ჯერ ერთი - სულაც არა ვართ პატარა ერი. მეორე კიდევ - ძალა სიმრავლესა და ტანკებში როდია! ძალა ჭეშმარიტებაშია! რიცხვით თორმეტნი იყვნენ მოციქულები, მერე-და განა დამარცხდნენ?!.
ჩვენ საზეპურო ერი ვართ. საქართველო ქრისტეს ქვეყანაა...
იხილეთ სრულად
ჯერ ერთი - სულაც არა ვართ პატარა ერი. მეორე კიდევ - ძალა სიმრავლესა და ტანკებში როდია! ძალა ჭეშმარიტებაშია! რიცხვით თორმეტნი იყვნენ მოციქულები, მერე-და განა დამარცხდნენ?!.
ჩვენ საზეპურო ერი ვართ. საქართველო ქრისტეს ქვეყანაა და ქრისტე არ დათმობს მას. ქრისტეს არასოდეს მიუტოვებია საქართველო, მხოლოდ ჩვენ არ მივატოვოთ ქრისტე ღმერთი. ის რუსეთიცა და ის ამრიკაც ქრისტეს ხელშია. ვერც ერთი ვერაფერს დაგვაკლებს, გჯეორდეთ ეს! ყველა და ყველაფერი უძლურია იქ, სა...
link
ადამიანს ვერ მოატყუებ, შეიძლება იგი ვერ გრძნობს, ან კიდევ თვალს ხუჭავს მის ცოდვებზე, მაგრამ შენი ცოდვები მას გრამი არ გამოეპარება. ჰოდა, თუ ნამდვილი არ ხარ, ღვთისმსახურების შესაბამისი ცხოვრება არა გაქვს, არ მოგისმენს და შესაბამისა...
იხილეთ სრულად
ადამიანს ვერ მოატყუებ, შეიძლება იგი ვერ გრძნობს, ან კიდევ თვალს ხუჭავს მის ცოდვებზე, მაგრამ შენი ცოდვები მას გრამი არ გამოეპარება. ჰოდა, თუ ნამდვილი არ ხარ, ღვთისმსახურების შესაბამისი ცხოვრება არა გაქვს, არ მოგისმენს და შესაბამისად ვერც გამოასწორებ, არადა ჩვენი მოვალეობა და სამსახური სწორედ ადამიანთა გამოსწორება და გადარჩენაა. ღმრთისმსახური თუ ხარ, ნამდვილი უნდა იყო: თავმდაბალი, პატიოსანი, სიმართლისმოყვარე და გამტანი, საღმრთო მადლით განათლებული, ...
link
ადამიანს შიში თან სდევს. მეც მქონია, მაგრამ შიშს უნდა სძლიო, რომ დასძლიო, მართალი უნდა იყო, მართალი. სიმართლე არ უნდა დათმო. როცა სიმართლეს იცავ, მაშინ თვითონ ღმერთი გიცავს. როცა მართალი ხარ, სიკვდილისაც არ გეშინია. რაც უფრო უახლო...
იხილეთ სრულად
ადამიანს შიში თან სდევს. მეც მქონია, მაგრამ შიშს უნდა სძლიო, რომ დასძლიო, მართალი უნდა იყო, მართალი. სიმართლე არ უნდა დათმო. როცა სიმართლეს იცავ, მაშინ თვითონ ღმერთი გიცავს. როცა მართალი ხარ, სიკვდილისაც არ გეშინია. რაც უფრო უახლოვდები სიკვდილს, მით მეტად გაძლიერებს ღმერთი, მეტად გრძნობ მის სიდიადესა და ყოვლისშემძლეობას. ქრისტეს მსახური არ შეიძლება ლაჩარი იყოს. თუ ვერ უძლებ, უნდა წახვიდე. გაიხსენეთ დავით გურამიშვილი:
"ხუცეში უნდა მამაცი, არ თუ ჯა...
link
სინანულია მთავარი... სინანულს ითხოვს ღმერთი ცოდვის სანაცვლოდ, რადგან სინანულია ის საშუალება, რომლითაც შემცოდე ადამიანს უბრუნდება ღმერთთან ურთიერთობის მორალური უფლება და, როცა ერს არ აქვს საკმარისი სინანული, მაშინ კაცთმოყვარე ღმერთ...
