წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
ნუ ჰგონებ, რომ ოსმალები (მაჰმადიანები) უნიჭო ხალხი იყოს, ან მოშიშარი, ან ბუნებისგან სხვაფერ დასჯილი; არა. ვინც იცნობს მათ, პირდაპირ იტყვის, რომ ისინი ბუნებისაგან ნიჭით, სიმამაცით გამოჩენილნი არიან; მაგრამ იგინი გაფუჭებული არიან თავიანთი უგნური და გაფუჭებულის სჯულის გავლენით. სჯული მათი აბნელებს მათ ჭკუასა, რყვნის ზნეობას, უფუჭებს ხასიათს; მაშინ როდესაც ჩვენი სჯული, ქრისტეს სარწმუნოება აკეთებს კაცს, აუმჯობესებს, წარმატებაში შეიყვანს, თუ ვინმემ ჭეშმარიტად შეიყვარა იგი, მიანდო მას თავი თვისი, დაემორჩილა გულითა და სულით.
თემა: ქრისტიანობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
მტკიცითა სარწმუნოებითა კაცი სძლევს, არა თუ მხოლოდ რომელთამე დიდთა, ანუ მცირეთა სოფლიურთა დამაბრკოლებელთა მიზეზთა, არამედ თვით სოფელსა; კაცი აღძრული და აღდგენილი სარწმუნოებითა ღვისათა ხშირად დათრგუნავს თავის საკუთარსა ბუნებასა, უარყოფს თავის თავს, თავის საკუთარს სიამოვნებასა, თავის ხორცსა და თვით სიცოცხლესა თვისსა ხშირად შესწირავს ღმერთსა. კაცნი წმინდანნი, გაღონიერებულნი სარწმუნოებითა, მიიღებდნენ ძლევასა არა თუ მხოლოდ ბუნებასა ზედა კაცისასა, არამედ თვით უმძლავრესსა ბუნებასა ზედა არა წმინდა სულთა, ეშმაკთა ზედა.
თემა: რწმენაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
რაც გინდა მცირე საქმე დაიწყო შენ, ძმაო, თუ არ გრწამს, რომ კარგად გაათავებ იმ საქმეს, დაღონდები და ვერ შეასრულებ. ხოლო დიდთა და მძიმეთა საქმეთა შინა, თქმაც არ უნდა, მიუცილებელი პირობები წარმატებისა ის არის, თუ ხარ შენ გამხნევებული და გაღონიერებული იმ აზრით, რომ შეგიძლია, ღვთის შეწევნითა ასრულება იმ საქმისა.
თემა: რწმენაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
სარწმუნოებასა, ძმაო ჩემო, აქვს აუარებელი, სასწაულთმოქმედი ძალა ყოველთა საქმეთა შინა, დიდთა და მცირეთა. სარწმუნოება არის უდიდესი და უმთავრესი ზნობითი ძალი და სიმტკივე კაცობრივის ბუნებისა. გარეშე სარწმუნოებისა არ შეიძლება წარმატება არცა ერთსა საქმესა შინა. როდესაც გული და ღონე კაცისა არის განმხნევებული და განღვიძებული ძალითა სარწმუნოებისათა, მაშინ ადვილად სძლევს იგი ყოველთა დამაბრკოლებელთა და წინააღმდეგთა მიზეზთა და მოიპოვებს წარმატებასა ყოველთა საქმეთა შინა.
თემა: რწმენაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
მრავალს სხვასა საქმესა იქმს კაცი ქვეყანასა ზედა, მრავალფერნი და ურიცხვნი არიან მისნი მოქმედებანი და მოძრაობანი; გარნა იმაზედ უდიდესი და უპატიოსნესი საქმე არა აქვს კაცსა, რათა არსებაში მოიყვანოს სწავლა სახარებისა, მისი ცხოვრება შეიქნეს სასუფეველი ღვთისა, მისი სული, გული – ტაძარი ღვთისა, მისი მთელი ცხოვრება გადაიქცეს მზგავსებად და ხატად ღვთისა. თუ ამას უმთავრესსა მისსა საქმესა იგი აასრულებს უდებებით, დაუდევნელად, უერთგულოდ, თუ ამა დიდ საქმეს დაივიწყებს, არა რად შთააგდებს, იგი არათუ სიტყვით იქნება უარის მყოფელი ღვთიურის სწავლისა და საღმრთო სჯულისა, არამედ თვით საქმით ერგება მას წყევა ღვთისა.
