ხოლო თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა და მოფრინდნენ ცის ფრინველები და აკენკეს ისინი.
ზოგიც ქვიან ადგილას დავარდა, სადაც ბლომად არ იყო მიწა და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგი არ იყო ღრმა.
მაგრამ ამოვიდა თუ არა...
იხილეთ სრულად
ხოლო თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა და მოფრინდნენ ცის ფრინველები და აკენკეს ისინი.
ზოგიც ქვიან ადგილას დავარდა, სადაც ბლომად არ იყო მიწა და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგი არ იყო ღრმა.
მაგრამ ამოვიდა თუ არა მზე, დაჭკნა და რადგან ფესვი არ ჰქონდა, გახმა.
ზოგი კიდევ ეკალ-ბარდებში ჩაცვივდა და ამოვიდა ეკალი, და ერთიანად მოაშთო ყველა და ვეღარ გამოიღო ნაყოფი.
ხოლო ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა, იზარდა, ნაყოფი გამოიღო და იმატა: ერთი ოცდაათად, ერ...
ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს.
ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით განიკითხები.
თ. 12
იშვა ქრისტე, იშვა იგი, რომელმან ნათე-სცა ქვეყანას სულითა წმიდითა, იშვა იგი დედისაგან, რომელ კურთხეულ არს დედათა შორის. იშვა იგი, რომელიც, - როგორც იოანე მახარებელი ამბობს, - "დაემკვიდრა ჩვენ შორის და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება ვი...
იხილეთ სრულად
იშვა ქრისტე, იშვა იგი, რომელმან ნათე-სცა ქვეყანას სულითა წმიდითა, იშვა იგი დედისაგან, რომელ კურთხეულ არს დედათა შორის. იშვა იგი, რომელიც, - როგორც იოანე მახარებელი ამბობს, - "დაემკვიდრა ჩვენ შორის და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება ვითარცა მხოლოდშობილსა მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა... რამეთუ რჯული მოსესაგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესოს მიერ იქმნა... რამეთუ არა მოავლინა ღმერთმა ძე თვისი სოფლად, რათა დაჰსაჯოს სოფელი, არამედ რათ...
რა დიდებული სახეა, რა დიდებული ხატია!.. ღმერთი, მოვლინებული ცხონებად და ხსნად ქვეყნისა, ღმერთი ახალის აღთქმისა, რომელმან უნდა "აღიხვნეს ცოდვანი სოფლისანი". ძე ღვთისა და კაცისა, რომელმან უნდა ნუგეშ-სცეს ქვეყანას, - "მოვედინ, მაშვრა...
იხილეთ სრულად
რა დიდებული სახეა, რა დიდებული ხატია!.. ღმერთი, მოვლინებული ცხონებად და ხსნად ქვეყნისა, ღმერთი ახალის აღთქმისა, რომელმან უნდა "აღიხვნეს ცოდვანი სოფლისანი". ძე ღვთისა და კაცისა, რომელმან უნდა ნუგეშ-სცეს ქვეყანას, - "მოვედინ, მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე განგისვენოთ თქვენ". ღმერთი, რომელმან უნდა ნათელ-სცეს ბნელს ქვეყანას სულითა წმიდითა - იშვა ვითა ღარიბი ღარიბ საფარ ქვეშ და არის "შეხვეული და მწოლარე ბაგასა!.." მარტო ერთი ვარსკვლავიღაა აღმომხდარ...
გსურს ძლიერ გიყვარდეს ადამიანი? ძლიერ შეიყვარე ჩვენი ქრისტე და მაშინ დაინახავ, როგორ გიყვარს ადამიანები, თუნდაც ვერ ხედავდე მათ. ის სიყვარული, რომლის საფუძველი ჩვენი ქრისტეს სიყვარულია, ჭეშმარიტია და ძლიერი. ძლიერ შეიყვარე ჩვენი ქ...
იხილეთ სრულად
გსურს ძლიერ გიყვარდეს ადამიანი? ძლიერ შეიყვარე ჩვენი ქრისტე და მაშინ დაინახავ, როგორ გიყვარს ადამიანები, თუნდაც ვერ ხედავდე მათ. ის სიყვარული, რომლის საფუძველი ჩვენი ქრისტეს სიყვარულია, ჭეშმარიტია და ძლიერი. ძლიერ შეიყვარე ჩვენი ქრისტე.
გული გვეტყვის გვიყვარს თუ არა ღმერთი. როგორც ადამიანთაგან ვინმე თუ გვიყვარს, მისადმი თბილი გრძნობა გვანიშნებს სიყვარულის არსებობაზე ჩვენში, ასევე ღვთისადმი სიყვარულის არსებობას გვაგრძნობინებს ჩვენი გულისა და აზრების უფლისაკენ სწრა...
იხილეთ სრულად
გული გვეტყვის გვიყვარს თუ არა ღმერთი. როგორც ადამიანთაგან ვინმე თუ გვიყვარს, მისადმი თბილი გრძნობა გვანიშნებს სიყვარულის არსებობაზე ჩვენში, ასევე ღვთისადმი სიყვარულის არსებობას გვაგრძნობინებს ჩვენი გულისა და აზრების უფლისაკენ სწრაფვა და მისადმი თბილი ყურადღება. ვისაც ვინ უყვარს, ცდილობს ყველაფრით ასიამოვნოს მას, გამოიცნოს მისი სურვილები და შეასრულოს ისინი. ვისაც ვინ უყვარს, იგი ყველაფერში ეყრდნობა მას და დარწმუნებულია, რომ ეს უკანასკნელი არ მიატო...
დავიბადე იმისთვის, რომ მიყვარდეს ადამიანები. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არიან ისინი: თურქები, შავები თუ თეთრები. ყოველი ადამიანის პიროვნებაში ღვთის ხატს ვხედავ და მზად ვარ ამ ხატისთვის ყველაფერი გავწირო.
ვისაც არ უყვარს მტრები, მასში არ არის ღვთის მადლი. მოწყალეო უფალო, სულიწმიდით გვასწავლე მტრებისადმი სიყვარული და ცრემლიანი ლოცვა მათზე. ო, უფალო, მოგვეცი სულიწმიდა დედამიწაზე, რათა ყველამ შეგიცნოს შენ და ისწავლოს შენი სიყვარული.