წმ. ანტონი დიდი
Loading..
წმ. ანტონი დიდი

24. მოაზროვნე ადამიანებს მართებთ ყურადღება მიაპყრონ არათუ ხშირ საუბრებს, არამედ - სასარგებლოს, რასაც კი მეწინამძღვრეობს საღვთო ნებელობა, რადგან ამ სახით კვლავ მარადიული ცხოვრებისა და სინათილისაკენ წარემართებიან ადამიანები

link
წმ. ანტონი დიდი

101. განსჯის უნარს მოკლებული სული, უკვდავად მყოფი და მეპატრონე სხეულისა, გემოთმოყვარეობის გამო ემონება სხეულს, ვერ ხვდება რა, რომ სხეულის შვება დაზიანებაა სულისა, და იგი, გრძნობადაკარგული და გასულელებული, სხეულის შვებაზე ზრუნავს.

link
წმ. ანტონი დიდი
თემა: გონება

107. სხეულის გამო ადამიანი მოკვდავია, გონებისა და სიტყვის გამო- უკვდავი. მდუმარებ რა, აზროვნებ; აზროვნებ რა, მეტყველებ, რადგან გონება დუმილში შობს სიტყვას, ხოლო ღვთისადმი აღვლენილი მადლიერების სიტყვა ადამიანის ცხონებად გვევლინება.

link
წმ. ანტონი დიდი

115. როგორც ეპყრობი სულს, სხეულში მყოფს, ასევე მოგეპყრობა ისიც შენ, სხეულიდან გასული, რადგან ვინც აქ სხეულს კარგად და განცხრომით ეპყრობა, თავის თავს ცუდად მოეპყრო იგი სიკვდილის შემდეგ, ვინაიდან დაგმო მან თავისი სული როგორც უგუნურმ... იხილეთ სრულად

link
წმ. ანტონი დიდი
თემა: ცხონება

140. ჩვენი შემოქმედი ღვთის კაცთმოყვარეობის გამო ადამიანებს უამრავი გზა აქვთ ცხონებისა, რაც სულებს მოაქცევს და ზეაიყვანს ცათაკენ, რადგან ადამიანთა სულები სათნოების წილ სანაცვლო საზღაურს მოიპოვებენ, შეცოდებათა წილ კი - სატანჯველთ.

link
წმ. ანტონი დიდი

158. სულის უდიდესი და უკურნებელი სნეულება და წარწყმედა ესაა უღმერთობა და დიდებისმოყვარეობა, რადგან ბოროტების მოსურვება ნაკლებობაა სიკეთისა, ხოლო სიკეთე ესაა უშურველად აღსრულება ყველა იმ კარგი საქმისა, რაც ესათნოება ყოველთა ღმერთს.

link
წმ. ანტონი დიდი
თემა: სიმდიდრე

71. მართებთ ადამიანებს, ან არაფერს ფლობდნენ ზედმეტს, ანდა თუ ფლობენ, იცოდნენ მტკიცედ: ყოველივე ამა სოფლისა ბუნებითად განხრწნადია, ადვილად უკუწარსატაცი, მისაძაგები და შემუსრვადი; ამიტომაც, შემთხვევითთა გამო არ მართებთ მათ სულმოკლეო... იხილეთ სრულად

link
წმ. ანტონი დიდი

72. სხეულებრივი ტკივილები, იცოდე, ბუნებითად ეთვისება სხეულს. როგორც ხრწნადსა და ნივთიერს. ამიტომაც მართებს განსწავლულ სულს ვნებათა მიმართ მადლიერებით გამოავლინოს გამძლეობა და მოთმინება, და არ აყვედროს ღმერთს, რატომ შექმნა მან სხეუ... იხილეთ სრულად

link
წმ. ანტონი დიდი

74. არათუ ადამიანთა ქების გამო უნდა ვესწრაფოთ ღირსეულ და ღვთისმოყვარე მოღვაწეობას, არამედ გამოვირჩევდეთ სათნო ცხოვრებას ჩვენი სულის ცხონებისათვის, რადგან სიკვდილი ყოველდღიურად მოჩანს ჩვენს თვალწინ და ყოველივე კაცობრივი არამდგრადია

link
წმ. ანტონი დიდი
თემა: ადამიანი

159. მხოლოდ ადამიანია მიმღები ღვთისა, რადგან მხოლოდ ამ ცოცხალ არსებას ეზრახება ღმერთი, _ ღამით სიზმრებში, დღისით კი გონების გზით, _ და ყოველთა მიერ სწორედ თავის ღირს ადამიანებს აუწყებს და მიანეიშნებს იგი წინასწარ სამომავლო სიკეთეთ... იხილეთ სრულად

link