წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

დიდი სახე, დიდი იდეალი მოგვცა ღმერთმან; დიდი ასპარეზი, ანუ სარბიელი ცხოვრებისა დაგვინიშნა: „იყვენით თქვენ სრული, – იტყვის უფალი, – ვითარცა მამა თქვენი ზეციერი სრულ არს“. აჰა, რა სისრულე, რა სიწმინდე უნდა ვეძიოთ ქრიტიანეთა. „იყვენით თქვენ წმინდა, რამეთუ მე წმინდა ვარ“ – იტყვის წინასწარმეტყველის პირით ღმერთი. ვის შეუძლია, ათასი წელიც რომ იცხოვროს ქვეყანაზე, აღსვლა ამისთანა ხარისხსა ზედა სათნოებისასა. გარნა მისწრაფება, მეცადინეობა მაინც უნდა არ დავაკლოთ; ყოველთვის უნდა ვზრუნვიდეთ სათნოებისათვის, სულიერი წარმატებისათვის. ყოველთვის უნდა გვქონდეს თვალთა წინაშე ის სახე, ის მიზანი, რომელიც გვაჩვენა საღმრთომან სჯულმან ჩვენმან და ვნატრობდეთ მას. დიდი სახე, იდეალი მოგვცა ღმერთმან; ასპარეზი

ღვთის მადლით და შეწევნით ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის მტკიცედ ინახავს თვით იმ სჯულსა, ანუ დოგმატსა, რომელი უფალმან იესო ქრისტემან ასწავლა მოციქულთა თვისთა, მოციქულებმა გადასცეს თავიანთთა მოადგილეთა წმინდათა მამათა და ამათგან მივიღეთ ჩვენცა შეურყეველად, შეუცვლელად. ქრისტიანენი მრავალნი არიან სხვათაცა ქვეყანათასა შინა, გარეშე მართლმადიდებელთა, მაგრამ მათი სწავლა, დოგმატები აღარ დაემზგავსებიან იესო ქრისტეს და მოციქულების სწავლასა. ამისთვის ჩვენ, მართლმადიდებელნი ყოველთვის უნდა ვმადლობდეთ ღმერთსა, რომ ვართ აღმასრულებელნი ჭეშმარიტისა სჯულისა მართლმადიდებელისა და კიდეც ვცდილობთ დაცვასა და აღსრულებასა მისსა. ღვთის მადლით და შეწევნით ჩვენი

საღმრთოსა ჩვენსა სჯულსა აქვს ორი კერძო, ანუ ორი მხარე: ერთი არის სწავლა, ანუ გონებითი განმარტება სჯულის საზღვართა, ესე იგი, როგორ უნდა გვესმოდეს ჩვენი სჯული, რა უნდა გვრწამდეს, და რას უნდა უარვყოფდეთ. ამ კერძოს სწავლისას ეწოდება „დოგმატი“. მეორე მხარე ჩვენი სჯულისა არის თვით საქმე, ანუ ცხოვრება, ყოფა–ქცევა, ესე იგი, როგორი ცხოვრება უნდა გვქონდეს და რა საქმე უნდა აღვასრულოთ. ცხადია, რომ პირველი სჯულის კერძო, ანუ დოგმატი არის და უნდა იყოს შეურყეველი, შეუცვლელი. იგი ერთხელვე გადაწყვიტეს და განსაზღვრეს მამათა ჩვენთა და ჩვენ არა გვაქვს უფლება, რომ გამოვცვალოთ ისინი. საღმრთო სჯულსა აქვს მეორე კერძო, ესე იგი ზნეობა, ცხოვრება, ყოფა–ქცევა. ეს კერძო კი ყოველთვის უნდა იცვლებოდეს, ესე იგი კეთდებოდეს, უმჯობესი შეიქმნებოდეს, მარადჟამს დაუსრულებლად უნდა მაღლდებოდეს, ვრცელდებოდეს; როგორადაც თვითოეული კაცი, ეგრეთვე მთელი კაცობრიობა თანდათან უნდა წინ მიდიოდეს სათნოებასა, ზნეობასა, პატიოსნებასა შინა, შემწეობითა იმ საღმრთო სჯულისათა, რომელიცა მოგვცა ღმერთმან. საღმრთოსა ჩვენსა სჯულსა აქვს ორი კერძო, ანუ

სარკეში ხშირად ჩახედავს კაცი, მისთვის, რომ ძნელია მთელი დღის განმავლობასა შინა პირი კაცის არ შეისვაროს და არ დასჭირდეს პირის დაბანა და გასუფთავება. სულიერიცა პირი ჩვენი, ჰაზრი, გული, არ შეიძლება მთელი დღის განმავლობაში არ გაისვაროს რომელიმე სულიერი ჩირქისაგან, ცოდვისა და გულისთქმისაგან. ამისთვის საჭიროა, დღეში ერთხელ მაინც ჩახედოს კაცმა იმ სარკეს, რომელიც ყოველთვის მასთან არის უხილავად, და რომელსა ეწოდება სინიდისი. თუ ბეჯითად და გონიერად ჩახედავს ამ სარკეში, დაინახავს, რაოდენი ჩირქი დაედო მას დღის განმავლობაში; ამისთვის უნდა დაიბანდეს სულსა თვისსა ლოცვითა, ცრემლითა და სინანულითა ორჯელ მაინც დღეში, დილით და საღამოთი. სარკეში ხშირად ჩახედავს კაცი, მისთვის, რომ

