ზოგი ამბობს, რომ ლოცვისაგან მოდის ხიბლი. ეს შეცდომააა. ხიბლი მოდის თვითნებობისაგან და არა ლოცვისაგან. წმინდანები ბევრს ლოცულობდნენ, სხვებსაც მოუწოდებდნენ ლოცვისაკენ. ლოცვა ყველაზე კარგი საქმეა სულისათვის. ლოცვით ადამიანი მიდის ღმე...
იხილეთ სრულად
ზოგი ამბობს, რომ ლოცვისაგან მოდის ხიბლი. ეს შეცდომააა. ხიბლი მოდის თვითნებობისაგან და არა ლოცვისაგან. წმინდანები ბევრს ლოცულობდნენ, სხვებსაც მოუწოდებდნენ ლოცვისაკენ. ლოცვა ყველაზე კარგი საქმეა სულისათვის. ლოცვით ადამიანი მიდის ღმერთთან, ლოცვით გამოითხოვება მორჩილება, მოთმინება და ყველაფერი კეთილი. ვინც ლოცვის საწინააღმდეგოდ ლაპარაკობს, მან არ იცის რა კეთილია და მოწყალე უფალი. ღმერთისგან სიავე არ არის. ყველა წმინდანი განუწყვეტლივ ლოცულობდა; ერთ წუ...
შენი ცხოვრება წარმართე ასე: აღდგე რა ძილისაგან, შესწირე ღმერთს მადლობა, ილოცე, ტაძრიდან დაბრუნებულმა წაიკითხე რომელიმე სულიერად სასარგებლო წიგნი და შეუდეგ საქმეს. გვარიანად რომ გაირჯები, ისევ ლოცვად დადეგ, ილოცე, შემდეგ ისევ წაიკი...
იხილეთ სრულად
შენი ცხოვრება წარმართე ასე: აღდგე რა ძილისაგან, შესწირე ღმერთს მადლობა, ილოცე, ტაძრიდან დაბრუნებულმა წაიკითხე რომელიმე სულიერად სასარგებლო წიგნი და შეუდეგ საქმეს. გვარიანად რომ გაირჯები, ისევ ლოცვად დადეგ, ილოცე, შემდეგ ისევ წაიკითხე და ისევ შეუდექი საქმეს. ამგვარად იმოქმედე თანამიმდევრულად - ილოცე, იკითხე, გაისარჯე. მაგრამ შრომის დროსაც გონება მიმართე ქრისტესკენ, ლოცვით ევედრე, რათა შეგიწყალოს და შეგეწევა უთუოდ. თუ თანამიმდევრულად იმოქმედებ, მაშ...
ერთმა წმიდა მამამ თქვა: "იფიქრე კეთილზე, რათა ბოროტზე არ იფიქრო, რამეთუ ბოროტ სულს უმოქმედობა არ შეუძლია". ჩვენი გონება ღვთის სიტყვაზე, გულითად ლოცვაზე და მადლმოსილი ფიქრებისკენ უნდა მივმართოთ. ამაო ფიქრებისგან საამო შეგრძნებები წ...
იხილეთ სრულად
ერთმა წმიდა მამამ თქვა: "იფიქრე კეთილზე, რათა ბოროტზე არ იფიქრო, რამეთუ ბოროტ სულს უმოქმედობა არ შეუძლია". ჩვენი გონება ღვთის სიტყვაზე, გულითად ლოცვაზე და მადლმოსილი ფიქრებისკენ უნდა მივმართოთ. ამაო ფიქრებისგან საამო შეგრძნებები წარმოიშობა, კეთილი აზრები კი კეთილ ნაყოფს იძლევა.
ერთი ძმა გამოცდილ ბერთან მივიდა და უთხრა: "ამბა! უდაბნოში ყოფნით მოწყენილი ვარ"; ბერმა უპასუხა: "უფრო ხშირად ილოცე და უფალი შეგეწევა, ძალასა და სიმშვიდეს მოგცემს. ლოცვა ნაღველისა და სასოწარკვეთილების წამალია.
