მიწაზე ყველაზე კეთილდღეობითი ცხოვრება აღსავსეა გაუთვალისწინებელი წყენით, დაუკმაყოფილებელი სურვილებით, მძიმე, არცთუ იშვიათად დამქანცველი შრომით. რისთვის არის ეს დაშვებული ღვთის განგებულებისგან, თუ არა იმისთვის, რომელმაც იმ ნეტარები...
იხილეთ სრულად
მიწაზე ყველაზე კეთილდღეობითი ცხოვრება აღსავსეა გაუთვალისწინებელი წყენით, დაუკმაყოფილებელი სურვილებით, მძიმე, არცთუ იშვიათად დამქანცველი შრომით. რისთვის არის ეს დაშვებული ღვთის განგებულებისგან, თუ არა იმისთვის, რომელმაც იმ ნეტარების შენარჩუნება არ ისურვა, უკვე მწარე გამოცდილებით შეიცნო, რა დაკარგა და მორჩილებითა და სათნო ცხოვრებით უფრო გულმოდგინედ უბრუნდება ზეციურ ცხოვრებას.
ისრაელის მოგზაურობა არაბეთის უდაბნოში ჩვენს მიწიერ ცხოვრებას ჰგავს. ვიდრე ზეციურ ქანაანს მივაღწევდეთ, მანამდე მრავალი უბედურებისა და მწუხარების დათმენა მოგვიწევს.
დაე, ყველამ შეასრულოს თავისი დანიშნულება: მაშინ ყველას მაღალი დანიშნულება ექნება - საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის, და მთლიანობაში - შესანიშნავი წესრიგი.
როგორც ქმნილებათა სხვადასხვაგვარობა შეადგენს სილამაზეს ნივთიერ სამყაროში: ასევე ტალანტთა სხვადასხვაობა და ადგილი ადგილი ადამიანთა საზოგადოებაში შეადგენს სულიერი სამყაროს სილამაზეს.