პავლე მოციქული ამბობს, - სულ წყალს ნუ სვამ, კაცო, სტომაქისთვის ცოტა ღვინო იხმიეო, - ხომ არ ვეურჩები? წინათ წმიდა მამები ისეთ უცნაურ საქმეებს მოიმოქმედებდნენ, გაგიკვირდებოდა, თანაც ხშირად ღვინოს ირჩევდნენ თავის დასატანჯად და დასამდ...
იხილეთ სრულად
პავლე მოციქული ამბობს, - სულ წყალს ნუ სვამ, კაცო, სტომაქისთვის ცოტა ღვინო იხმიეო, - ხომ არ ვეურჩები? წინათ წმიდა მამები ისეთ უცნაურ საქმეებს მოიმოქმედებდნენ, გაგიკვირდებოდა, თანაც ხშირად ღვინოს ირჩევდნენ თავის დასატანჯად და დასამდაბლებლად. იმათ უფლის მეტი ვინ გაუგებდა? წიგნებშიც კი არ წერდნენ მათზე.
როგორც პორფირით შემოსილი კაცი გაიქცევა, თუკი უწმინდურ ძონძს მიუგდებენ, რომ ძვირფასი სამოსი არ შეიბილწოს, ასევე გაურბიან კაცთაგან დიდებას სათნოებით შემკობილი წმინდანები, რომ არ შეიბილწონ მისგან. ხოლო კაცობრივი დიდების მაძიებელნი იმ...
იხილეთ სრულად
როგორც პორფირით შემოსილი კაცი გაიქცევა, თუკი უწმინდურ ძონძს მიუგდებენ, რომ ძვირფასი სამოსი არ შეიბილწოს, ასევე გაურბიან კაცთაგან დიდებას სათნოებით შემკობილი წმინდანები, რომ არ შეიბილწონ მისგან. ხოლო კაცობრივი დიდების მაძიებელნი იმ შიშველ კაცს ჰგვანან, რომელიც მცირე ძონძს დაეძებს სიშიშვლის დასაფარავად. ასე ეძებენ სათნოებისაგან შიშველნი დიდებას კაცთაგან. სიმდაბლის გამო წმინდანები უარს ამბობდნენ, როცა ღმერთი კაცთა დასახმარებლად გზავნიდა ხოლმე მათ. მ...
სიმდაბლე არის ის, რომ ყოველი ადამიანი შენზე უკეთესად მიგაჩნდეს... მიაჩვიე ბაგეები სიტყვას: “მაპატიე” და მოვა სიმდაბლე, უწინარეს ყოვლისა, ნუ შეიქმნი შენს თავზე რაიმე წარმოდგენას და იქნები მდაბალი. გეშინოდეს იმისა, რომ შენს მიერ ჩად...
იხილეთ სრულად
სიმდაბლე არის ის, რომ ყოველი ადამიანი შენზე უკეთესად მიგაჩნდეს... მიაჩვიე ბაგეები სიტყვას: “მაპატიე” და მოვა სიმდაბლე, უწინარეს ყოვლისა, ნუ შეიქმნი შენს თავზე რაიმე წარმოდგენას და იქნები მდაბალი. გეშინოდეს იმისა, რომ შენს მიერ ჩადენილი რაიმე საქმის გამო სახელგანთქმული გახდე.
სიმდაბლე საღმრთო მადლს მოიზიდავს სულში. ის იფარავს გულს ყოველგვარი ვნებებისგან და განსაცდელისგან. მას (ღვაწლის გარეშე) ძალუძს ჩვენი დამკვიდრება ცათა სასუფეველში, ოღონდ ეს ხდება არა ერთბაშად, არამედ თანდათან, როგორც ფსალმუნთმგალობე...
იხილეთ სრულად
სიმდაბლე საღმრთო მადლს მოიზიდავს სულში. ის იფარავს გულს ყოველგვარი ვნებებისგან და განსაცდელისგან. მას (ღვაწლის გარეშე) ძალუძს ჩვენი დამკვიდრება ცათა სასუფეველში, ოღონდ ეს ხდება არა ერთბაშად, არამედ თანდათან, როგორც ფსალმუნთმგალობელი ამბობს: “იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომაი ჩემი და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი”.
სიმდაბლეს ის კი არ გამოიჩენს, ვინც თავს თვითონ იმდაბლებს (რამეთუ ვინ არ მოითმენს შეურაცხყოფას საკუთარი თავისაგან), არამედ ის, ვინც გინებას მოითმენს და მაგინებელთა მიმართ სიყვარულს შეინარჩუნებს
სიმდაბლეს უდიდესი ძალა აქვს. სიმდაბლეს ეშმაკის ფერფლად ქცევა შეუძლია. სადაც სიმდაბლეა, ეშმაკი იქ ადგილს ვერ პოულობს. და თუ ეშმაკს ადგილი არა აქვს სადმე, იქ არც განსაცდელია.
ადამიანებს არამართებული, მცდარი წარმოდგენა აქვთ თავისუფლების შესახებ. ყველას გვინდა, რომ ყველგან და ყოველთვის იყოს სამართლიანობა, თან - ჩვენს მხარეს იყოს ეს სამართალი. ხშირად აქედან გამომდინარე ვაფასებთ ხოლმე ადამიანის ქცევასაც და...
იხილეთ სრულად
ადამიანებს არამართებული, მცდარი წარმოდგენა აქვთ თავისუფლების შესახებ. ყველას გვინდა, რომ ყველგან და ყოველთვის იყოს სამართლიანობა, თან - ჩვენს მხარეს იყოს ეს სამართალი. ხშირად აქედან გამომდინარე ვაფასებთ ხოლმე ადამიანის ქცევასაც და თავად უფლის ჩვენდამი დამოიდებულებასაც. ხშირად გაგონებთ: თუ ღმერთი არსებობს, რატომ არ სჯის იმას? და ვიღაცისკენ გავიშვერთ ხოლმე ხელს - განა დასასჯელი არ არის? ჰოდა, მაშინ დააჯოს! - ამასაც დასძენენ კატეგორიულად, ამ დროს გვ...
"არა მოიღო სახელი ღვთისა შენისა ამაოსა ზედა". ხშირად საჭიროების გარეშე, ამაოდ ახსენებენ ღვთის სახელს. ღვთის სახელის ხსენებას დიდი გაფრთხილება და შიში სჭირდება! ღვთის სახელს როცა ახსენებ, ფეხზე უნდა წამოდგე და პირჯვარი გამოისახო. ღ...
იხილეთ სრულად
"არა მოიღო სახელი ღვთისა შენისა ამაოსა ზედა". ხშირად საჭიროების გარეშე, ამაოდ ახსენებენ ღვთის სახელს. ღვთის სახელის ხსენებას დიდი გაფრთხილება და შიში სჭირდება! ღვთის სახელს როცა ახსენებ, ფეხზე უნდა წამოდგე და პირჯვარი გამოისახო. ღვთის საელის ხსენაბა მხოლოდ ლოცვისა და და სწავლების დროს შეგიძლია შიშითა და სიყვარულითა, დანარჩენ დროს კი, არანეკლები კრძალვა უნდა გქონდეს. ან კი, ვინ იცის, ღვთის სახელი რა არის?! ღმერთი ნიშნავს ღრმა-ერთს და მიუწვდომელს. ...