ისწავლე თავმდაბლობა და ყველა საქმე კარგად წაგივა. ვინც დათმობს, ის უფრო მეტს შეიძენს. ღვთის შიშის და თავმდაბლობის ჩაგონების გარეშე, როგორც არ უნდა ამეცადინო ბავშვები კეთილზნეობისა და კეთილმოწყალების ცხოვრების ჩამოყალიბებაში, სასურ...
იხილეთ სრულად
ისწავლე თავმდაბლობა და ყველა საქმე კარგად წაგივა. ვინც დათმობს, ის უფრო მეტს შეიძენს. ღვთის შიშის და თავმდაბლობის ჩაგონების გარეშე, როგორც არ უნდა ამეცადინო ბავშვები კეთილზნეობისა და კეთილმოწყალების ცხოვრების ჩამოყალიბებაში, სასურველ ნაყოფს ვერ მიიღებ.
იესო ქრისტეს წინადრჩეული დედა იყო ქალწული მარიამი, გვირგვინოსანი დიდებითა და პატივით, დიდებით, როგორც მეფის შთამომავალი, - პატივით, პატივით, როგორც მღვდელმთავრის ტომისგან წარმოშობილი. მარიამი ებრაულად "ქალბატონს", - "იმედს" ნიშნავ...
იხილეთ სრულად
იესო ქრისტეს წინადრჩეული დედა იყო ქალწული მარიამი, გვირგვინოსანი დიდებითა და პატივით, დიდებით, როგორც მეფის შთამომავალი, - პატივით, პატივით, როგორც მღვდელმთავრის ტომისგან წარმოშობილი. მარიამი ებრაულად "ქალბატონს", - "იმედს" ნიშნავს. იმიტომ, რომ მისგან უფალი უნდა წარმოშობილიყო, რომელიც ხალხთა მოლოდინის იმედი და სასოება არის.
მიუხედავად იმისა, რომ ღვთისმშობელმა შვა მესია, ძე ღვთისა იგი დარჩა ისეთივე უბრალო თავისი ცხოვრების გზაზე, როგორიც იყო და თითქოს ამოჰფარებიაო მაცხოვრის ზურგს, სულ ქრისტეზე ქადაგებდა და თავის ღვაწლს მიჩქმალავდა, რადგან თუ არა ღვთისმ...
იხილეთ სრულად
მიუხედავად იმისა, რომ ღვთისმშობელმა შვა მესია, ძე ღვთისა იგი დარჩა ისეთივე უბრალო თავისი ცხოვრების გზაზე, როგორიც იყო და თითქოს ამოჰფარებიაო მაცხოვრის ზურგს, სულ ქრისტეზე ქადაგებდა და თავის ღვაწლს მიჩქმალავდა, რადგან თუ არა ღვთისმშობელი მარიამის უბიწოება, თავმდაბლობა და სიყვარული ძე ღვთისა ხორცს არ შეისხამდა.
"რაჟამს ანგელოსებმა იხილეს ტაძრად მიყვანება ყოვლად წმიდა ღვთისმშობელისა, განკვირდნენ". ვიკითხოთ, რა აკვირვებდათ ამ შემთხვევაში ანგელოსებს? ის, რომ ქალწული მარიამი ბავშვობიდანვე იქნა ტაძრად სულისა წმიდისა, და ღირსი, რომ არჩეულ ყოფი...
იხილეთ სრულად
"რაჟამს ანგელოსებმა იხილეს ტაძრად მიყვანება ყოვლად წმიდა ღვთისმშობელისა, განკვირდნენ". ვიკითხოთ, რა აკვირვებდათ ამ შემთხვევაში ანგელოსებს? ის, რომ ქალწული მარიამი ბავშვობიდანვე იქნა ტაძრად სულისა წმიდისა, და ღირსი, რომ არჩეულ ყოფილიყო, სულითა და ხორცით მისი სიწმინდის გამო საყოფელსა ღვთისასა, თუ ის, რომ თვით მან საჭიროდ დაინახა დიდი ხნით ტაძარში დარჩენა, იმ ასაკამდერომლის შემდგომ უკვე მისი და საერთოდ ღვთის საჩუქრად ტაძარში მიყვანილ ქალწულების დატო...
ნეტარი სიმდაბლის შენში დამკვიდრებას მაშინ შეიცნობ, ოდეს შენი გული გამოუთქმელი ნათლით აღივსება და მიუთხრობელი ტრფიალება გექნება ლოცვის მიმართ. ამათზე უწინ კი, ისეთი გული უნდა მოიპოვო, რომელიც სხვებს ცოდვებსა და ცთომილებებს არ განიკ...
იხილეთ სრულად
ნეტარი სიმდაბლის შენში დამკვიდრებას მაშინ შეიცნობ, ოდეს შენი გული გამოუთქმელი ნათლით აღივსება და მიუთხრობელი ტრფიალება გექნება ლოცვის მიმართ. ამათზე უწინ კი, ისეთი გული უნდა მოიპოვო, რომელიც სხვებს ცოდვებსა და ცთომილებებს არ განიკითხავს. ხოლო ამისი წინამორბედი ყოველგვარი მზვაობრობისა და კაცთამიერი დიდების სიძულვილია.
ნეტარი ხარ, თუკი გლახაკად და ჩვილად მიიჩნევ თავს სულიერად განათლებულ ადამიანთა შორის. ნუ შეგშურდება მათი და ნუ ისწრაფვი სულიერი აღტაცებისაკენ. ასეთი შეგრძნებებისაკენ მისტიკოსები ისწრაფვიან და ჭეშმარიტი ხილვების ნაცვლად ეშმაკის მახ...
იხილეთ სრულად
ნეტარი ხარ, თუკი გლახაკად და ჩვილად მიიჩნევ თავს სულიერად განათლებულ ადამიანთა შორის. ნუ შეგშურდება მათი და ნუ ისწრაფვი სულიერი აღტაცებისაკენ. ასეთი შეგრძნებებისაკენ მისტიკოსები ისწრაფვიან და ჭეშმარიტი ხილვების ნაცვლად ეშმაკის მახეში ებმებიან. მადლისმიერ შეგრძნებებს ღმერთი მაშინ ანიჭებს ადამიანს, როდესაც მათ გული ვნებებისგან აქვთ განწმენდილი. ასეთ მდგომარეობაში წმიდა მამები იყვნენ, ხოლო ჩვენ ცოდვილთ ლოცვა გვმართებს სინანულით. ვნებებთან ბრძოლაში შ...
ნუ ისირცხვილებთ თუ მშობლებისაგან რაიმე ნაკლოვანება დაგყვათ, მაგრამ ნურც მემკვიდრეობითი სათნოებებით იამაყებთ, იმიტომ რომ ღმერთი ჩვენ იმას შეგვეკითხება, თუ როგორ იმუშავა თითოეულმა ჩვენგანმა თავის ძველ კაცზე.