პირვე ხანებში, როგორც მოსაგრე ცხოვრების გამოცდილნი გვასწავლიან, ბოროტი სულები მონაზონს განსაკუთრებით ებრძვიან მოწყინებით, სასოწარკვეთილებით, ნაღველით - მათ მიერ დატოვებული სოფლის გამო; ამასთან ერთად, მათში აღვიძებენ სურვილს, რომ დ...
იხილეთ სრულად
პირვე ხანებში, როგორც მოსაგრე ცხოვრების გამოცდილნი გვასწავლიან, ბოროტი სულები მონაზონს განსაკუთრებით ებრძვიან მოწყინებით, სასოწარკვეთილებით, ნაღველით - მათ მიერ დატოვებული სოფლის გამო; ამასთან ერთად, მათში აღვიძებენ სურვილს, რომ დატოვონ უდაბნო და კვლავ ერში დაბრუნდნენ. მონაზონმა ეს წინასწარ უნდა იცოდეს, რათა სულმოკლეობაში არ ჩავარდეს ასეთი განსაცდელის ჟამს, არამედ - მშვიდად შეხვდეს და მამაცურად შეებრძოლოს მას, ამასთან ერთად, უნდა ფლობდეს და მოქმე...
გარადჩენის იმედი არ არსებობს მათთვის, ვინც სიძვის აზრებს ეთანხმება და ტკბობას განიცდის მათით; და პირიქით, ის, ვინც არ ეთანხმება მათ და წინააღმდეგობას უწევს მთელი ძალისხმევით, ლოცულობს მათ წინააღმდეგ - გვირგვინს მიიღებს უფლისგან.
ხელსაქმე, რომელსაც სიმშვიდითა და ლოცვით ასრულებ, თვითონაც ნაკურთხია და აკურთხევს ხალხსაც, რომლებიც მას გამოიყენებენ. აი, ამ დროს აქვს აზრი იმას, რომ ბერებმა ერისკაცებს კურთხევა მისცენ ამა თუ იმ ხელსაქმის შესასრულებლად. და პირიქით,...
იხილეთ სრულად
ხელსაქმე, რომელსაც სიმშვიდითა და ლოცვით ასრულებ, თვითონაც ნაკურთხია და აკურთხევს ხალხსაც, რომლებიც მას გამოიყენებენ. აი, ამ დროს აქვს აზრი იმას, რომ ბერებმა ერისკაცებს კურთხევა მისცენ ამა თუ იმ ხელსაქმის შესასრულებლად. და პირიქით, ხელსაქმე, რომელიც სიჩქარითა და ნევროზულობით კეთდება, ამ ეშმაკეულ მდგომარეობას სხვებსაც გადასდებს. ნაჩქარევად, განცდებით მუშაობა ეს ძალიან ერული ადამიანების დამახასიათებელი თვისებაა. აღელვებული სულები ხელსაქმით დაკავებულ...
თუ გული ღმერთთან გაქვს, შენი სამუშაო ნაკურთხი იქნება. ინტელექტუალურიც რომ იყოს იგი, რამდენადაც შენ საღვთო ატმოსფეროში ცხოვრობ, საქმის დროს შეიძლება არც ლოცულობდე. თუ ადამიანს სულიერი მდგომარეობა აქვს, ეს მას ძალიან ეხმარება. ის არ...
იხილეთ სრულად
თუ გული ღმერთთან გაქვს, შენი სამუშაო ნაკურთხი იქნება. ინტელექტუალურიც რომ იყოს იგი, რამდენადაც შენ საღვთო ატმოსფეროში ცხოვრობ, საქმის დროს შეიძლება არც ლოცულობდე. თუ ადამიანს სულიერი მდგომარეობა აქვს, ეს მას ძალიან ეხმარება. ის არ ცდილობს, რომ განსჯით მოიპოვოს აზრი, არამედ განწმენდილი სწვდება მას საღმრთო კურთხევის საშუალებით.