სიმდაბლისთვის დამახასიათებელია საკუთარი ცოდვების შეცნობა, ხოლო სხვა ადამიანებში კეთილი თვისებების დანახვა. ამპარტავნება მხოლოდ საკუთარ თავში ხედავს კარგს, სხვებში კი მხოლოდ ცუდს. აი, კიდევ სიმდაბლისთვის დამახასიათებელი თვისებანი:...
იხილეთ სრულად
სიმდაბლისთვის დამახასიათებელია საკუთარი ცოდვების შეცნობა, ხოლო სხვა ადამიანებში კეთილი თვისებების დანახვა. ამპარტავნება მხოლოდ საკუთარ თავში ხედავს კარგს, სხვებში კი მხოლოდ ცუდს. აი, კიდევ სიმდაბლისთვის დამახასიათებელი თვისებანი: სიწრფელე, სიცხადე და ბუნებრივობა. ხოლო რა არის სიმდაბლე, სიტყვებით ამის ახსნა შეუძლებელია, მხოლოდ გამოცდილებით შეიძენს მას ადამიანი.
უფალი მრავალგზის დაფარავს ჩვენგან, თუკი რაიმე სათნოება გაგვაჩნია, რათა სიმდაბლე მოვიპოვოთ. ხოლო ჩვენი მაქებელი, უფრო კი მაცთური, ქებით თვალს აგვიხელს, და როგორც კი თვალი აგვეხილება, ჩვენი სიმდიდრე წარწყმდება და გაუჩინარდება.
უფალმა ჩვენი დამდაბლებისთვის ისე განაგო, რომ კაცის წყლულებს სხვა უკეთ ხედავს, ვიდრე თვითონ. ამიტომაც საჭიროა ჩვენთვის, რომ საკუთარ თავს კი არ ვმოძღვრავდეთ, არამედ მწყემსის მიერ განვისწავლოთ, და როცა წყლულებათაგან განვიკურნებით, ღმ...
იხილეთ სრულად
უფალმა ჩვენი დამდაბლებისთვის ისე განაგო, რომ კაცის წყლულებს სხვა უკეთ ხედავს, ვიდრე თვითონ. ამიტომაც საჭიროა ჩვენთვის, რომ საკუთარ თავს კი არ ვმოძღვრავდეთ, არამედ მწყემსის მიერ განვისწავლოთ, და როცა წყლულებათაგან განვიკურნებით, ღმერთსა და მას ვმადლობდეთ.
შვილო, მშვიდად წარმართე შენი საქმეები და ღვთის სათნო კაცი შეგიყვარებს.
რამდენადაც დიდი ხარ, იმდენად დაიმდაბლე შენი თავი და უფლის წინაშე მადლს იპოვი.
რადგან დიდია უფლის მეუფება და მორჩილთაგან იდიდება იგი.
თ. 3-4
არც კაცი, არც ბალახი, არც მტვერი, არცა რამ სხვა ქვეყნიერობაზედ არ გაჩენილა თავის თავად და არც წარმოსადგენია მათი არსებობა, მათი ყოფნა, მათი მოქმედება და მოძრაობა მხოლოდ მათივე ძალით, მათივე დამოუკიდებლობით, მათი საკუთარი თვისებით....
იხილეთ სრულად
არც კაცი, არც ბალახი, არც მტვერი, არცა რამ სხვა ქვეყნიერობაზედ არ გაჩენილა თავის თავად და არც წარმოსადგენია მათი არსებობა, მათი ყოფნა, მათი მოქმედება და მოძრაობა მხოლოდ მათივე ძალით, მათივე დამოუკიდებლობით, მათი საკუთარი თვისებით. ყველაფერი, რასაც თვალით ვხედავთ და რაზედაც ჭკუა მიგვიწვდება, არის ღვთის ქმნილება და ღვთისავე მოწყალებით არსებობ. ეს შეურყეველი და დაურღვეველი ჭეშმარიტებაა.
მართალია, ბევრი ვინმე შეებრძოლა ამ ჭეშმარიტებას, ბევრი ნასწავლი...
გამოუთქმელია მოწყალება ღვთისა ადამიანისადმი! მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი თვითნებურად ჩამოშორდა ღმერთს, ღმერთი ადამიანს არასოდეს არ ივიწყებს. დაუსრულებელი სიყვარული ღვთისა ყოველთვის იყენებდა და იყენებს სხვადასხვა საშუაებას იმისა...
იხილეთ სრულად
გამოუთქმელია მოწყალება ღვთისა ადამიანისადმი! მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი თვითნებურად ჩამოშორდა ღმერთს, ღმერთი ადამიანს არასოდეს არ ივიწყებს. დაუსრულებელი სიყვარული ღვთისა ყოველთვის იყენებდა და იყენებს სხვადასხვა საშუაებას იმისათვის, რომ ცდომილი იხსნას დაღუპვისაგან. ადამიანის დაცემის მომენტიდან მოკიდებული ღმერთს არ შეუწყვეტია და არც სწყვეტს ზრუნვას, რათა მამობრივი ხმით მოუწოდეს ადამიანს ცოდვითსავსე ძილიდან გამოღვიძებისაკენ. ეს ხმა ისმოდა სამოთხ...