ნუ ფიქრობ, რომ ღმერთი დასჯის მხოლოდ მათ, რომელნი გარდააქცევენ, ანუ სრულიად უარყოფენ სწავლათა, ანუ დოგმატთა ქრისტიანულთა. ღმერთი მრისხანე იქნება და დასჯის იმათაც, რომელნი ცუდად ცხოვრებენ; სწავლასა, ანუ ჭეშმარიტებასა ღვთისასა არ მოიხმარებენ ცხოვრებაში. საქმე ღვთისა ის არის, როდესაც კაცი ღვთისაგან მიღებულ სიტყვას საქმედ გადააქცევს, ღვთის სწავლას, ღვთის ჭეშმარიტებას მოიხმარს, არსებაში მოიყვანს. რა სარგებელი გექნება, რომ სწავლა, რომელი მოგვცა ჩვენ ღმერთმან იცოდე, გრწამდეს და არ ხმარობდე, არ ასრულებდე მას? სიტყვა ღვთისა, სწავლა ღვთისა, მოცეულ არს ჩვენდამი მოსახმარებლად და არა უქმი ბაასისათვის. უმჯობეს იყო შენთვის სრულიად არა გაგონებად სიტყვისა ღვტისასა, ვიდრეღა გამგონებელმან არა აღსრულებად. ისრე მტკიცედ უნდა იყოს შენს შორის შეერთებული სიტყვა და საქმე, სწავლა და ცხოვრება ქრისტიანული, რომელ ორივე ერთს შენს ბუნებას შეადგენდეს.
თუ შენ, ძმაო, გსურს, რომ მართლა სრული და ჭეშმარიტი ქრისტიანე იყო, პირველად, ჰაზრი უნდა გქონდეს განათლებული და დამყარებული იმ სწავლითა, რომელიც გამოგვიცხადა უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან, გარდმოგვცეს მოციქულთა, განმარტეს წმიდათა მამათა და უკლებელად დაიცვა მართლმადიდებელმა ეკლესიამან. მეორედ, ცხოვრებაც, ყოველნი შენი საქმენი, უნდა იყვნენ შესაფერი იმ სწავლისა, ანუ უმჯობესად: ის სწავლა, ის ჰაზრები, უნდა გადააქციო შენ ცხოვრებად, საქმედ, არსებაში უნდა მოიყვანო.
როდესაც შეხვდე ურწმუნოს, ერთს ანუ მრავალს, სასოებით, მტკიცედ, გულის გრძნობით აღუარე მათ სარწმუნოება შენი, რათა შეიკტიმონ მათ. თუ ასე მოიქცევი, სწორედ საცხოვრებელად შენდა და მსმენელთა იქნება შენი აღსარება.
თემა: რწმენაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
გულითადი სარწმუნოება არის უდიდესი და უმჯობესი ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთა ღვთისათა, ვინაითგან აქ კაცი ღმერთს შესწირავს თვის გულს, ჩააბარებს ღმერთს თვის სულს და ყოველსა ცხოვრებასა და დაუმორჩილებს თვით თავის ჭკუასა და გონებასაცა. ამისთვისცა წრფელს სარწმუნოებას აქვს დიდი ფასი ღვთის წინაშე. ვინც გულით შეიტკბობს სარწმუნოებას, ამით იგი ცხად ჰყოფს, რომ მას კეთილი და წმინდა გული აქვს, იგი კეთილის, სიწმინდის და მადლის მოყვარული არის, ვინაითგან ბოროტის კაცის გულში, ცოდვისაგან გაფუჭებულში არ შევა სარწმუნოება.
თემა: რწმენაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
რით უნდა მიიღოს და მიითვისოს კაცმა სარწმუნოება? რომლითა სულიერითა ორგანოითა უნდა დაიჯეროს და შეიტკბოს კაცმა სახარება, ანუ საღმრთო სჯული? ჭკუამ (გონებამ) კაცისამან კი უნდა იცნას წინაპირველად ჰაზრი საღმრთოისა სჯულისა, გარნა დაჯერება, დარწმუნება, შეტკბობა მისი გულის საქმეა, – „გულითა გვრწამს სიმართლედ“. სხვა არის მიღება, დათანხმება ჭკუით რომელმე ჰაზრის, ანუ წინადადებისა და სხვა არის დარწმუნება, შეტკბობა, დაჯერება. ჭკუა მიიღებს, იცნობს, დაეთანხმება, გული დაიჯერებს, შეიტკბობს, შეიყვარებს. გული მიიღებს სარწმუნოებასა სრულიად თვისი ნებით და სურვილით. მიიღებს მისთვის, რომ მოსწონს მას იგი, ანუგეშებს, ახარებს მას.
თემა: გულიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი