მწუხარება ან ტანჯვა-წამება მტკივნეული, თუმცა კი - მხსნელი ოპერაციაა, რომლითაც სულის ექიმი მისგან უხეშ წანაზარდებს კვეთს; ამ აზრით, ადამიანის დასჯა, კეთილდღეობის დაკარგვა, მასზედ მწუხარებების, დანაკარგების, ავადმყოფობების მოწევნა, ...
იხილეთ სრულად
მწუხარება ან ტანჯვა-წამება მტკივნეული, თუმცა კი - მხსნელი ოპერაციაა, რომლითაც სულის ექიმი მისგან უხეშ წანაზარდებს კვეთს; ამ აზრით, ადამიანის დასჯა, კეთილდღეობის დაკარგვა, მასზედ მწუხარებების, დანაკარგების, ავადმყოფობების მოწევნა, ტანჯულისადმი საღვთო სოყვარულის გამოვლინებაა, მსგავსად იმისა, როგორც მოყვარული მშობლები ართმევენ ბავშვს სახიფათო სათამაშოებსა და მავნე წამლებს - მისი ტირილისა და ცრემლების მიუხედავად.
როდესაც ვინმე იმ წამალს გაწვდით, რომელიც ჯანმრთელობის აღსადგენად გამოცდილმა ექიმმა გამოგიწერათ, წამლის დალევისას ხომ არ ფიქრობთ იმ ხელზე, ვინც სამკურნალო საშუალება მოგაწოდათ, არამედ იმაზე, ვინც საჭიროდ ჩათვალა, რომ ის მიგეღოთ. სწ...
იხილეთ სრულად
როდესაც ვინმე იმ წამალს გაწვდით, რომელიც ჯანმრთელობის აღსადგენად გამოცდილმა ექიმმა გამოგიწერათ, წამლის დალევისას ხომ არ ფიქრობთ იმ ხელზე, ვინც სამკურნალო საშუალება მოგაწოდათ, არამედ იმაზე, ვინც საჭიროდ ჩათვალა, რომ ის მიგეღოთ. სწორედ ასევე მოიქეცით სულიერი განსაცდელის ჟამს - თქვენი გონება მხოლოდ უფალს მიმართეთ, რომელიც მიუწვდომელი სიბრძნით გიგზავნით მწუხარებას, რათა თქვენი სულიერი სიმართლე აღადგინოს.
ზოგიერთ უცნობ სულიერ მოძღვრებასთან შეჯახებისას, საჭიროა არა იმდენად მოძღვრების ანალიზი, არამედ სწავლების შემომტანთან, მოძღვრების ფუძემდებელთან პიროვნული თავისებურებების შეფასება. წმიდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი წერს: „ყოველი, ვ...
იხილეთ სრულად
ზოგიერთ უცნობ სულიერ მოძღვრებასთან შეჯახებისას, საჭიროა არა იმდენად მოძღვრების ანალიზი, არამედ სწავლების შემომტანთან, მოძღვრების ფუძემდებელთან პიროვნული თავისებურებების შეფასება. წმიდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი წერს: „ყოველი, ვინც რჩება მასში (ე.ი. უფალში), არ სცოდავს; ვერც ერთი შემცოდე ვერ იხილავს და ვერ შეიცნობს მას. შვილებო! ნურავინ გაცდუნებთ. ცოდვის ჩამდენი ეშმაკისაგან არის. ამით შეიცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ყოველი, ვინც კი ა...
უკეთესია, მთელი ცხოვრება ტიროდე ზეციური ნუგეშის იმედით, ვიდრე ცხოვრება განუწყვეტელი სიამოვნებებით გაატარო, რათა შემდეგ სასოწარკვეთილმა მარადიულად არ იგლოვო.