იხილეთ სრულად
სინანულია მთავარი... სინანულს ითხოვს ღმერთი ცოდვის სანაცვლოდ, რადგან სინანულია ის საშუალება, რომლითაც შემცოდე ადამიანს უბრუნდება ღმერთთან ურთიერთობის მორალური უფლება და, როცა ერს არ აქვს საკმარისი სინანული, მაშინ კაცთმოყვარე ღმერთი, ისევ ჩვენდა სასიკეთოდ, გვიგზავნის ტკივილს, მწუხარებას, შიმშილს და სხვადასხვა სახის განსაცდელს და ამით გვიბათილებს ცოდვებს. ცოდვა მატერიაა, ის არ ქრება. ის უარყოფითი, ბოროტი ენერგიაა და მისი განეიტრალება მხოლოდ ცოდვის ...
link
კარგის კეთება ყოველთვისაა შესაძლებელი!.. ჰოდა, მარხა კარგია!.. თუ გაქვს სინანული და ვერ ჭამ საჭმელს, ნუ აიძულებ თავს და ნუ მიეძალები საჭმელს იმის გამო, რომ ჯერ მარხვის დღეები არ დაწყებულა. იმარხულე და ნუ ჭამ!.. სინანულით გამოწვეულ...
იხილეთ სრულად
კარგის კეთება ყოველთვისაა შესაძლებელი!.. ჰოდა, მარხა კარგია!.. თუ გაქვს სინანული და ვერ ჭამ საჭმელს, ნუ აიძულებ თავს და ნუ მიეძალები საჭმელს იმის გამო, რომ ჯერ მარხვის დღეები არ დაწყებულა. იმარხულე და ნუ ჭამ!.. სინანულით გამოწვეული მარხვა იშვიათად ეძლევა ადამიანს!
მარხვას, შიმშილობას გარდა ბევრი სხვა სიკეთისა აქვს კიდევ ერთი დიდი სიკეთე: შიმშილობის დროს ვითარდება ადამიანის ცნობიერება. შიმშილი ტანჯვაა და ეს ტანჯვა ხელს უწყობს გონებრივ განვითარებას...
link
მონასტერი, სადაც წმიდანი არ არის, მონასტერი არაა!.. ის საერთო საცხოვრებელს უფრო ჰქავს. წინამძღცარს, რომელსაც არა აქვს სულიერი ხედვა, საღმრთო განათლება და საკუთარი ვნებების დამარცხების გამოცდილება, ის ვერ იქნება სხვათა ჭეშმარიტი მო...
იხილეთ სრულად
მონასტერი, სადაც წმიდანი არ არის, მონასტერი არაა!.. ის საერთო საცხოვრებელს უფრო ჰქავს. წინამძღცარს, რომელსაც არა აქვს სულიერი ხედვა, საღმრთო განათლება და საკუთარი ვნებების დამარცხების გამოცდილება, ის ვერ იქნება სხვათა ჭეშმარიტი მოძღვარი. ის იღუპავს თავს და აუცილებლად დაღუპავს სხვას!.. წმიდა მამათა წიგნების კითხვით შეუძლებელია უხელმძღვანელო ცოცხალი ადამიანების სულებს, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან თავიანთი სულიერი, გონებრივი, ფიზიკური თავისებურებ...
link
საკუთარი ნების აღკვეთისა და საკუთარი თავისადმი უმკაცრესი მომთხოვნელობის გარეშე შეუძლებელია ღვთისმსახურმა სათნოების გზაზე რაიმე წარმატებას მიაღწიოს. სხვას რომ მოუწოდო, თავად უნდა იყო ღირსეული. ადვილია უქადაგო სიტყვით და სხვებს მართ...