ძმანო ჩემნო, ხედვიდით და განიცდიდით სულიერსა სახესა თქვენსა სამთა სარკეთა შინა. პირველი სარკე არს საღმრთო წერილი და წმინდა მამების ლოცვები. ვინც ყურადღებით უსმენს მათ, უთუოდ შეიტყობს მისის სულის სახესა და მდგომარეობას. მეორე სარკე არის თვით თქვენი გონება და სინიდისი. მესამე სარკე არს აღსარების თქმა წინაშე მოძღვრისა თქვენისა და დარიგება მოძღვრისაგან მიღებული. ხშირად შევხედოთ სამთა ამათ სულიერთა სარკეთა და თუ რამე ცუდი გამოთქმულება შევატყვეთ ჩვენს სულს, მოვიშალოთ იგი და მივაჩვიოთ უმჯობესსა გამოთქმულებასა და ჩვეულებასა. ერთი სიტყვით, გავისწოროთ ცხოვრება. ძმანო ჩემნო, ხედვიდით და განიცდიდით სულიერსა

წმიდა მოციქული იაკობ წიგნსა შინა თვისსა სწერს, რომელ თუ ვინმე მხოლოდ ისმენს სიტყვასა ღვთისასა და არ ასრულებს მას, ის დაემზგავსება იმ კაცს, რომელმან სარკეში თავის სახე გინიხილა ერთ წამს და მაშინვე დაავიწყდა იგი. (შდრ. იაკობ. 1, 23–24). წმიდა მოციქული იაკობ წიგნსა შინა თვისსა

თუ მდინარე სათავეში გაშრა, წყლის დინება მოისპობა. თუ გული გაიწმინდე, საქმენიცა შენნი წმინდა იქნებიან. თუ მდინარე სათავეში გაშრა, წყლის დინება

როგორ უნდა შეიტყოს კაცმა მისი სიცოდვე? შენს უსჯულოებასა და სიცოდვეს იმით მარტო ვერ შეიტყობ, ძმაო, რომ გაიხსენო, რომელი და რამოდენი ცოდვა გიქმნია მას უკან, რაც აღსარება უთხარი მოძღვარსა შენსა. ეს ძნელი არ არის, ძმანო ჩემნო და არც დიდს სარგებლობას მოგცემსთ. უსაჭიროესი საქმე აქ არის ის, რომ გამოიკვლიო და შეიტყო შინაგანი შენი სულიერი მდგომარეობა; იცნობდე ყოველთა შენთა ბოროტთა თვისებათა, მიდრეკილებათა, ჩვეულებათა, რომელნი არიან მიზეზნი და წყარონი ყოველთა შენთა ცოდვათა. თუ შენ კარგად გამოიკვლიე და იცნობ მათ, და ამასთანავე, მეცადინე იქნები, რომ გაისწორო იგინი, მაშინ ყოველნი შენნი ცოდვანი თავისთავად მოისპობიან. როგორ უნდა შეიტყოს კაცმა მისი სიცოდვე? შენს

წინასწარმეტყველი დავით იტყვის ფსალმუნსა შინა თვისსა: „უსჯულოება ჩემი მე ვუწყი და ცოდვა ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის“ (ფს. 50). ამ სიტყვებისაგან სჩანს, რომ ორი საშუალება, ანუ ღონისძიება უნდა იხმაროს ყოველმა კეთილგონიერმა კაცმა ქრსტიანემან, თუ ჰსურს, რომ არა უნაყოფოდ დარჩეს ზრუნვა მისი ცოდვათათვის და მოთხრობა უსჯულოებისა მისისა, ესე იგი, სინანული და აღსარება. პირველი ღონისძიება არის ცოდნა, ანუ შეტყობა თვისთა უსჯულოებათა: „რამეთუ უსჯულოება ჩემი მე ვუწყი“; მეორე არის ღმრად გრძნობა თვისისა უღირსებისა და სიცოდვისა: „და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარდის“. წინასწარმეტყველი დავით იტყვის ფსალმუნსა შინა

არავის არ შეუძლია ქვეყანაზედ უცოდველად გაატაროს ცხოვრება შემდგომად ნათლისღებისა, ხოლო ვიცით ჩვენ, რომ ცოდვა კაცს ღვთისაგან გაშორებს; ის საღმრთო კავშირი – მამა–შვილობა, რომელსაც მივიღებთ ნათლისღებაში, გვეკარგება ცოდვათა ჩვენთა გამო. მხოლოდ გულწრფელის აღსარების თქმით სულიწმიდა საიდუმლოდ აღადგენს ცოდვისაგან განწყვეტილს ჩვენს კავშირს ღვთისა თანა. არავის არ შეუძლია ქვეყანაზედ უცოდველად

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1