სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები
სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
ვერც ღვინოსა და ვერც ცვილს ვერ აკეთებენ ზეწოლის გარეშე: სწორედ ასევე კეთილი საქმის აღსრულება შეუძლებელია ძალდატანებითი შრომისა და ღვაწლის გარეშე. ყოველმა მართალმა დიდი მწუხარებითა და ტანჯვით განიბანა სამოსელი (აპოკ. 7, 14), როგორც... იხილეთ სრულად
ფუტკარი თაფლს არ აკეთებს, ვიდრე ყვავილებზე მოსვენებით ზის. ადამიანიც, ვიდრე მოსვენებულ მდგომარეობაში, სიამოვნებასა და ბედნიერებაში იმყოფება, არ გამოაჩენს თავის თავში რწმენის, სიყვარულისა და ლოცვის ნაყოფს.
როგორც რკინის მაგარ ქვაზე ხახუნი აჩენს ნაპერწკლებს, რომელთა ნიშანწყალიც მანამდე არ არსებობდა: ასევე მწუხარების შემოტევისას მტკიცე სულიდან გამოანათებს სათნოებათა ნაპერწკლები, რომლებიც მის გარეშე ვერ გაიღვიძებდნენ.
ნება რომ მქონოდა, შემეცნებითი გაკვეთილები მეძებნა გართობის ამქვეყნიურ სკოლაში, ვიკითხავდი, რა იწვევს ცოცხალ თანამონაწილეობას, რა შეძრავს და აძრწუნებს მაყურებელს დრამატულ სცენაზე? დარწმუნებული ვარ, რომ მათ განაცვიფრებს არა - ბედნიე... იხილეთ სრულად
რა სათნოებაა იმაში, რომ სიხარულით მიიღო სასიამოვნო რამ? მაგრამ სამწუხაროს მიღება სულგრძელად, ღვთის ნებისადმი მინდობით, - აი, ღვაწლი, აი, სათნოება, აი, ჯილდოს წინდი!
ქრისტიანი, რომელიც უბედურებით არ არის გამოცდილი, იმ მეომარს ჰგავს, რომელიც ბრძოლაში ჯერ არ ჩაბმულა. მზერა, მიმართვა, მეთოდები, მეტყველება - ყოველივე ეს მის სიმამაცეს გვიჩვენებს; მაგრამ თუ იგი არსად შეხვედრია მტერს, არც კი დაუნახავ... იხილეთ სრულად
ბოცმანის ხელოვნება მაშინ კი არ გამოიცდება, როცა წყნარი ამინდია, არამედ მაშინ, როცა ქარიშხალია და ღელვაა ზღვაზე.