საჰაერო სივრცეში გასვლისას მრავალგზის ლოცვა გვმართებს, მრავალი კეთილი საქმე და ანგელოზთა დიდი თანადგომა გვჭირდება. თუკი უცხო ქვეყანაში ან უცხო ქალაქში მოგზაურობისას მეგზური გვჭირდება, მაშინ რაოდენ უფრო საჭიროა ჩვენთვის წინამძღოლნი...
იხილეთ სრულად
საჰაერო სივრცეში გასვლისას მრავალგზის ლოცვა გვმართებს, მრავალი კეთილი საქმე და ანგელოზთა დიდი თანადგომა გვჭირდება. თუკი უცხო ქვეყანაში ან უცხო ქალაქში მოგზაურობისას მეგზური გვჭირდება, მაშინ რაოდენ უფრო საჭიროა ჩვენთვის წინამძღოლნი და მეგზურნი ამ ჰაერის უხილავ მთავართა, მდევნელთა და მეზვერეთა შორის.
ქრისტიანებს ყოველდღიურად თვალწინ უნდა ედგათ სიკვდილი და იმაზე უნდა ზრუნავდნენ, თუ როგორ გავლენ სხეულიდან და როგორ გაივლიან წყვდიადის ძალთა შორის, რომელნიც ჰაერში დაგვხვდებიან (სიტყვა 5, 22); როცა სული სხეულიდან გავა, მას ანგელოზებ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანებს ყოველდღიურად თვალწინ უნდა ედგათ სიკვდილი და იმაზე უნდა ზრუნავდნენ, თუ როგორ გავლენ სხეულიდან და როგორ გაივლიან წყვდიადის ძალთა შორის, რომელნიც ჰაერში დაგვხვდებიან (სიტყვა 5, 22); როცა სული სხეულიდან გავა, მას ანგელოზები მიაცილებენ, ხოლო მის დასაბრკოლებლად ბნელი ძალები გამოდიან, რომლებსაც ამ სულის შეპყრობა და წამება სურთ, რათა სათავისო რამ ჰპოვონ მასში.
სული წმიდა განგავამტკიცებს ჩვენ ყოველ სიკეთეში. ადამიანი თავისთავად სუსტია, ზარმაცია კეთილი საქმის გაკეთებაში, ძალა არ შეწევს, რომ თავის ავხორცულ მიდრეკილებაზე უფლობდეს. მაგრამ სული წმიდა ზეციური მისი ძალით წვდება მისი გულის სიღრმ...
იხილეთ სრულად
სული წმიდა განგავამტკიცებს ჩვენ ყოველ სიკეთეში. ადამიანი თავისთავად სუსტია, ზარმაცია კეთილი საქმის გაკეთებაში, ძალა არ შეწევს, რომ თავის ავხორცულ მიდრეკილებაზე უფლობდეს. მაგრამ სული წმიდა ზეციური მისი ძალით წვდება მისი გულის სიღრმეს, და მასში ნერგავს წმიდა სიყვარულს. უკანასკნელად კი სასწაულებრივ აღორძინებს და სცვლის მთელ ადამიანს. "მოფენია ჩვენს გულში სული წმიდა", ამბობს მოციქული პავლე.
სული წმიდა განგვანათლებს ჩვენ. ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად, ბრძენ და გონიერ არსებად. მაგრამ მიუხედავად ამისა, როდესაც ჩვენ ქრისტეს სწავლა-მოძღვრებას ვისმენთ, საკუთარი ძალა არ შეგვწევს, რომ მის ღრმა აზრში ჩავწვდეთ; ა...
იხილეთ სრულად
სული წმიდა განგვანათლებს ჩვენ. ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად, ბრძენ და გონიერ არსებად. მაგრამ მიუხედავად ამისა, როდესაც ჩვენ ქრისტეს სწავლა-მოძღვრებას ვისმენთ, საკუთარი ძალა არ შეგვწევს, რომ მის ღრმა აზრში ჩავწვდეთ; არ შეგვიძლია გამოვარკვიოთ ის გზა, რომელსაც ჩვენ ხსნისაკენ მივყავართ და ადვილად ვადგებით დამღუპველ გზას. ამიტომ გვესაჭიროება ჩვენ ზეგარდამო განათლება, რათა ჩვენთვის გასაგები იყოს სიტყვა უფლისა, მისი სწავლა-მოძღვრება და ა.შ...
