როგორადაც ზიარების პური სულიწმიდის მოწოდების შემდეგ უკვე ჩვეულებრივი პური კი არ არის, არამედ ქრისტეს ჭეშმარიტი სხეულია, მისი ხორცია, ამგვარადვე ნათლისღების წმიდა მირონიც, სულიწმიდის მიწოდების შემდეგ უბრალო კეთილსურნელი მირონი როდი...
იხილეთ სრულად
როგორადაც ზიარების პური სულიწმიდის მოწოდების შემდეგ უკვე ჩვეულებრივი პური კი არ არის, არამედ ქრისტეს ჭეშმარიტი სხეულია, მისი ხორცია, ამგვარადვე ნათლისღების წმიდა მირონიც, სულიწმიდის მიწოდების შემდეგ უბრალო კეთილსურნელი მირონი როდია, იგი არის საღმრთო მადლის მონიჭება შენთვის თვით ქრისტეს და სულიწმიდის ღმრთაების მუნმყოფობით, რაც სინამდვილედ იქცევა.
როგორ უნდა შეეცილოს და გამოსტაცოს მტერს შენი თავი ანგელოზმა თავისთვის, თუკი ბეჭედს ვერ ამოიცნობს? განა არ იცი, რომ სიკვდილმა გვერდი აუარა დაბეჭდილ სახლებს და დაუბეჭდავებში დახოცა პირმშონი? დაუბეჭდავ საუნჯეს ადვილად იტაცებენ ქუდები...
იხილეთ სრულად
როგორ უნდა შეეცილოს და გამოსტაცოს მტერს შენი თავი ანგელოზმა თავისთვის, თუკი ბეჭედს ვერ ამოიცნობს? განა არ იცი, რომ სიკვდილმა გვერდი აუარა დაბეჭდილ სახლებს და დაუბეჭდავებში დახოცა პირმშონი? დაუბეჭდავ საუნჯეს ადვილად იტაცებენ ქუდები, მოუნიშნავი ცხვარი შეიძლება თამამად გაიტყუონ.
როდესაც ქრისტეს სახელით ვინათლებით, ჩვენი სულები ქრისტეთი აღიჭურვებიან. აღიჭურვებიან უხილავი, მაგრამ რეალური აღჭურვილობით, რომლითაც ქრისტეს სული არის შემოსილი, რამეთუ როგორც სულია უხილავი, ასევე უხილავია მისი აღჭურვილობა. ჭეშმარიტ...
იხილეთ სრულად
როდესაც ქრისტეს სახელით ვინათლებით, ჩვენი სულები ქრისტეთი აღიჭურვებიან. აღიჭურვებიან უხილავი, მაგრამ რეალური აღჭურვილობით, რომლითაც ქრისტეს სული არის შემოსილი, რამეთუ როგორც სულია უხილავი, ასევე უხილავია მისი აღჭურვილობა. ჭეშმარიტება და სამართლიანობა, სიკეთე და უბოროტობა, თვინიერება და უბრალოება, სიწმინდე და ღვთისმოსაობა, უფლისმოყვარება და კაცთმოყვარება - აი, საჭურველნი სულისა, სამოსელნი მისნი.
თქვენცა, ცოდვილნო, ემსგავსენით სინანულითა პეტრეს ჟამსა მარჯვესა, რათა მსგავსად მისად მოგეტევნესთ, და გეშინოდესთ ურგებისა სინანულისა, რაჟამს არღარა სარგებელ გეყოსთ. რამეთუ არავინ უწყნის ჟამნი სიკვდილისანი, რათამცა მას ჟამსა შეინანო...
იხილეთ სრულად
თქვენცა, ცოდვილნო, ემსგავსენით სინანულითა პეტრეს ჟამსა მარჯვესა, რათა მსგავსად მისად მოგეტევნესთ, და გეშინოდესთ ურგებისა სინანულისა, რაჟამს არღარა სარგებელ გეყოსთ. რამეთუ არავინ უწყნის ჟამნი სიკვდილისანი, რათამცა მას ჟამსა შეინანოს ვინმე: მრავალნი დაითქმიან წყალთა შინა, სხვანი მთათა შინა დაიშთობიან, სხვანი მაღლით შთაოიჭრიან, სხვათა წამსა შინა ეუფლის სიკვდილი. სადა სცნას დღენი სიკვდილისანი, რათა ინანოდეს და შეენდვნეს? უკეთუ ათასთაგანსა ერთსა ვისმე...
მოგეხსენებათ, ძმანო, რომ ყანა ნორჩი სარეველებისაგან ადვილად იმარგლება, მაგრამ თუ დროზე არ გაიმარგლა, სარეველა გაიზრდება და ეკალ-ბარდებად გადაიქცევა; მერე მისი მოცილება ძალზედ გაძნელდება, რადგან მას შეიძლება სასარგებლო მცენარეც გაყ...
