წმ. ანტონი დიდი
Loading..
წმ. ანტონი დიდი

კეთილსურნელების გამყიდველთან მისული ადამიანი სასიამოვნო სურნელს მიიღებს: ასევე ღვთისმოსავ მამებთან ურთიერთობის მქონე თავისდაშეუმჩნევლად ეჩვევა და მათ სათნოებებში ბაძავს.

link
წმ. ანტონი დიდი

146. მოაზროვნე სული, ნივთიერი შესაქმისა და სწრაფწარმავალი ცხოვრების მომძაგებელი, ზეციურ შვებასა და საუკუნო ცხოვრებას ირჩევს და ღირსეული მოღვაწეობის შედეგად იღებს მას ღვთისგან.

link
წმ. ანტონი დიდი

138. მოკვდავნი უკვდავთ ექვემდებარებიან, უკვდავნი კი მოკვდავთ მსახურებენ, ესე იგი სტიქიონები - ადამიანს. ეს კი ხდება შემოქმედი ღმერთის კაცთმოყვარეობისა და ბუნებითი სიკეთის შედეგად.

link
წმ. ანტონი დიდი

113. ისევე როგორც მუცლიდან გამოსული უკეთესი და უმჯობესი გახდი სხეულით, ასევე სხეულიდან განწმენდილად და უმწიკვლოდ გამოსული უფრო უკეთესი იქნები და უხრწნელი, ცათა შინა დამკვიდრებული.

link
წმ. ანტონი დიდი
თემა: უმეცრება

26. არაფერი სარგებელია მოძღვრებათა შესწავლა, თუ სული მოკლებულია კეთილსათნო და ღვთივმოსაწონ მოღვაწეობას, ხოლო ყველა ბოროტების მიზეზი - ესაა ცთომილება, მაცთუნებლობა და უმეცრება ღვთისა

link
წმ. ანტონი დიდი
თემა: გონება

128. თვალი ხილულს ხედავს, გონება კი უხილავს შეიცნობს, რადგან ღვთისმოყვარე გონება სინათლეა სულისა. ამიტომ, ვისაც ღვთისმოყვარე გონება აქვს, გულით განათლებულია და თავისი გონებით ხედავს ღმერთს.

link
წმ. ანტონი დიდი

153. ადამიანი მეცნიერებითა და ცოდნით აღავსო ღმერთმა, რომელიც ცდილობს განწმინდოს მისი ვნებები და თვითარჩევითი ბოროტება, სურს რა, რომ თავისი სიკეთის შედეგად, მოკვდავი უკვდავებაში გადაიყვანოს.

link
წმ. ანტონი დიდი
თემა: სიცოცხლე

93. სიცოცხლე ესაა გონების, სულისა და სხეულის ერთობა და თანაშერთვა, სიკვდილი კი არის არა თანაშერთულთა მოსპობა, არამედ დარღვევა მათი კავშირისა, რადგან ღვთისგან ნარჩუნდება ყველა მათგანი რღვევის შემდეგაც.

link
წმ. ანტონი დიდი

23. ისინი, რომლებიც მცირედით, და არა ყოვლითურთ, არიან დაკავებულნი ამ ცხოვრებით, საფრთხესაც აღწევენ თავს და დამცველებიც არ სჭირდებათ, იმარჯვებენ კი გულისთქმაზე ყოვლითურთ და ადვილად პოულობენ ღვთისაკენ გზას

link
წმ. ანტონი დიდი

33. არ შეჰფერით არამდგრად და განუსწავლელ ადამიანებს, გამოსცადონ შერაცხილნი, ხოლო შერაცხიილი ის კაცია, ვინც სათნოა ღვთისთვის, ვინც ბევრს მდუმარებს ან, თუ საუბრობს, მხოლოდ მცირედს, საჭიროს და ღვთისთვის სათნოს

link