სული წმიდა გვანუგეშებს ჩვენ ყოველს ჩვენს ტანვებსა და მწუხარებაში. იეოს ქრისტემ აღუთქვა ქვეყანას სული წმიდის მოვლენა, განსაკუთრებით როგორც მანუგეშებელი, ამიტომ წერს მოციქული პავლე კირინთელთა მიმართ, ეპისტოლეში! "ღმერთმან ჩვენ მოგვც...
იხილეთ სრულად
სული წმიდა გვანუგეშებს ჩვენ ყოველს ჩვენს ტანვებსა და მწუხარებაში. იეოს ქრისტემ აღუთქვა ქვეყანას სული წმიდის მოვლენა, განსაკუთრებით როგორც მანუგეშებელი, ამიტომ წერს მოციქული პავლე კირინთელთა მიმართ, ეპისტოლეში! "ღმერთმან ჩვენ მოგვცა საწინდარი სულისა წმიდისა, და ამიტომ ვართ ჩვენ ყოველთვის მხნე და მხიარულნი თავის გულში".
მაშ ასე, საყვერელნო, ილოცეთ და გულითადად ევედრეთ სული წმიდას, განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, რათა იგი დაემკვიდროს ჩვენს გულში. ილოც...
ღვთის დიდი სათნომყოფელნი თავისუფლად გადიან ბნელი ძალების საჰაერო საშინელებებს, რადგან მიწიერ ცხოვრებაში მათ შეურიგებელი ბრძოლა აქვთ ბოროტ სულებთან და მათზე გამარჯვებით გულის სიღრმეში ცოდვათაგან გათავისუფლებას იხვეჭენ და შეიქმნებია...
იხილეთ სრულად
ღვთის დიდი სათნომყოფელნი თავისუფლად გადიან ბნელი ძალების საჰაერო საშინელებებს, რადგან მიწიერ ცხოვრებაში მათ შეურიგებელი ბრძოლა აქვთ ბოროტ სულებთან და მათზე გამარჯვებით გულის სიღრმეში ცოდვათაგან გათავისუფლებას იხვეჭენ და შეიქმნებიან ტაძრად სულიწმიდისა, რომელიც თავის სიტყვიერ სავანეს დაცემული სულებისთვის მიუკარებელს ხდის.
როდესაც ცუდი ჩვევის გამოსწორებას დაიწყებ, ასეთ დროს თუნდაც ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოცჯერ მაინც რომ დაარღვიო კანონი, სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი; კვლავ ადექი, განაგრძე იგივე შრომა და აუცილებლად გაიმარჯვებ.
დაიწერე გულის ფიცარზე: ვინც გაურბის წმიდა საიდუმლოებებს, ის მადლგაცილებულია, ანუ არა აქვს სულიწმიდის მადლი. ვისაც არა აქვს სულიწმიდის მადლი, ის არ არის ქრისტესი.
ეს საიდუმლოება ყოველ სათნოებას აღემატება. ეკლესია მასში ჭვრეტს ყოვლადძლიერი ღმერთის სასწაულებრივ ძალას, რომელიც მსგავსია შესაქმისა, როდესაც ღმერთმა არაფრისაგან შექმნა სამყარო. წმიდა ზირების მიახლების წინ გვმართებს ძალისაებრ განვიწ...
იხილეთ სრულად
ეს საიდუმლოება ყოველ სათნოებას აღემატება. ეკლესია მასში ჭვრეტს ყოვლადძლიერი ღმერთის სასწაულებრივ ძალას, რომელიც მსგავსია შესაქმისა, როდესაც ღმერთმა არაფრისაგან შექმნა სამყარო. წმიდა ზირების მიახლების წინ გვმართებს ძალისაებრ განვიწმინდოთ სინდისი, რამეთუ ქრისტეს ვუერთდებით, ხოლო ვითარ შეგვიძლია შევუერთდეთ ქრისტეს, თუკი მტრობა გვაქვს ვინმესთან, თავს განვიდიდებთ ან განვიკითხავთ სხვას.