ცოდვებით მოსვრილ სინდისში უდიდესი ცოდვებიც ძლივს შეიმჩნევა, ისევე როგორც გაჭვარტლულ სარკეში ცქერისას ვერც სახეს და ვერც ჩვენს მანკიერებებს ვერ ვხედავთ.
გამოცხადების ღმერთი სიტყუაა, რამეთუ სიტყვამ, ყოველგან განვრცობილმა, ღვთისმცნობელობით აღავსო ყოველივე ზენა და ქვენა სამყაროში, სიღრმესა თუ სივრცეში, ზენა სამყაროში - სულიერ ქმნილებათა შორის, ქვენა სამყაროში - თავისი ხორციელქმნითა ...
იხილეთ სრულად
გამოცხადების ღმერთი სიტყუაა, რამეთუ სიტყვამ, ყოველგან განვრცობილმა, ღვთისმცნობელობით აღავსო ყოველივე ზენა და ქვენა სამყაროში, სიღრმესა თუ სივრცეში, ზენა სამყაროში - სულიერ ქმნილებათა შორის, ქვენა სამყაროში - თავისი ხორციელქმნითა და განკაცებით, სიღრმეში - ჯოჯოხეთად შთასვლით და მუნმყოფთა აღმოყვანით, სივრცეში კი - ამქვეყნად მოსვლითა და თავისი საზოგადო მხსნელი მსახურების აღსრულებით.
ვიდრე არ გამოიძიებ, ნუ გაკიცხავ, ჯერ დაფიქრდი და შემდეგ შერისხე.
ვიდრე არ მოისმენ, ნუ უპასუხებ და სიტყვას შუაში ნუ გააწყვეტინებ.
საქმეზე, რომელიც შენ არ გეხება, ნუ კამათობ და ცოდვილთა დასჯაში მონაწილეობას ნუ მიიღებ.
იხილეთ სრულად
ვიდრე არ გამოიძიებ, ნუ გაკიცხავ, ჯერ დაფიქრდი და შემდეგ შერისხე.
ვიდრე არ მოისმენ, ნუ უპასუხებ და სიტყვას შუაში ნუ გააწყვეტინებ.
საქმეზე, რომელიც შენ არ გეხება, ნუ კამათობ და ცოდვილთა დასჯაში მონაწილეობას ნუ მიიღებ.
თ. 10-11
ღმერთმან ცხოველმან, რომელ არს შემოქმედი ცათა და ქვეყანისა და, რომელი იგი მოვიდა ზეცით ქუეყანად ხსნისათვის ნათესავისა კაცთასა და სიკუდილითა თვისითა აღგუადგინნა და უკუდავება მოგვანიჭა, მან უკვე დასცნა და დაამდაბლნა იგინი.
ჩვენი მზე, ჩვენი მაცოცხლებელი და ამყვანებელი ძალა ღმერთია. თუ კაცის გული გამთბარია ჭეშმარიტი ღვთის რწმენითა და სიყვარულით, თუ კაცის გონება გაშუქებულია ღვთის მოძღვრების ბრწყინვალე სხივებით, თუ კაცი მოქმედებს იმ რწმენით, რომ იგი ქმნ...
იხილეთ სრულად
ჩვენი მზე, ჩვენი მაცოცხლებელი და ამყვანებელი ძალა ღმერთია. თუ კაცის გული გამთბარია ჭეშმარიტი ღვთის რწმენითა და სიყვარულით, თუ კაცის გონება გაშუქებულია ღვთის მოძღვრების ბრწყინვალე სხივებით, თუ კაცი მოქმედებს იმ რწმენით, რომ იგი ქმნილებაა ღვთისა და ამის გამო ცდილობს ღმერთთან კავშირისა და განუწყვეტელი დამოკიდებულების განწყობას, იგიც, როგორც მიმოზა მზიან დღეში, სავსეა სიცოცხლის უნარით, გაშლილი, აყვავებული და ხალისიანი მისი სიცოცხლე, იგი გულდამშვიდები...