ღმერთზე მინდობა - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთზე მინდობა - ციტატები, გამონათქვამები ღმერთზე მინდობა, გამონათქვამები, ციტატები
ლოცვის დროს ყველაზე უკეთესი და უსაფრთხოა, საკუთარი თავი სრულად მივანდოთ უფალს, ანუ ვთხოვოთ მას ის, რაც თვით მისთვის სათნოა ჩვენთვის საბოძებლად - ჩვენი სხეულის, სულისა და სამშვინველის გამო.
დიდი მადლია, დიდი სიკეთე, მიეცე ღმერთის ნებას. სულში მაშინ მხოლოდ უფალი, არ არის სხვა ფიქრები და იგი სუფთა გონებით ლოცულობს, გრძნობს ღმერთის სიყვარულს, თუმცა სხეულით იტანჯება. როცა სული მთლიანად მიეცემა უფლის ნებას, მაშინ თვითონ უ... იხილეთ სრულად
დიდებული საქმა საკუთარი თავის უფლისათვის მინდობა. ადამიანები ისახავენ მიზანს და ცდილობენ მის მიღწევას, ყურს არ უგდებენ იმას, თუ რა არის ნება ღვთისა და არ მიისწრაფიან თავისი ქმედება ღვთის ნებას შეუთანხმონ. ღმერთს უნდა მივანდოთ საქმ... იხილეთ სრულად
მთებით, ტევრებით მივყავარ განგების უხილავ ხელს, ოღონდ კი ჩემს ზეციურ სამშობლოში მიმიყვანოს.
ის, ვინც ღვთის ნებას ჭეშმარიტად მიენდობა, მეტისმეტად არ იზრუნებს მომავალზე, რაც არ უნდა ბნელი ეჩვენებოდეს თავისი ცხოვრების ჰორიზონტი. "ყველაფერი ღვთისგანაა, - ფიქრობს ის თავისთვის - ყველაფერი ბრძნულად, ჩვენივე სასარგებლოდაა მოწყობ... იხილეთ სრულად
როგორი ქვისგულა ხარ მაშინ, როდესაც შემოქმედს შექმნილს ამჯობინებ! შენ მძიმედ გეჩვენება უფლის მსუბუქი ტვირთი („რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტვირთი ჩემი სუბუქ არს“ (მათ. 11. 30). შენი ტყვეობა თავისუფლება გგონია. მოიცილე გონებიდან ... იხილეთ სრულად
ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა!
ყოვლის შენის მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?!
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა.
ღმერთია ყველას მშველელი, მხსნელი...
ღვთით არგანწირულს ყველგან წინ უძღვის მისი მარჯვენე შემწყნარებელი
ადამიანი, რომელიც აკვირდება საღვთო ქველმოქმედებას, საღვთო განგებულების მიმართ თავის დამოკიდებულებას სწავლობს. შემდეგ იგი უკვე თავს ისე გრძნობს, როგორც – ჩვილი აკვანში, რომელიც როგორც კი დედა დატოვებს, ტირილს იწყებს და არ ჩუმდება, ... იხილეთ სრულად