თემა: მეგობრობა, მზაკვრობა ნუ გექნება ნაცნობობა მზაკვარ ადამიანთან. მზაკვართან მეგობრობა ეშმაკთან მეგობრობას ნიშნავს. link
თემა: აზრები, სულიერი მოძღვარი ყველას ნუ გაუმჟღავნებ შენს აზრებს, არამედ მხოლოდ მათ, რომლებსაც შენი სულის მკურნალობა ძალუძთ. link
თემა: მრისხანება, სიბრძნე იყავი ბრძენი და მათი ბაგეები, ვინც შენზე ცუდს ამბობენ, მდუმარებით დააცხრე და არა - მრისხანებითა და ლანძღვით. link
თემა: მხილება, სიმდაბლე, ცილისწამება თუ ვინმე რაიმე ცოდვას დაგაყვედრებს, რაც არ ჩაგიდენია, თავი დაიმდაბლე მაყვედრებლის წინაშე და უხრწნელ გვირგვინს მიიღებ. link
თემა: ცხონება, სიყვარული, ცოდვა, გულისთქმანი, ბოროტი გულისთქმანი 148. ცოდვის სათავე გულისთქმაა, რითაც იღუპება მოაზროვნე სული, ხოლო ცხონებისა და ცათა სასუფევლის სათავე სულისთვის სიყვარულია. link
თემა: ზნეობა, მაგალითი ადამიანებისა დაბინძურებული წყალი საუკეთესო ღვინოსაც კი უვარგისად აქცევს; ასევე ცუდი საუბარი ხრწნის ღვთივსათნო და ზნეობრივ ადამიანებს link
თემა: გარდაცვალება 112. ისევე როგორც მუცლიდან გამოსულს არ გახსოვს ის, რაც მუცელში იყო, ამგვარადვე სხეულიდან გასულსაც არ გემახსოვრება ის, რაც სხეულშია. link
თემა: ბოროტი საქმეები, საკუთარი თავის შეცნობა 163. თუ შეიცნობ შენს თავში უკეთურ საქმეებს, კეთილთა მოლოდინით მოიკვეთე ისინი შენი სულისგან, რადგან სამართლიანია ღმერთი და კაცთმოყვარე. link
თემა: ამაოდმეტყველება 108. ვინც განუსჯელად ლაპარაკობს, გონება არა აქვს მას, რადგან მეტყველებს ფიქრის გარეშე. მაგრამ განჭვრიტე, რისი ქმნა გარგებს, რომ სული აცხოვნო. link
თემა: საკუთარი ნების უარყოფა, სიხარული, ღვთის ნება ჭეშმარიტი სიხარული უფლისგან მოდის და მხოლოდ მას მიეცემა, ვინც საკუთარ თავს გამუდმებით აიძულებს, რომ თავისი ნება უარყოს და ღვთის ნება აღასრულოს. link