საყვარელნო, უხმარ არს გონიერთაგან ამპარტავნისა კაცისა სწავლება და შეუსმინარისა შეგონება, რამეთუ ვითარცა ცუდად შვრებიან მუშაკნი დათესვად მარილისა, რათა მწყურნებსა ადგილსა აღმოეცენოს მარილი და განმრავლდეს, ეგრეთვე ცუდად მაშვრალ იქმნ...
იხილეთ სრულად
საყვარელნო, უხმარ არს გონიერთაგან ამპარტავნისა კაცისა სწავლება და შეუსმინარისა შეგონება, რამეთუ ვითარცა ცუდად შვრებიან მუშაკნი დათესვად მარილისა, რათა მწყურნებსა ადგილსა აღმოეცენოს მარილი და განმრავლდეს, ეგრეთვე ცუდად მაშვრალ იქმნებიან მოძღვარნი ამპარტავანთანი, რამეთუ, რა-იგი მას ნებავს, მას ისწავლის, და რა-იგი მოძღვარსა სწადის, არა შეისმენს. რამეთუ ეშმაკნი ღმერთმან შექმნნა ანგელოზად და ამპარტავნებისა მიერ გარდამოცვივნეს, რამეთუ რა-იგი იყო ნება ღ...
მე ესრეთ მგონიეს, რამეთუ ვერა გრძნობს ამპარტავანი ამპარტავნებასა თავისა თვისისა და უკუეთუ სხვამან ჰრქვას, არა ირწმუნებს და ჰგონეს თავი თვისი მდაბალ მოქმედებულნი მისნი სიმდაბლით, რამეთუ სადაცა შევალს ამპარტავნება, მუნ შეუძლებელ არს...
იხილეთ სრულად
მე ესრეთ მგონიეს, რამეთუ ვერა გრძნობს ამპარტავანი ამპარტავნებასა თავისა თვისისა და უკუეთუ სხვამან ჰრქვას, არა ირწმუნებს და ჰგონეს თავი თვისი მდაბალ მოქმედებულნი მისნი სიმდაბლით, რამეთუ სადაცა შევალს ამპარტავნება, მუნ შეუძლებელ არს დადგრომად ყოველნი სათნოებანი კეთილნი. დააბნელებს გონებასა კაცთასა, ვითარცა დააბნელოს კვამლმან ძლიერმან თვალნი კაცთა თვალტკივნეულთანი. სადაცა მოედების ცეცხლი ბაღნართა დიდთა, წინა კერძო სიცხე მისი განახმობს სინოტივესა და ...
ვითარცა არიან მაკვდინებელნი თვალნი ვასილისკოთანი, - რომელიცა ცხოველი იხილა თვალითა, არა დაშთა ცოცხალი, - ეგრეთვე ამპარტავნებისა თვალმან რაოდენიცა იხილნის კაცთა შინა კეთილნი ქველნი, ყოველნივე მოაკვდინოს და განლიოს. ვითარცა ქარი სას...
იხილეთ სრულად
ვითარცა არიან მაკვდინებელნი თვალნი ვასილისკოთანი, - რომელიცა ცხოველი იხილა თვალითა, არა დაშთა ცოცხალი, - ეგრეთვე ამპარტავნებისა თვალმან რაოდენიცა იხილნის კაცთა შინა კეთილნი ქველნი, ყოველნივე მოაკვდინოს და განლიოს. ვითარცა ქარი სასტიკი რა ეკვეთოს ხვავსა და ბზისასა და განაბნიოს, ეგრეთვე ამპარტავნება რა შევიდეს კაცთა შორის, მადლთა ხვავთა მისთა სრულიად განაბნევს. ამპარტავანი გონებითა მივალს ზე აღმართ დიდებისად, ხოლო საქმითა მიერ აღმოჰკვეთს ქვე მთხრებ...
ამპარტავნებისაგან იშობებიან შეურაცხება მოყვასთა, სიძულვილი ძმათა, უმორჩილოება უხუცესთა თვისთა, მრისხანება უდარესთა თვისთა და ამათ გამო იშვების ბრძოლა და კაცის კვლა. ამპარტავნებისაგან დაიბადების მოუსმინარობა, თავდაჯერებულება და ცუდ...
იხილეთ სრულად
ამპარტავნებისაგან იშობებიან შეურაცხება მოყვასთა, სიძულვილი ძმათა, უმორჩილოება უხუცესთა თვისთა, მრისხანება უდარესთა თვისთა და ამათ გამო იშვების ბრძოლა და კაცის კვლა. ამპარტავნებისაგან დაიბადების მოუსმინარობა, თავდაჯერებულება და ცუდდიდებობა. და ამათ მიერ იქმნება მიღება ცნობისა, დატევება სჯულისა.
რაღასა ვაგრძელებ! ამპარტავნებისა შვილნი არიან ეშმაკნი და მის მიერნი მოხმულნი ცოდვანი, რომელნი იქმნებიან კაცთა მიერ, - შემაწუხებელნი ღმრთისანი. არავინ ამპა...
ამპარტავნება და ცუდად-მზვაობრობა (ცუდმედიდობა) ყველაზე ღრმა, ყველაზე გავრცელებული და დამღუპველი სნეულებებია, და სწორედ ამათგან იღებს სათავეს სულში ბოროტება. ამპარტავნება დედაა ყველა ვნებისა და ცოდვისა, ისე არაფერი განაშორებს ადამი...
იხილეთ სრულად
ამპარტავნება და ცუდად-მზვაობრობა (ცუდმედიდობა) ყველაზე ღრმა, ყველაზე გავრცელებული და დამღუპველი სნეულებებია, და სწორედ ამათგან იღებს სათავეს სულში ბოროტება. ამპარტავნება დედაა ყველა ვნებისა და ცოდვისა, ისე არაფერი განაშორებს ადამიანს ღმერთისაგან, როგორც ამპარტავნება. მისივე მსგავსი ვნებებია: თავისმოყვარეობა, თავდაჯერება, ქედმაღლობა, ეგოიზმი, ფარისევლობა და ა.შ. ამპარტავნება ყოველთვის როდია აშკარა, მაგრამ კარგად ჩანს სხვადასხვა საქციელიდან. დაკვირ...
საყვარელო, ჰსთქუ, რომლისთვის ამპარტავნებ: ხორციელის საქმისათვის, თუ სულიერისათვის? თუ სულიერი რამ სათნოება გაქუს, სათნოებისთვის რად ამპარტავნებ? თუ სულისთვის გნებავს - სათნოება-ამპარტავნება ყოველს სათნოებას დააბნელებს, და თუ ხორცი...
იხილეთ სრულად
საყვარელო, ჰსთქუ, რომლისთვის ამპარტავნებ: ხორციელის საქმისათვის, თუ სულიერისათვის? თუ სულიერი რამ სათნოება გაქუს, სათნოებისთვის რად ამპარტავნებ? თუ სულისთვის გნებავს - სათნოება-ამპარტავნება ყოველს სათნოებას დააბნელებს, და თუ ხორცისთვის გნებავს - სათნოება ხორცის საშვებელი არ არის, უფრო სამწუხარო არის: გესმის ბრძანებული იესოს მიერ? "ვიწრო არს გზა იგი და საჭირველ, რომელნი მივლენ ცხოვრებად საუკუნოდ". და თუ ამპარტავნებ - სათნოება სულისათვის უხმარი არი...
ახლა ეს ვაჩვენოთ, ამპარტავნებით ანგელოსისაგან როგორ განშორებული ხარ. ანგელოსნი, რომელნიც მათის ბუნების კეთილნი ანგელოსნი არიან, ურთიერთარს მოყვასობა აქუს, ვითარცა იტყვის ისაია ანგელოსთათვის: "ღაღადებდა მოყუასი მოყუასისა მიმართ"; თ...
იხილეთ სრულად
ახლა ეს ვაჩვენოთ, ამპარტავნებით ანგელოსისაგან როგორ განშორებული ხარ. ანგელოსნი, რომელნიც მათის ბუნების კეთილნი ანგელოსნი არიან, ურთიერთარს მოყვასობა აქუს, ვითარცა იტყვის ისაია ანგელოსთათვის: "ღაღადებდა მოყუასი მოყუასისა მიმართ"; თორემ ურთიერთარს არ ამპარტავნებენ. შენს შენის ბუნების კაცზედ ამპარტავნებ და მაღლობ. ანგელოსი უფლისა ბრძანებულს ყოვლად სიმდაბლით აღასრულებს და კაცს მცველად მსახურებს, - შენ ამპარტავნებით შენის უფლის იესოს ბრძანებულს მოყვა...