ავტორი:
სულხან-საბა ორბელიანი
მე ესრეთ მგონიეს, რამეთუ ვერა გრძნობს ამპარტავანი ამპარტავნებასა თავისა თვისისა და უკუეთუ სხვამან
მე ესრეთ მგონიეს, რამეთუ ვერა გრძნობს ამპარტავანი ამპარტავნებასა თავისა თვისისა და უკუეთუ სხვამან ჰრქვას, არა ირწმუნებს და ჰგონეს თავი თვისი მდაბალ მოქმედებულნი მისნი სიმდაბლით, რამეთუ სადაცა შევალს ამპარტავნება, მუნ შეუძლებელ არს დადგრომად ყოველნი სათნოებანი კეთილნი. დააბნელებს გონებასა კაცთასა, ვითარცა დააბნელოს კვამლმან ძლიერმან თვალნი კაცთა თვალტკივნეულთანი. სადაცა მოედების ცეცხლი ბაღნართა დიდთა, წინა კერძო სიცხე მისი განახმობს სინოტივესა და სინედლესა ხეთა და თივათასა, ხოლო შემდგომად აღეგზნების ცეცხლი და დაიწვის და არღარა დაშთების ნაყოფიერება. ეგრეთვე სადაცა გულსა კაცისასა შევალს ამპარტავნებისა ცეცხლი, წინარე მისა განახმობს ძალი მისი სათნოებათა კეთილთა და შემდგომად ამპარტავნება დაიმკვიდრებს და უნაყოფო იქმნების.
|