57. სათნოებათაგან ზოგი ხორციელია და ზოგი - სულიერი. ხორციელია: მარხვა, მღვიძარება, შიშველ მიწაზე წოლა, მსახურება, ხელსაქმის კეთება იმისათვის, რომ სხვებს არ დააწვე ტვირთად, მოწყალება გაიღო და სხვა; ხოლო სულიერია: სიყვარული, სულგრძე...
იხილეთ სრულად
57. სათნოებათაგან ზოგი ხორციელია და ზოგი - სულიერი. ხორციელია: მარხვა, მღვიძარება, შიშველ მიწაზე წოლა, მსახურება, ხელსაქმის კეთება იმისათვის, რომ სხვებს არ დააწვე ტვირთად, მოწყალება გაიღო და სხვა; ხოლო სულიერია: სიყვარული, სულგრძელება, სიმშვიდე, თავშეკავება, ლოცვა და სხვა. ამრიგად, თუ რაიმე მიზეზის, უძლურების ან ავადმყოფობის და სხვათა გამო ჩვენ არ ძალგვიძს ზემოაღნიშნულ ხორციელ სათნოებათა აღსრულება, ამ შემთხვევაში გვწყალობს და გვაპატიებს უფალი, რო...
88. უანგაროა ის, ვინც ყოველგვარ პირადულზე უარი თქვა, მას დედამიწაზე, სხეულის გარდა, არაფერი გააჩნია და ისიც ყოველგვარ სიამეს მოარიდა, საკუთარ თავზე ზრუნვა კი მთლიანად ღმერთსა და ღვთისმოსავ ადამიანებს მიანდო.
32. სიკეთისაკენ სამი საწყისი გვიბიძგებს: ბუნებით მონიჭებული სიკეთე, წმინდა ძალნი და კეთილი ნება. ბუნებით მინიჭებული სიკეთეა, როცა, მაგალითად, ისე ვექცევით ადამიანებს, როგორც გვსურს, ჩვენ გვექცეოდნენ. ანდა როცა ადამიანს სივიწროვესა...
იხილეთ სრულად
32. სიკეთისაკენ სამი საწყისი გვიბიძგებს: ბუნებით მონიჭებული სიკეთე, წმინდა ძალნი და კეთილი ნება. ბუნებით მინიჭებული სიკეთეა, როცა, მაგალითად, ისე ვექცევით ადამიანებს, როგორც გვსურს, ჩვენ გვექცეოდნენ. ანდა როცა ადამიანს სივიწროვესა და უპოვარებაში მყოფს ვხედავთ და ბუნებრივად ვიბრალებთ მას. წმინდა ძალთაგან არის სიკეთე, როცა კეთილი საქმისადმი ჩვენი სწრაფვისას ჩვენს თავში კეთილ შემწეს აღმოვაჩენთ და წარმატებას მივაღწევთ. და ბოლო, კეთილი ნებაა, როცა გან...
31. დემონები საბაბს სულში არსებულ ვნებათაგან იღებენ, რათა ჩვენში ვნებიანი გულისთქმანი აღძრან. შემდეგ მათი მეშვეობით გონებას ამარცხებენ და აიძულებენ, რომ ცოდვის წადილით დაეცეს. უკვე ამაში დამარცხებული გონება გულისხმისყოფით ცოდვამდე...
იხილეთ სრულად
31. დემონები საბაბს სულში არსებულ ვნებათაგან იღებენ, რათა ჩვენში ვნებიანი გულისთქმანი აღძრან. შემდეგ მათი მეშვეობით გონებას ამარცხებენ და აიძულებენ, რომ ცოდვის წადილით დაეცეს. უკვე ამაში დამარცხებული გონება გულისხმისყოფით ცოდვამდე მიჰყავთ, ხოლი ამის შემდეგ მას, როგორც ტყვეს, თავად ცოდვილ საქმეებსაც აღასრულებინებენ. ბოლოს, ყოველივე ამის შემდეგ, როცა გულისთქმებით სულს გააპარტახებენ, მათთან ერთად, უკან იხევენ. გონებაში რჩება მხოლოდ კერპი (წარმოსახვი...
