ისე სინანულის დროს მარხვა ბუნებრივია. ე.ი. საჭმელს კი არ ჭამ, არამედ სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე - ვერ ჭამ!.. ასეთი მარხვა უფრო დიდია და სათნო ეყოფა ღმერთს!.. რადგანაც მას შინაგანი ტანჯვაც ახლავს თან. სინანული მძიმეა. ამიტო... იხილეთ სრულად

მამა გიორგი ბასილაძე - ციტატები, ამონარიდები
ლოცვას აქვს ძალა და ეს იარაღია. ლოცვა გატყორცნილი ისარივითაა - ის აუცილებლად ესობა ბოროტს, მაგრამ ისინი ამით არ ნადგურდებიან და აუცილებლად განახორციელებენ საპასუხო დარტყმას, და აქ მორწმუნემ უნდა იცოდეს, როგორ დაიცას თავი. ბერები ს... იხილეთ სრულად
სანამ ვნებები გაქვთ, ღმერთი დიდ ცოდნას არ გაგიხსნით! ეს იცოდეთ!
შიში იძულებითი მორჩილებაა და ჩვენ არ შეგვფერის ბოროტის მორჩილება. ბოროტთან ბრძოლით ღმერთი ავაჟკაცებს სულს. ისიც იცოდეთ, ღმერთი მოწყალეა და თქვნზე აღმატებულ ძალას არ დაუშვებს. მას ყველაფერი განსაზღვრული აქვს. როგორც ისწავლებ და იწრ... იხილეთ სრულად
მხოლოდ სულით ბერებს ახარებთ მონასტრული ცხოვრება, რადგან ეს მათი ბუნებაა, ეს მათი ცხოვრებაა. მათ სიძნელე და იწროებანი არ აფრთხობს და მედგრად მიიწევენ წინ სულიერ საფეხურებზე.
ბერობა ძლიერი სულის ადამიანების მოწოდებაა. ბერობა არაა პროფესია, რომ ნიჭიერმა კაცმა აითვისოს თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ! ბერად უნდა დაიბადო!