სიტყვა, რომელსაც ინტელექტის საშუალებით წარმოსთქვამენ, სულს ვერ შეცვლის იმიტომ, რომ იგი ხორცია. სულის შეცვლა სულიწმიდისაგან შობილ ღვთის სიტყვას ძალუძს, რომელიც ღვთიურ ენერგიას ფლობს. სულიწმიდა ტექნიკის საშუალებით არ გარდამოდის. ამი...
იხილეთ სრულად
სიტყვა, რომელსაც ინტელექტის საშუალებით წარმოსთქვამენ, სულს ვერ შეცვლის იმიტომ, რომ იგი ხორცია. სულის შეცვლა სულიწმიდისაგან შობილ ღვთის სიტყვას ძალუძს, რომელიც ღვთიურ ენერგიას ფლობს. სულიწმიდა ტექნიკის საშუალებით არ გარდამოდის. ამიტომ ღვთისმეტყველებას არაფერი აქვს საერთო მეცნიერების უნაყოფო სულთან. სულიწმიდა თვით გარდამოდის თუკი ადამიანში ამისთვის აუცილებელ სულიერ წინაპირობას იპოვის.
სულიერი წინაპირობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანმა ჟანგისაგა...
სჯობს მიწაზე დაცურდეს ფეხი, ვიდრე ენაზე. ამგვარად ჩქარა მოაწევს ბოროტთა დაცემა.
უმადლო კაცი უდროო არაკია, მუდამ პირზე რომ აკერიათ უმეცართ.
სულელის პირით თქმული იგავი უარსაყოფია, რადგან თავის დროზე არ ამბობს მას.
...
იხილეთ სრულად
სჯობს მიწაზე დაცურდეს ფეხი, ვიდრე ენაზე. ამგვარად ჩქარა მოაწევს ბოროტთა დაცემა.
უმადლო კაცი უდროო არაკია, მუდამ პირზე რომ აკერიათ უმეცართ.
სულელის პირით თქმული იგავი უარსაყოფია, რადგან თავის დროზე არ ამბობს მას.
თ. 19-20
უნდა გავექცეთ უსარგებლო საუბრებს და არ დავუკავშირდეთ მათ, ვინც ღვთის შიშს არად აგდებს. რადგან ისინი სასარგებლოს არაფერს ამბობენ, არაფერს აკეთებენ უფლისთვის; არ საუბრობენ არც სათნოებებზე, არც ღვთისმოსაობაზე, არც სიწმიდეზე. მათი საუ...
იხილეთ სრულად
უნდა გავექცეთ უსარგებლო საუბრებს და არ დავუკავშირდეთ მათ, ვინც ღვთის შიშს არად აგდებს. რადგან ისინი სასარგებლოს არაფერს ამბობენ, არაფერს აკეთებენ უფლისთვის; არ საუბრობენ არც სათნოებებზე, არც ღვთისმოსაობაზე, არც სიწმიდეზე. მათი საუბარი სიკვდილით სიკვდილია; მათი რჩევა ჯოჯოხეთის უფსკრული; მათთან ერთობა სულიერი დაღუპვა.
ქმნილებასთან მიმართებაში სიტყვა ღმერთი წმიდა წერილში იმიტომაც იწოდება პირველშობილად, რომ სიტყუა, რომელიც დასაბამად ჰქმნიდა ყოველივე არსებულს, თავის დამდაბლებით გარდამოხდა ქმნილებასთან, რათა მათ შესძლებოდათ არსებობად მოსვლა... და კ...
იხილეთ სრულად
ქმნილებასთან მიმართებაში სიტყვა ღმერთი წმიდა წერილში იმიტომაც იწოდება პირველშობილად, რომ სიტყუა, რომელიც დასაბამად ჰქმნიდა ყოველივე არსებულს, თავის დამდაბლებით გარდამოხდა ქმნილებასთან, რათა მათ შესძლებოდათ არსებობად მოსვლა... და კიდევ იმიტომაც იწოდება ასე, რომ თავისი თვითდამდაბლებითა და ქმნილებასთან მისვლით ღვთის შვილებად შეექმნა ყველა ადამიანი.
იშვა იგი, ვინც გაჭირვებულს და ძირით თხემამდე შერყეულს ქვეყანას მოაცალა ულმობელი საძირკველი "თვალი თვალი წილ" და და ამის მაგირ შთაუდგა "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი" და ამაზედ ხელახლა დაადგინა დასარღვევად განმზადებული ...
იხილეთ სრულად
იშვა იგი, ვინც გაჭირვებულს და ძირით თხემამდე შერყეულს ქვეყანას მოაცალა ულმობელი საძირკველი "თვალი თვალი წილ" და და ამის მაგირ შთაუდგა "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი" და ამაზედ ხელახლა დაადგინა დასარღვევად განმზადებული ქვეყანა, ვითარცა კლდეზედ, რომელსაც ვერც ჟამი და ვერც დრო ვერ შეჰმუსრავს და შეარყევს. ამ კლდეს ზედ დაანთხია მას თვისი ღვთაებრიი სისხლი და ზედ გადაატეხა თავისი უბიწო ხორცი. კაცთ-მოყვარე ძე კაცისა, ქვეყნის ხსნად მოვლინებული...