იხილეთ სრულად
საკუთარი ნების აღკვეთისა და საკუთარი თავისადმი უმკაცრესი მომთხოვნელობის გარეშე შეუძლებელია ღვთისმსახურმა სათნოების გზაზე რაიმე წარმატებას მიაღწიოს. სხვას რომ მოუწოდო, თავად უნდა იყო ღირსეული. ადვილია უქადაგო სიტყვით და სხვებს მართალი ცხოვრებისაკენ მოუწოდო, მაგრამ ძალზე ძნელია მოიპოვო ღმრთისაგან ჭეშამრიტი მქადაგებლის უფლება, რადგან ეს უფლება მხოლოდ სიმართლეში, სიწმინდეში, ტანჯვასა და ბრძოლაში გატარებული ცხოვრებითა და სულიერი გამოცდილებით მოიპოვება...
link
მართლმადიდებლობა, ეს სისავსეა და ამიტომ მართლმადიდებელი ვერ გახდები მხოლოდ ერთი ნიშნით. მართლმადიდებლობა არ არის მხოლოდ გულის ან გონების, მარტო სანახევროდ მართლმადიდებლობა ისევე არ არის ცოცხალი, როგორც ხორცი არ არის ცოცხალი სულის ...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებლობა, ეს სისავსეა და ამიტომ მართლმადიდებელი ვერ გახდები მხოლოდ ერთი ნიშნით. მართლმადიდებლობა არ არის მხოლოდ გულის ან გონების, მარტო სანახევროდ მართლმადიდებლობა ისევე არ არის ცოცხალი, როგორც ხორცი არ არის ცოცხალი სულის გარეშე!..
მართლმადიდებლობა არის ღმერთის მართალი, სწორი, ჭეშმარიტი დიდება. როგორ გგონიათ, ისინი, ვინც დღეს არამართლმადიდებლები არიან, ყველანი ბოროტები იყვნენ?! არა, ბაბუა; ბევრი ერი სხვაგან იმიტომ გადავიდა, რომ მართლმადიდ...
link
წმიდა ეკლესიის მიერ დადგენილი მარხვები ხელს უწყობს ადამიანის სარწმუნოებრივ აღზრდას. ნებისყოფის, სიმტკიცის და სულიერი ჩვევების გამომუშავებას. მარხვა სინანულის ხელშემწყობია და არა სინანული! ხდება ცხოვრებაში: ადამიანი შესცოდავს და და...
იხილეთ სრულად
წმიდა ეკლესიის მიერ დადგენილი მარხვები ხელს უწყობს ადამიანის სარწმუნოებრივ აღზრდას. ნებისყოფის, სიმტკიცის და სულიერი ჩვევების გამომუშავებას. მარხვა სინანულის ხელშემწყობია და არა სინანული! ხდება ცხოვრებაში: ადამიანი შესცოდავს და დადგენილი მარხვა კი შორსაა. მას ცოდვა აწუხებს. სინდისი ისე ქენჯნის, რომ საჭმლის დანახვაც აღარ შეუძლია. კი არ ჭამს, არამედ ვერ ჭამს... ასეთი მდგომარეობა უკვე მარხვაა!.. თან სინანულით. სინამდვილეში სინანული იწვევს ნამდვილ მა...
link
თუ ადამიანი არ გიყვარს, მას ცოდვებს ვერ აპატიებ. მითუმეტეს, მის ცოდვებს ვერ აიღებ და მის გადასარჩენად არ იტანჯებ. ლოცვაზე დიდი შრომა არ არსებობს. ვამბობ ლოცვაზე და არა ლოცვების კითხვაზე. ეს უმძიმესი რამაა! მთელი უხილავი სამყარო გე...
იხილეთ სრულად
თუ ადამიანი არ გიყვარს, მას ცოდვებს ვერ აპატიებ. მითუმეტეს, მის ცოდვებს ვერ აიღებ და მის გადასარჩენად არ იტანჯებ. ლოცვაზე დიდი შრომა არ არსებობს. ვამბობ ლოცვაზე და არა ლოცვების კითხვაზე. ეს უმძიმესი რამაა! მთელი უხილავი სამყარო გებრძვის. ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა კეთილსა და ბოროტ სისტემებს შორის. როცა კაცი მოსახსენებელს გიტოვებს და შენ მის გადარჩენაზე ლოცულობ, ბოროტი სულების რისხვა მოდის შენზე, როგორც ხილულად, ისე უხილავად; და თუ არა ხარ გამ...
link