ბიბლია - ციტატები, გამონათქვამები
ბიბლია - ციტატები, გამონათქვამები ბიბლია, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
როდესაც წასაკითხად გადაშლი სახარებას, გაიხსენე, რომ მან უნდა გადაწყვიტოს შენი მომავალი, სწორედ ამ წიგნით უნდა გასამართლდე და იმის მიხედვით, თუ როგორ აღასრულებდი ქვეყნიური ცხოვრებისას მის მცნებებს, მიიღებ შენს კუთვნილს - ან საუკუნო... იხილეთ სრულად
ნუ კმაყოფილდები მხოლოდ უნაყოფო კითხვით წმიდა წერილისა; ეცადე შეასრულო მასში მოცემული მცნებანი, იკითხე იგი საქმიანად. გახსოვდეს, ძმაო, რომ სახარება ცხოვრების წიგნია და ამიტომაა საჭირო მისი ცხოვრებისეული კითხვა.
იკითხვიდე რა სახარებას, ნუ ეძიებ მასში განცხრომასა და ტკბობას, ნუ ეძებ მასში აღტაცებასა და განსაცვიფრებელ აზრებს, არამედ ეცადე დაინახო მასში შეუცდომლად წმიდა ჭეშმარიტება.
ვიდრე წაიკითხავდე, შეჰვედრე უფალს, რომ მან გაგიხსნას გონება, რათა განიცადო მასში მოთხრობილი საკვირველებანი ღვთისა. იკითხე სახარება უდიდესი მოკრძალებითა და ყურადღებით, არაფერი მიიჩნიო მასში ნაკლებმნიშვნელოვნად. გახსოვდეს, რომ... იხილეთ სრულად
გელათის სახარება გვაძლევს ცოდნას იმის შესახებ, რომ ჯერ კიდევ წმინდა გიორგი მთაწმიდლამდე არსებობდა სახარების ქართული თარგმანები და რომ ეს თარგმანები წმ. გიორგის დროს უკვე ძველად ითვლებოდა. მაინც, რამ აიძულა ამ შემთხვევაში წმინდანი ... იხილეთ სრულად
ბიბლია არის ის ერთადერთი წიგნი კაცობრიობისა, რომელიც წარმოგვიდგენნს ადამიანს ისეთს, როგორიც იგი იყო და არის საერთოდ: დაცემული და აღმდგარი, აღმდგარი და დაცემული; გვიჩვენებს მის დიდებულ და სუსტ მხარეებს.
ამგვარად, თუ V საუკუნის პირველ ნახევარში არა, ყოველ შემთხვევაში - მეორე ნახევარში მაინც საქართველოში უკვე არსებობდა მშობლიურ ენაზე საღმრთო წერილის თარგმანი და აუცილებელი საღვთისმსახურო ლიტერატურა (შდრ. კორიუნის ცნობა). ამასთანავე,... იხილეთ სრულად
თქვენი ყოველდღიური თანამგზავრი უნდა გახდეს წიგნი და მათ შორის უპირველესი წიგნი - ბიბლია.
ბიბლია არის ერთადერთი წიგნი კაცობრიობისა, რომელიც წარმოგვიდგენს ადამიანს ისეთს, როგორიც იგი იყო და არის საერთოდ; დაცემული და აღმდგარი, აღმდგარი და დაცემული; გვიჩვენებს მის დიდებულ და სუსტ მხარეებს. ბიბლია არ პირფერობს და არც ამცირ... იხილეთ სრულად