ზოგჯერ ღმერთი იძულებულია, ადამიანს წაართვას ჯანმრთელობა, ქონება და სხვა სიკეთეები, როდესაც მათი მფლობელი ადამიანი არც სინდისის ყვედრებას ისმენს, არც სჯულის ქადაგებას და ამ ყოველივეს თავის საზიანოდ შეატრიალებს.
მწუხარებებს შეუძლიათ, "სატანისგან ღვთისკენ მოაქციოს" (საქ. 26, 18) ყველაზე ჯიუტი ცოდვილიც კი, თუ მან ბოლომდე არ ჩაახშო საკუთარ თავში ზნეობრივი გრძნობები.
მწუხარებანი და უბედურებანი, რომელთაც ჩვენ ცხოვრების მანძილზე ვხვდებით, ნამდვილი წამლობაა ჩვენი სულიერი ავადმყოფობის ჟამს. ისინი აცოცხლებენ ჩვენში ვნებებისა და უკანონობისგან მიძინებულ ჩვენს სინდისს, გვაიძულებენ, ჩავუღრმავდეთ საკუთა...
იხილეთ სრულად
მწუხარებანი და უბედურებანი, რომელთაც ჩვენ ცხოვრების მანძილზე ვხვდებით, ნამდვილი წამლობაა ჩვენი სულიერი ავადმყოფობის ჟამს. ისინი აცოცხლებენ ჩვენში ვნებებისა და უკანონობისგან მიძინებულ ჩვენს სინდისს, გვაიძულებენ, ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს, შევიცნოთ საკუთარი ცოდვილი მდგომარეობა და ჩვენი თავის გამოსწორებაზე ვიზრუნოთ; ისინი უნებურად მოსწყვეტენ ჩვენს გულს მიწასა და მიწიერს და მიმართავენ ღვთისკენ, რომელსაც სულ მალე ვივიწყებთ, როგორც კი სიამოვნებაში აღმო...
მწუხარებები ბადეა, რომლითაც მაცხოვარი ზეციური სასუფეველისთვის გვინადირებს; ეს მისი სათხეველია, რითაც ზეცისკენ მიგვიზიდავს; ეს ბორკილია, რომლითაც იგი გვაბამს თავისთან ჩვენდამი სიყვარულის გამო.