12. როცა გონება ღვთისაკენ მიილტვის, მაშინ სხეულს იმონებს და, სიცოცხლისათვის აუცილებლის გარდა, არაფერს აძლევს მას; ხოლო როცა გონება სხეულისაკენ იხრება, მაშინ მისი ვნებების მონა ხდება და "ხორცისათვის ზრუნვას ავხორცობად აქცევს" (რომ....
იხილეთ სრულად
12. როცა გონება ღვთისაკენ მიილტვის, მაშინ სხეულს იმონებს და, სიცოცხლისათვის აუცილებლის გარდა, არაფერს აძლევს მას; ხოლო როცა გონება სხეულისაკენ იხრება, მაშინ მისი ვნებების მონა ხდება და "ხორცისათვის ზრუნვას ავხორცობად აქცევს" (რომ.13,14).
25. ღმერთს, თავისი ბუნებით სახიერსა და უბიწოს, ყველა ადამიანი თანაბრად უყვარს, როგორც თავისი ქმნილება. მაგრამ კეთილს განადიდებს, როგორც ზნეობით თავის მსგავსს, ხოლო უკეთურს შეიწყნარებს თავისი მოწყალების გამო, სჯის მას ამ წუთისოფელშ...
იხილეთ სრულად
25. ღმერთს, თავისი ბუნებით სახიერსა და უბიწოს, ყველა ადამიანი თანაბრად უყვარს, როგორც თავისი ქმნილება. მაგრამ კეთილს განადიდებს, როგორც ზნეობით თავის მსგავსს, ხოლო უკეთურს შეიწყნარებს თავისი მოწყალების გამო, სჯის მას ამ წუთისოფელში და მოაქცევს. ასევე კეთილგონიერ და უბიწო ადამიანსაც თანაბრად უყვარს ყველა: კეთილი - მისი ბუნებისა და ნების კეთილად წარმართვისათვის, ხოლო უკეთური - როგორც მისი ბუნების, ასევე მისდამი თანაგრძნობის გამო, წყალობს მას, როგორ...
56. უკეთურია გონება, როცა აჰყვება სხეულს, რომელიც მისთვის დამახასიათებელი ავხორცული და ბიწიერი გრძნობებით აღეგზნება და მის ოცნებებსა და მისწრაფებებს შეერწყმება. მაღალზნეობრივი გონება კი ვნებიანი ოცნებებისა და მისწრაფებებისაგან თავ...
იხილეთ სრულად
56. უკეთურია გონება, როცა აჰყვება სხეულს, რომელიც მისთვის დამახასიათებელი ავხორცული და ბიწიერი გრძნობებით აღეგზნება და მის ოცნებებსა და მისწრაფებებს შეერწყმება. მაღალზნეობრივი გონება კი ვნებიანი ოცნებებისა და მისწრაფებებისაგან თავს იკავებს და განეშორება რა მათ, ცდილობს, თავისი ქმედება უკეთესი გახადოს.
16. ვნება არის სულის არაბუნებრივი ქმედება ან უგონო სიყვრულიდან ან რაიმე გრძნობადისადმი და რაიმე გრძნობადის გამო განუსჯელი სიძულვილიდან გამომდინარე. უგონოა სიყვარული საკვებისადმი, ან დედაკაცისადმი, ან ქონებისადმი, ან წარმავალი დიდე...
იხილეთ სრულად
16. ვნება არის სულის არაბუნებრივი ქმედება ან უგონო სიყვრულიდან ან რაიმე გრძნობადისადმი და რაიმე გრძნობადის გამო განუსჯელი სიძულვილიდან გამომდინარე. უგონოა სიყვარული საკვებისადმი, ან დედაკაცისადმი, ან ქონებისადმი, ან წარმავალი დიდებისადმი ან სხვა რაიმე გრძნობადისადმი. უგონო სიძულვილია, როცა განუსჯელად სძულთ, როგორც ზემოთ ითქვა, აღნიშნული საგნებიდან რომელიმე ან ვინმე მათ გამო