ჩვენი ეროვნული თვითშეგნება, მართლმადიდებლურ სარწმუნოებასა და ეროვნულ ფასეულობებთან ერთად იყო და არის საფუძველი ჩვენი გამძლეობისაც და სიძლიერისაც. ეს ღირებულებანი არ არის აბსტრაქტული ფორმულები, არამედ გზა, როგორც ცხოვრებისეული პრობ...
იხილეთ სრულად
ჩვენი ეროვნული თვითშეგნება, მართლმადიდებლურ სარწმუნოებასა და ეროვნულ ფასეულობებთან ერთად იყო და არის საფუძველი ჩვენი გამძლეობისაც და სიძლიერისაც. ეს ღირებულებანი არ არის აბსტრაქტული ფორმულები, არამედ გზა, როგორც ცხოვრებისეული პრობლემების შეცნობის, ასევე მათი სწორი გადაწყვეტისაც.
ამქვეყნად ღვთის განგებულებით აღესრულება ყველაფერი. აქედან ნაწილი სათნოა უფლისათვის, ზოგიც მისი დაშვებით ხდება, მაგრამ ორივეს საბოლოო შედეგი ეკლესიისა და საერთოდ მორწმუნეთათვის მხოლოდ დადებითია, რადგან, როგორც წმიდა წერილი ბრძანებს...
იხილეთ სრულად
ამქვეყნად ღვთის განგებულებით აღესრულება ყველაფერი. აქედან ნაწილი სათნოა უფლისათვის, ზოგიც მისი დაშვებით ხდება, მაგრამ ორივეს საბოლოო შედეგი ეკლესიისა და საერთოდ მორწმუნეთათვის მხოლოდ დადებითია, რადგან, როგორც წმიდა წერილი ბრძანებს, უფლის მიმდევართ ყოველივე სასიკეთოდ წარემართებათ. მძიმე განსაცდელიც კი ქრისტიანისათვის სიკეთის მომტანია, რადგან იგი ჩვენს გამოსასწორებლადაა დაშვებული.
რა თქმა უნდა, ყოველი ხელისუფლებაც ღვთისგან არის: კეთილიცა და ბოროტიც, ხალხის მსახურიცა და თავისი თავის მსახურიც. უფალი საზოგადოების ღირსების შესაბამისად განაგებს ამ საიდუმლოს.
ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, სულიერად უნდა ემსახუროს ხალხს და, მიუხედავად მისი შვილების განსხვავებული პოლიტიკური ხედვისა, თავის წიაღში მათი გაერთიანება უნდა შეძლოს.
დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპი განსხვავებული აზრის შემწყნარებლობისა, ეკლესიაში ოდითგან იყო აღიარებული და დაცული. ეკლესიის წევრები იყვნენ მეფეები და გლეხები, მონარქისტები და რესპუბლიკელები, დიდნი და მცირენი..., რადგან უფალში ერთ...
იხილეთ სრულად
დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპი განსხვავებული აზრის შემწყნარებლობისა, ეკლესიაში ოდითგან იყო აღიარებული და დაცული. ეკლესიის წევრები იყვნენ მეფეები და გლეხები, მონარქისტები და რესპუბლიკელები, დიდნი და მცირენი..., რადგან უფალში ერთია ყველა; აქ არ არის "ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არცა აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა” (გალ. 3,28).
ეკლესია ყოველთვის გვერდში ედგა ხელისუფლებას. ეს ჩვენი ვალიცაა და ვალდებულებაც ღვთის წინაშე. ჩვენ დღესაც ვაცხადებთ, რომ მომავალშიც ყოველმხრივ შევეწევით ჩვენს ერს და მის მმართველთ საღვთო და მამულიშვილურ საქმეთა განხორციელებაში. ეკლე...
იხილეთ სრულად
ეკლესია ყოველთვის გვერდში ედგა ხელისუფლებას. ეს ჩვენი ვალიცაა და ვალდებულებაც ღვთის წინაშე. ჩვენ დღესაც ვაცხადებთ, რომ მომავალშიც ყოველმხრივ შევეწევით ჩვენს ერს და მის მმართველთ საღვთო და მამულიშვილურ საქმეთა განხორციელებაში. ეკლესიას დიდი ძალა აქვს. მთავარია, მისი შესაძლებლობები სრულად იქნას გამოყენებული.