დროის საიდუმლოს ეკლესია ფლობს. ეს საიდუმლო უბრალოა. ღმერთმა დრო მარადისობისათვის მოსამზადებლად შექმნა. დრო არ არის დასაწყისისა და დასასრულის გარეშე, ის მარადისობის ფონზე მიედინება. დრო - ეს მზადებისა და არჩევნის მდგომარეობაა, გზაჯ...
იხილეთ სრულად
დროის საიდუმლოს ეკლესია ფლობს. ეს საიდუმლო უბრალოა. ღმერთმა დრო მარადისობისათვის მოსამზადებლად შექმნა. დრო არ არის დასაწყისისა და დასასრულის გარეშე, ის მარადისობის ფონზე მიედინება. დრო - ეს მზადებისა და არჩევნის მდგომარეობაა, გზაჯვარედინია, სადაც ადამიანის არსებობის მთავარი საკითხი წყდება, ვისთანაა იგი - ღმერთთან თუ ღმერთის გარეშე? დრო - ეს ცვლილებების, პიროვნების ჩამოყალიბების საშუალებაა, ასევე ღვთისმსგავსების გამოვლენისა ან დაკარგვისა, იმის შეძ...
ვიდრე დრო გვაქვს, ვაკეთოთ სიკეთე. დედამიწაზე ყოველგვარი დანაკარგი შეიძლება ანაზღაურდეს (თუ მთლიანად არა, რამდენიმე მაინც) სხვა რაიმეთი; მაგრამ, როდესაც ვკარგავთ დროს, მაშინ სხვას ვეღარ ვიპოვით.
რა არის სინამდვილეში სიყვარული? სიყვარული არის სრული თავგანწირვა, როცა შეგიძლია სისხლი დაღვარო იმისთვის, ვინც გიყვარს. სხვაგვარად სიყვარული არ არსებობს, მით უფრო ღმრთისადმი სიყვარული, და მოყვასისადმი სიყვარულიც. ნებისმიერი დიდი სა...
იხილეთ სრულად
რა არის სინამდვილეში სიყვარული? სიყვარული არის სრული თავგანწირვა, როცა შეგიძლია სისხლი დაღვარო იმისთვის, ვინც გიყვარს. სხვაგვარად სიყვარული არ არსებობს, მით უფრო ღმრთისადმი სიყვარული, და მოყვასისადმი სიყვარულიც. ნებისმიერი დიდი საქმე თავგანწირვას მოითხოვს.
სადა უცოდველი სიყვარული არს, მუნ ეშმაკისა მანქანება უხმარ იქმნების; სადა წმიდა სიყვარული არს, მუნ სატანას საცთური განქარდების; სადა პატიოსანი სიყვარული არს, მუნ ბელიერისა მზაკვრება ვერა დაადგრების; სადა სრული სიყვარული არს, მუნ ჯო...
იხილეთ სრულად
სადა უცოდველი სიყვარული არს, მუნ ეშმაკისა მანქანება უხმარ იქმნების; სადა წმიდა სიყვარული არს, მუნ სატანას საცთური განქარდების; სადა პატიოსანი სიყვარული არს, მუნ ბელიერისა მზაკვრება ვერა დაადგრების; სადა სრული სიყვარული არს, მუნ ჯოჯოხეთისა სახელი აღიხოცების, არამედ ანგელოზთა ზეცისათა მოიცვიან, მთავარანგელოზთაგან მოიზღუდვიან, სერობინთაგან შეიჭურვიან, ქერობინთაგან შეითვისებიან, ზეციერნი განემზადებიან, სასუფეველი კარს განუღებს, სიყვარულის მქადაგებელნ...
სადაც სურვილია დატკბობისა, იქ სიყვარული არ არის; სიყვარული ტანჯვაა; "ტანჯვაა ვალი და სხვერპლი უზომო სიყვარულისა" - ამბბს ერთი ჩვენი ქართველი პოეტი. მართალიც არი!.. სიყვარულში თვითონ სიყვარული უნდა ეძებოს კაცმა, სიყვარულში თვით სიყ...
იხილეთ სრულად
სადაც სურვილია დატკბობისა, იქ სიყვარული არ არის; სიყვარული ტანჯვაა; "ტანჯვაა ვალი და სხვერპლი უზომო სიყვარულისა" - ამბბს ერთი ჩვენი ქართველი პოეტი. მართალიც არი!.. სიყვარულში თვითონ სიყვარული უნდა ეძებოს კაცმა, სიყვარულში თვით სიყვარული უნდა უყვარდეს სიყვარულისთვის კაცსა და არა რაიმე სურვილისათვის. სადაც გამოერევა ადამიანის "მე", იქ უთუოდ უნებლიეთ წარმოსდეგა მონებაცა ერთის მეორეზედ. უფრო უძლურმა უნდა დაუთმოს უფრო ძლიერსა, იქ იქნება დესპოტობა, მონ...
თვით დროსაც თავისი დასაბამი სამყაროს შექმნიდან მიეცა, მანამდე იყო მარადისობა. წმინდა წერილიც ამას ამბობს: "... რომლისაგანცა (ძისა თვისისა მიერ) შექმნა საუკუნენი" (ებრ. 1,2). აქ სიტყვა "საუკუნენი" აღნიშნავს "დროს". მაშასადამე, შეიძ...
იხილეთ სრულად
თვით დროსაც თავისი დასაბამი სამყაროს შექმნიდან მიეცა, მანამდე იყო მარადისობა. წმინდა წერილიც ამას ამბობს: "... რომლისაგანცა (ძისა თვისისა მიერ) შექმნა საუკუნენი" (ებრ. 1,2). აქ სიტყვა "საუკუნენი" აღნიშნავს "დროს". მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ სამყარო და დრო ერთდროულად შეიქმნა