როდესაც დემონურ გულისსიტყვებს ვებრძვით, ბრძოლა მოწამეობად შეგვერაცხება; ეს იმიტომ, რომ ადამიანი ბოროტი გულისსიტყვებისგან ძალიან იტანჯება, ღმერთი კი ხედავს სულის შრომას და ტკივილს და ამას მოწამეობად უთვლის.
შვილო, ვინაიდან ეშმაკს ვებრძვით, უეჭველია, გულისსიტყვებიც გვექნება და რადგან ჩვენში ძველი ადამიანი ცოცხლობს, არაჯანსაღი გამოვლინებებიც გვაქვს! მაგრამ ავადმყოფს მოთმინება სჭირდება და არა სასოწარკვეთა. შენ რატომ დაკარგე იმედი, შვილო...
იხილეთ სრულად
შვილო, ვინაიდან ეშმაკს ვებრძვით, უეჭველია, გულისსიტყვებიც გვექნება და რადგან ჩვენში ძველი ადამიანი ცოცხლობს, არაჯანსაღი გამოვლინებებიც გვაქვს! მაგრამ ავადმყოფს მოთმინება სჭირდება და არა სასოწარკვეთა. შენ რატომ დაკარგე იმედი, შვილო? აიძულე თავი. გაიხსენე სიკვდილი, საშინელი სამსჯავრო და ჯოჯოხეთი; დამდაბლდი, რადგან შენი ამპარტავნებაა ყველა ბოროტების მიზეზი. ოდნავაც ნუ შეშინდები. გამხნევდი. თუ დამდაბლდები, ღვთის მადლი შეგეწევა.
ნუ გაგაკვირვებს, შვილო, სიძვის გულისსიტყვები, ოღონდ მათი თავიდან აცილების ხერხი ისწავლე. ეს ცოდნა გაანახევრებს მათ და შენ ძლევის გვირგვინით შეგამკობს. როგორც კი წარმოსახვაში ის პიროვნება გამოჩნდება, ვის გამოც ბილწი გულისსიტყვებ...
იხილეთ სრულად
ნუ გაგაკვირვებს, შვილო, სიძვის გულისსიტყვები, ოღონდ მათი თავიდან აცილების ხერხი ისწავლე. ეს ცოდნა გაანახევრებს მათ და შენ ძლევის გვირგვინით შეგამკობს.როგორც კი წარმოსახვაში ის პიროვნება გამოჩნდება, ვის გამოც ბილწი გულისსიტყვები გიჩნდება, მაშინვე, ოდნავი დაყოვნების გარეშე, განაგდე მისი სახე ისე, როგორც ხუჭავ თვალებს, როცა რაიმეს დანახვა არ გინდა; ეშმაკზე განრისხებულმა სწრაფად, ტკივილითა და ცრემლებით იმეორე იესოს ლოცვა და მაშინ დაინახავ, როგორ მოგშ...
სიჭაბუკე არ ივიწყებს თავის ბუნებრივ კანონებს. ამიტომ ის ღვთის ტაძრის (1 კო...
იხილეთ სრულად
სიჭაბუკე არ ივიწყებს თავის ბუნებრივ კანონებს. ამიტომ ის ღვთის ტაძრის (1 კორ. 3, 16), ციხე-სიმაგრის წინააღმდეგ ბილწ გულისსიტყვათა აზვირთებულ ტალღებს მიმართავს, რომ პირუტყვულ გულისსიტყვათა და უწმინდურობათა ბუნაგად აქციოს.გაექეცით ბილწ წარმოდგენებს. ბაბილონური გულისსიტყვები გაანადგურეთ და სულის მახვილით, ლოცვით მოაკვდინეთ, რომ კურთხეულ იყოთ იმ დღეს, როცა ადამიანთა დაფარული გაცხადდება.
განუწყვეტლივ ებრძოლე ბოროტს. მთელი შენი მცდელობა იქით მიმართე, რომ არ იფიქრო ეშმაკის მიერ მოწოდებულ გულისსიტყვებზე, ყურადღება არ მიაქციო მათ და ოდნავაც ნუ იდარდებ.