებს ერთი მხოლოდ იესო ქრისტეს სარწმუნოება. სხვანი ქრისტიანენი, მაგალითებრ, რომის (კათოლიკეები) ამცირებენ სარწმუნოებასა განსამართლებელად ჩვენდა დ...
განმართლება არის ის, როდესაც კაცს არ დაეთვლება, ანუ არ შეერაცხება თვისი ცოდვა, ვითარცა თანაშობილი, ანუ გადმოსული მას ზედა ადამისაგან, აგრეთვე საკუთრად მისგან აღსრულებული. მაშასადამე, როდესაც ის შეიქმნა უბრალო ღვთის წინაშე, და არღა...
იხილეთ სრულად
განმართლება არის ის, როდესაც კაცს არ დაეთვლება, ანუ არ შეერაცხება თვისი ცოდვა, ვითარცა თანაშობილი, ანუ გადმოსული მას ზედა ადამისაგან, აგრეთვე საკუთრად მისგან აღსრულებული. მაშასადამე, როდესაც ის შეიქმნა უბრალო ღვთის წინაშე, და არღა ქვემდებარე არცა ერთისა პასუხისგებისა. ერთი სიტვით, როდესაც სცხონდება.
ძველი სჯული იყო აჩრდილი, ანუ წინამოსწავება ახლისა აღთქმისა, იესო ქრისტეს ქვეყანაზე მოსვლისა და მისგან მიცემულისა მაცხოვარებისა. იგი იყო მიცემული დროებით, მოსამზადებლად ახლისა აღთქმისადმი, და როდესაც იესო ქრისტე მოვიდა, იგი, ძველი ...
იხილეთ სრულად
ძველი სჯული იყო აჩრდილი, ანუ წინამოსწავება ახლისა აღთქმისა, იესო ქრისტეს ქვეყანაზე მოსვლისა და მისგან მიცემულისა მაცხოვარებისა. იგი იყო მიცემული დროებით, მოსამზადებლად ახლისა აღთქმისადმი, და როდესაც იესო ქრისტე მოვიდა, იგი, ძველი სჯული გაუქმდა, მან დაკარგა თვისი ძალა. ძველი სჯულის წესებს მხოლოდ მით ჰქონდათ მადლი და ძალი განმართლებისა, რომ ისინი მოასწავებდნენ, უჩვენებდნენ ქრისტე იესოს ჯვარცმასა და მისი საღმრთო სისხლით ჩვენსა განმართლებასა. თუ ძველ...
link
კაცის ხასიათზე და მოქმედებაზე არ უნდა იფიქრო და მიიღო გადაწყვეტილი აზრი, მისი გარეგანისა მოქცევისა და ლაპარაკისაგან, არამედ იმას უფრო უნდა უყურო, რა განზრახვა აქვს კაცს, რა მიზანი ანუ საგანი ამოქმედებს და ალაპარაკებს.
შენი ლოცვა უნდა იყოს მტკიცე და შეურყეველი. ნუ შეგეშინდება, ეჭვი ნუ მოგივა, თუ დიდხანს არ ისმინოს ღმერთმან ლოცვა შენი, არამედ ევედრე ღმერთსა უმეტესითა მორჩილებითა, სიმდაბლითა, ვითარცა ქანანელი დედაკაცი (შდრ. მათე 15.22–28). ნაცვლად...
იხილეთ სრულად
შენი ლოცვა უნდა იყოს მტკიცე და შეურყეველი. ნუ შეგეშინდება, ეჭვი ნუ მოგივა, თუ დიდხანს არ ისმინოს ღმერთმან ლოცვა შენი, არამედ ევედრე ღმერთსა უმეტესითა მორჩილებითა, სიმდაბლითა, ვითარცა ქანანელი დედაკაცი (შდრ. მათე 15.22–28). ნაცვლად შენი ვედრების აღსრულებისა, კიდეც რომ მისი წინააღმდეგი დაგემართოს, რაიმე შეურაცხყოფა, ანუ მწუხარება მოგაყენოს ღმერთმან, მაინც ნუ დაჰღონდები, არამედ უმეტესი სიმშვიდე და მორჩილება გამოაჩინე ლოცვასა შინა შენსა, ვითარცა ჰყო ...
აწინდელთა ქრისტიანეთა ათასში ერთს არ ახსოვს, რომ დაჩაგვრას, გინებას მოთმინებით უნდა მიიღებდეს და მით უნდა მიიზიდავდეს მადლსა ღვთისასა. არა თუ არ მოითმენს მწარე სიტყვას, გინებას, არამედ ერთი სიტყვისათვის მზად არის მოჰკლას კაცი, სატ...
იხილეთ სრულად
აწინდელთა ქრისტიანეთა ათასში ერთს არ ახსოვს, რომ დაჩაგვრას, გინებას მოთმინებით უნდა მიიღებდეს და მით უნდა მიიზიდავდეს მადლსა ღვთისასა. არა თუ არ მოითმენს მწარე სიტყვას, გინებას, არამედ ერთი სიტყვისათვის მზად არის მოჰკლას კაცი, სატევარს მოჰკიდებს ხელს, თუარადა გადაემტერება მთელ სიცოცხლეში დამჩაგრელად. ახლანდელ ქრისტიანეთ სირცხვილად მიაჩნიათ დათმობა დაჩაგვრისა: „რას იფიქრებს ქვეყანაო ჩემზედ, ქალაჩუნა არისო“. მაშინ, როდესაც კაცი, მომთმენი დაჩაგვრისა...