სინანული ესე არს მარგებელი: რაჟამს ცოდვილი ადრე მოეგოს თავსა თვისსა და გონებათა თვისთა, განიხილვიდეს და შესტირებდეს ნაცოდავთა თვისთა, და წინა დაიდებდეს და განიცდიდეს სულგრძელებათა ღმრთისათა:
- ვითარ-ძი ღმერთმან მე შემიყვარა ...
იხილეთ სრულად
სინანული ესე არს მარგებელი: რაჟამს ცოდვილი ადრე მოეგოს თავსა თვისსა და გონებათა თვისთა, განიხილვიდეს და შესტირებდეს ნაცოდავთა თვისთა, და წინა დაიდებდეს და განიცდიდეს სულგრძელებათა ღმრთისათა:
- ვითარ-ძი ღმერთმან მე შემიყვარა და რაოდენნი პატივნი მომანიჭნა, და მე სიყვარული ღმრთისა დაუტევე და ესოდენსა სიბილწეთა შინა ვიყავ და ესოდენ ღმერთი სულგრძელ მექმნა, - და ტიროდეს მწარედ მსგავსად პეტრესა, და მივიდეს მოძღვრისა და განიწმიდოს აღსარებით თავი, და ეგრე...
ნაყროვანება და უზომო ჭამა-სმა როგორც ზეთი და ნაცარი, ისე აღანთებს ვნებათა ცეცხლს; სწორედ ის იქცა ადამის დაცემის, ესავის წარწყმედის, ისრაელიანთა მარცხის, ნოეს განშიშვლების, გომორის მოსპობის, ლოთის სისხლის აღრევის და ილი მღვდელმთავრ...
იხილეთ სრულად
ნაყროვანება და უზომო ჭამა-სმა როგორც ზეთი და ნაცარი, ისე აღანთებს ვნებათა ცეცხლს; სწორედ ის იქცა ადამის დაცემის, ესავის წარწყმედის, ისრაელიანთა მარცხის, ნოეს განშიშვლების, გომორის მოსპობის, ლოთის სისხლის აღრევის და ილი მღვდელმთავრის ვაჟების სიკვდილის მიზეზად. მთელი შენი სიცოცხლის მანძილზე არასოდეს ერწმუნო მიწისაგან მოღებულ შენს ხორცთა ღაღადს. ნუ იქნები მხოლოდ საზრდელში თავშეკავების იმედად, რაც სხეულის აგებულების თავისებურებით არის გამოწვეული; ნუ ...
ნაყროვანი კაცის გონება სულ იმას ითვლის, თუ როდის უწევს მოწამეთა ხსენება (რათა იღრეოს დღესასწაულის საბაბით). კეთილკრძალულის გონება კი მათ ცხოვრებას ბაძავს.
საზრდელის მიღების სიუხვითა და განურჩევლობით შეძენილი სიმქისე და ნისლი სხეულიდან თანდათანობით გულს გადაეცემა, გულიდან კი გონებას. ამის შემდეგ, ეს სულის თვალნი - გული და გონება ჩლუნგდება, მარადისობა იფარება მათგან; სნეულ მხედველობას...
იხილეთ სრულად
საზრდელის მიღების სიუხვითა და განურჩევლობით შეძენილი სიმქისე და ნისლი სხეულიდან თანდათანობით გულს გადაეცემა, გულიდან კი გონებას. ამის შემდეგ, ეს სულის თვალნი - გული და გონება ჩლუნგდება, მარადისობა იფარება მათგან; სნეულ მხედველობას მიწიერი ცხოვრება დაუსრულებლად ეჩვენება. შეხედულებათა და შეგრძნებათა შესაბამისდ წარიმართება მიწიერი მოგზაურობა და ბედკრული, დაბრმავებული მოგზაური განგდებულ გველთან ერთად მუცელზე ხოხავს და მიწასა ჭამს მისი მიწიერი ცხოვრებ...
სინანულიცა ძმანო და სინანულიც. არის სინანული საკუთარი ნებით, ე.ი. შეგნებული და არის სინანული უნებლიე, შეუგნებელი. უნებლიე სინანულია, როცა მაგალითად, კაცი მხნეობისას ფეხებს არ ასვენებდა უწესო საქმეებისაგან და შემდეგ, როცა უძლურდება...
იხილეთ სრულად
სინანულიცა ძმანო და სინანულიც. არის სინანული საკუთარი ნებით, ე.ი. შეგნებული და არის სინანული უნებლიე, შეუგნებელი. უნებლიე სინანულია, როცა მაგალითად, კაცი მხნეობისას ფეხებს არ ასვენებდა უწესო საქმეებისაგან და შემდეგ, როცა უძლურდება და ფეხები უმძიმდება, ვეღარ ახერხებს ბოროტ საქმეთათვის მოძრაობას; ხელი არ ცხრებოდა შფოთისა და ბრძოლებისაგან და შემდეგ უძლურებაში აღარ ძალუძს მოქმედება მათი; თვალები მისი დავსებული იყო შურისაგან, ახლა კი, როცა სინათლე წაე...