იხილეთ სრულად
მოგეხსენებათ, ძმანო, რომ ყანა ნორჩი სარეველებისაგან ადვილად იმარგლება, მაგრამ თუ დროზე არ გაიმარგლა, სარეველა გაიზრდება და ეკალ-ბარდებად გადაიქცევა; მერე მისი მოცილება ძალზედ გაძნელდება, რადგან მას შეიძლება სასარგებლო მცენარეც გაყვეს. ასევე არის სინანულშიც. ვისაც სურს სინანული, ადრევე უნდა დაეშუროს გლოვასა და ტირილს საკუთარი ცოდვებისა. როგორც ყანის გამარგვლისას იჩენს მებაღე სიფრთხილეს, რომ სარეველას სასარგებლო მცენარეც არ მიყვეს, ისე სიფრთხილით უ...
ნატრის მაცხოვარი ჩვენი მგლოვარეთა და უქადაგებს ნუგეშინისცემასა კაცთა გულითა შემუსვრილითა. ნუ ჰგონებთ, თუცა ნატრიდეს, რომელნი იგლოვენ მამადედათა, გინა ძმათა და დათა, ანუ მეუღლეთა და შვილთა, გინა მოყვარეთა სიკვდილსა ზედა, რომელთა რე...
იხილეთ სრულად
ნატრის მაცხოვარი ჩვენი მგლოვარეთა და უქადაგებს ნუგეშინისცემასა კაცთა გულითა შემუსვრილითა. ნუ ჰგონებთ, თუცა ნატრიდეს, რომელნი იგლოვენ მამადედათა, გინა ძმათა და დათა, ანუ მეუღლეთა და შვილთა, გინა მოყვარეთა სიკვდილსა ზედა, რომელთა რეცა არა აქვს სასოება აღდგომისა, და მსგავსად წარმართთასა ტირიან და იგლოვენ ამა უნდოისა სოფლისაგან მიცვალებისა და საუკუნოისა მის დიდებასა შინა მისვლისათვის. მათ არა ნატრის. არამედ ნატრის, რომელთაც განუცდიათ ცოდვანი თვისნი დ...
ჩვენ მტკიცედ უნდა გვწამდეს, რომ ნათლისღების გარეშე, ვისაც ქრისტეს ნათელი არ შეუმოსია, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს. მართლმადიდებლებს მეტი მოგვეცა და მეტიც მოგვეკითხება.
არსებობს წმიდა მამათა გამონათქვამი: "სამი რამ გააკვირვე...
იხილეთ სრულად
ჩვენ მტკიცედ უნდა გვწამდეს, რომ ნათლისღების გარეშე, ვისაც ქრისტეს ნათელი არ შეუმოსია, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს. მართლმადიდებლებს მეტი მოგვეცა და მეტიც მოგვეკითხება.
არსებობს წმიდა მამათა გამონათქვამი: "სამი რამ გააკვირვებს ცხონებულს სამოთხეში: პირველი - როცა ის იქ მოხვდება, მეორე - ვისაც იქ ელოდა, რომ ვერ ნახავს და მესამე - ვისაც არ ელოდა, მას რომ ნახავს იქ".
უფალმა შეგვიწყალოს თითოეული ადამიანის განკითხვისაგან, მით უმეტეს, მთელი ერისა და ქვე...
წყლით ნათლობა აუცილებელია ადამიანის ხსნისათვის, მხოლოდ წმიდა მოწამეთათვისაა დაშვებული გამონაკლისი, რომელნიც საშინელ დევნილებათა ჟამს, საკუთარ, ქრისტეს რწმენაში დაღვრილ სისხლში ინათლებიან და ამგვარად, ისინი უწყლოდაც მოიპოვებენ ცათა...
იხილეთ სრულად
წყლით ნათლობა აუცილებელია ადამიანის ხსნისათვის, მხოლოდ წმიდა მოწამეთათვისაა დაშვებული გამონაკლისი, რომელნიც საშინელ დევნილებათა ჟამს, საკუთარ, ქრისტეს რწმენაში დაღვრილ სისხლში ინათლებიან და ამგვარად, ისინი უწყლოდაც მოიპოვებენ ცათა სასუფეველს.
ჭეშმარიტი სულიერი გამარჯვებით, ნათლობის დროს მონიჭებული ღვთის მადლი, ნელ-ნელა იწყებს სულიერი სიბრმავისაგან ჩვენს განკურნებას. სიბრმავის მდგომარეობის საწინააღმდეგოდ ჩვენ ხედვის მდგომარეობაში შესვლას ვიწყებთ. რადგან ხედვის მდგომარეო...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი სულიერი გამარჯვებით, ნათლობის დროს მონიჭებული ღვთის მადლი, ნელ-ნელა იწყებს სულიერი სიბრმავისაგან ჩვენს განკურნებას. სიბრმავის მდგომარეობის საწინააღმდეგოდ ჩვენ ხედვის მდგომარეობაში შესვლას ვიწყებთ. რადგან ხედვის მდგომარეობაში მხედველი გონებაა, წმიდა მამებმა მას გონებით ხედვა, ე.ი. გონებრივი ხედვა უწოდეს. რადგან ხედვის მდგომარეობას სულიწმიდისაგან ვიღებთ, ამიტომ მას სულიერი ხედვაც ეწოდება და ის სულიწმიდის ნაყოფია. ამით განსხვავდება ის ჭვრე...