ეშმაკი აბრკოლებს ყოველი კეთილი საქმის წამოწყებას, ეს არის კიდევაც სიკეთის ნიშანი. ამიტომაც ამ ნიშნით შეიძლება დაასკვნა, რომ დაწყებული საქმე უფლის ნებითაა.
ვინც საქმეებს თავს ანებებს და უბრალო ცოდნაში მტკიცდება, ორლესული მახვილის ნაცვლად ხელში ლერწამი უჭირავს, რომელიც საღმრთო წერილის თანახმად, ბრძოლის დროს ხელში შეერჭობა, გაუხვრეტს და, უწინარეს მტრისა, ქედმაღლობით მოწამლავს (ისაია 36...
იხილეთ სრულად
ვინც საქმეებს თავს ანებებს და უბრალო ცოდნაში მტკიცდება, ორლესული მახვილის ნაცვლად ხელში ლერწამი უჭირავს, რომელიც საღმრთო წერილის თანახმად, ბრძოლის დროს ხელში შეერჭობა, გაუხვრეტს და, უწინარეს მტრისა, ქედმაღლობით მოწამლავს (ისაია 36, 6).
ვისაც რაიმეს გაკეთება სურს, მაგრამ არ ძალუძს, გულთამხილველი ღმერთის წინაშე ამ საქმის ჩამდენად შეირაცხება. ასე უნდა ვიფიქროთ როგორც კეთილ, ისე ბოროტ საქმეებზე.
მოყვასო, როგორც ხედავ, აუცილებელია სიწმინდე, რათა ადამიანი კვალად ღირსი გახდეს უჩინოს ხედვისა, რომელიც დაცემის შემდგომ წაგვერთვა და აღებულ იქმნა ჩვენგან - ღმრთის სიბრძნის საკვირველების ხედვის მიერ აღსაქმელი და განსაცდელი ეს დიდებუ...
იხილეთ სრულად
მოყვასო, როგორც ხედავ, აუცილებელია სიწმინდე, რათა ადამიანი კვალად ღირსი გახდეს უჩინოს ხედვისა, რომელიც დაცემის შემდგომ წაგვერთვა და აღებულ იქმნა ჩვენგან - ღმრთის სიბრძნის საკვირველების ხედვის მიერ აღსაქმელი და განსაცდელი ეს დიდებული ნაწილია.
მე ვიტყვი, თუ რას ნიშნავს "უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე".
თავდაპირველად დავიწყოთ უჩინოდან, რომელსაც მეფე დავითი მართლად და სიბრძნით იხსენებს დაფარულზე წინ და რომელიც ძალისამებრ მამისა განცხადებულ...
იხილეთ სრულად
მე ვიტყვი, თუ რას ნიშნავს "უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე".
თავდაპირველად დავიწყოთ უჩინოდან, რომელსაც მეფე დავითი მართლად და სიბრძნით იხსენებს დაფარულზე წინ და რომელიც ძალისამებრ მამისა განცხადებულია ღმრთის სიბრძნის საკვირველებისა.
უჩინო არის ის უხილავი, სულიერი სამყარო, რომელიც სახიერმა და ყოვლადძლიერმა ღმერთმა, მისი მიუწვდომელი სიბრძნის განგებით, უწინარეს ხილული სამყაროსა და კაცის დაბადებისა შექმნა და მოიმოქმედა. ერთო...
მართლმადიდებლობა ცოცხალ ღმერთთან კავშირის ერთადერთი საშუალებაა. ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ღმერთი სიყვარულია. ამიტომ მართლმადიდებელი, როგორც ცოცხალ ღმერთთან დაკავშირებული ადამიანი, თავადაც სიყვარულის მატარებელი ხდება, ფანატიკოსი ...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებლობა ცოცხალ ღმერთთან კავშირის ერთადერთი საშუალებაა. ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ღმერთი სიყვარულია. ამიტომ მართლმადიდებელი, როგორც ცოცხალ ღმერთთან დაკავშირებული ადამიანი, თავადაც სიყვარულის მატარებელი ხდება, ფანატიკოსი ამის საპირისპიროდ, სიძულვილის მატარებელია.
მართლმადიდებლობა სიცოცხლეა, ვითარცა სიცოცხლის წყაროსთან, ცოცხალ ღმერთთან დამაკავშირებელი; ფანატიზმი სიკვდილია (ეს სიტყვა ეტიმოლოგირად სწორედ ამ მნიშვნელობისაა).
მართლმადიდებლობა...
ზოგი საქმე თითქოს კარგია, მაგრამ მისი შემსრულებლის განზრახვაა არაკეთილი. ზოგიერთი კი ისე აღესრულება, თითქოს ცუდია, მაგრამ შემსრულებლის განზრახვაა კეთილი. აღნიშნული მაგალითის თანახმად, ზოგიერთები არა მარტო საქმეს აკეთებენ, არამედ ს...
იხილეთ სრულად
ზოგი საქმე თითქოს კარგია, მაგრამ მისი შემსრულებლის განზრახვაა არაკეთილი. ზოგიერთი კი ისე აღესრულება, თითქოს ცუდია, მაგრამ შემსრულებლის განზრახვაა კეთილი. აღნიშნული მაგალითის თანახმად, ზოგიერთები არა მარტო საქმეს აკეთებენ, არამედ სიტყვასაც წარმოთქვამენ, რამდენადაც ერთნი საქმეს სხვაგვარ იერს ანიჭებენ საკუთარი გამოუცდელობისა და უცოდინრობის, სხვანი მზაკვრული განზრახვის, ხოლო ზოგნი ღვთისმოსაობის გამო.