საზოგადოების სულიერი წინსვლა დიდად ჩამორჩა ტექნიკურ პროგრესს, ეს კი გახდა მიზეზი ღრმა უფსკრულის გაჩენისა საზოგადოებრივი ცხოვრების ამ ორ სფეროს შორის, რამაც კაცობრიობა თითქმის კატასტროფამდე მიიყვანა.
აღსრულდა დიადი საიდუმლო – უფალი უფლებათა, მომნიჭებელი მშვიდობისა და სათავე სიმართლისა, მეუფე მეუფეთა „გამოჩნდა ხორცით“ (1 ტიმ. 3, 16). მადლობას ვსწირავთ მას ჩვენი ხსნისათვის გაღებული უდიდესი მსხვერპლისათვის და იმ მზრუნველობისათვის...
იხილეთ სრულად
აღსრულდა დიადი საიდუმლო – უფალი უფლებათა, მომნიჭებელი მშვიდობისა და სათავე სიმართლისა, მეუფე მეუფეთა „გამოჩნდა ხორცით“ (1 ტიმ. 3, 16). მადლობას ვსწირავთ მას ჩვენი ხსნისათვის გაღებული უდიდესი მსხვერპლისათვის და იმ მზრუნველობისათვის, რასაც იგი საუკუნეთა მანძილზე იჩენდა და იჩენს ჩვენ უღირსთა მიმართ.
ოდენ ჭეშმარიტ რელიგიას აქვს უნარი განაახლოს ჩვენი სულიერი სამყარო, რადგან მხოლოდ მასში არის შესაძლებელი ადამიანთა ნებაყოფლობითი დაქვემდებარება ზნეობრივი საწყისისადმი, რომელთან მიმართებაშიც ყველა თანასწორია (ტომი III, გვ. 14).
„ვისაც უნდა პირველყოფა, იყოს იგი ყველას მსახურ“ (მკ. 10, 44); იმიტომაცაა ჭეშმარიტი ქრისტიანული სარწმუნოება მომნიჭებელი ნამდვილი თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობისა, რომ იგი თვითდამკვიდრების უარყოფის პრინციპს ეფუძნება: „რომელმან...
იხილეთ სრულად
„ვისაც უნდა პირველყოფა, იყოს იგი ყველას მსახურ“ (მკ. 10, 44); იმიტომაცაა ჭეშმარიტი ქრისტიანული სარწმუნოება მომნიჭებელი ნამდვილი თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობისა, რომ იგი თვითდამკვიდრების უარყოფის პრინციპს ეფუძნება: „რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი მოყვასისათვის, მან პოვოს იგი“, - ბრძანებს მაცხოვარი.
ძველ აღთქმაში ღვთისაგან ადამიანისთვის ბოძებული შეუფასებელი სიმდიდრე სამოთხე იყო, რომელშიც იგი ღვთის მოწყალებით ცხოვრობდა, მაგრამ ადამიანმა ვერ შეიფერა ეს საოცარი საჩუქარი და იგი თავისი ყოფის აუცილებლობად და უფლებად მიიჩნია, რის გა...
იხილეთ სრულად
ძველ აღთქმაში ღვთისაგან ადამიანისთვის ბოძებული შეუფასებელი სიმდიდრე სამოთხე იყო, რომელშიც იგი ღვთის მოწყალებით ცხოვრობდა, მაგრამ ადამიანმა ვერ შეიფერა ეს საოცარი საჩუქარი და იგი თავისი ყოფის აუცილებლობად და უფლებად მიიჩნია, რის გამოც, ამპარტავნებით შეპყრობილი, მწარედ დაისაჯა. გაძევებული ადამიანის ცხოვრება იმდენად დასცილდა თავის პირველ მდგომარეობას, რომ სამოთხისეულ ყოფასთან შედარებით მისი მდგომარეობა სრულიად მიუღებელი გახდა; ამიტომაც კაცთათვის გაქ...
შობა ქრისტესი არის უმთავრესი მოვლენა კაცობრიობის ისტორიისა. პატარა ქალაქი ბეთლემი იქცა არა მარტო ქრისტიანთა, არამედ მთელი სამყაროს ცენტრად. აქ საფუძველი ჩაეყარა ახალ ედემს, ზეციურ სამოთხეს დედამიწაზე, რომლის პატრონიც არის არა ადამ...
იხილეთ სრულად
შობა ქრისტესი არის უმთავრესი მოვლენა კაცობრიობის ისტორიისა. პატარა ქალაქი ბეთლემი იქცა არა მარტო ქრისტიანთა, არამედ მთელი სამყაროს ცენტრად. აქ საფუძველი ჩაეყარა ახალ ედემს, ზეციურ სამოთხეს დედამიწაზე, რომლის პატრონიც არის არა ადამი – პიროვნება, არამედ ახალი ადამი – ღმერთკაცი იესო ქრისტე.
ახლადშობილი მარადიული ყრმის დაბადებით ღმერთმა კვლავ დაიწყო ცხოვრება კაცთა შორის. ბეთლემში შეერთდა ცა და დედამიწა, მოხდა შერიგება შემოქმედთან და ამის წყალობით ერთი შეხედვით ღვთისგან მიტოვებულ და შერყვნილ ჩვენს ხორციელ სამოსში ნათლი...
იხილეთ სრულად
ახლადშობილი მარადიული ყრმის დაბადებით ღმერთმა კვლავ დაიწყო ცხოვრება კაცთა შორის. ბეთლემში შეერთდა ცა და დედამიწა, მოხდა შერიგება შემოქმედთან და ამის წყალობით ერთი შეხედვით ღვთისგან მიტოვებულ და შერყვნილ ჩვენს ხორციელ სამოსში ნათლისღებით განახლებულმა სიცოცხლემ იფეთქა; ამ სასწაულს მეორედ შობა, ანუ ჩვენს სულში ქრისტეს დაბადება, ჰქვია.
ოჯახის იდეალად პავლე მოციქულმა დასახა ქრისტესა და ეკლესიის დამოკიდებულება: „როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც – თავიანთ ქმრებს ყველაფერში, ვინაიდან ქმარია ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა“ (ეფ. 5, 22–...
იხილეთ სრულად
ოჯახის იდეალად პავლე მოციქულმა დასახა ქრისტესა და ეკლესიის დამოკიდებულება: „როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც – თავიანთ ქმრებს ყველაფერში, ვინაიდან ქმარია ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა“ (ეფ. 5, 22–24).
„ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და მისცა თავი თვისი მისთვის“ (ეფ. 5, 23–25). სახარებიდან ნათლად ჩანს, რომ ადამიანთა შორის არცერთ ურთიერთობას არა აქვს ისეთი მაღალი დანიშნულება, როგორც ცოლ-...
იხილეთ სრულად
„ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და მისცა თავი თვისი მისთვის“ (ეფ. 5, 23–25).სახარებიდან ნათლად ჩანს, რომ ადამიანთა შორის არცერთ ურთიერთობას არა აქვს ისეთი მაღალი დანიშნულება, როგორც ცოლ-ქმრის ურთიერთობას, რომელთა წმიდა კავშირიც უფლისაგან განუყოფელი თანაცხოვრებისთვისაა დალოცვილი.