წმ. სილუან ათონელი
თემა: ლოცვა,  ხიბლი

ზოგი ამბობს, რომ ლოცვისაგან მოდის ხიბლი. ეს შეცდომააა. ხიბლი მოდის თვითნებობისაგან და არა

ზოგი ამბობს, რომ ლოცვისაგან მოდის ხიბლი. ეს შეცდომააა. ხიბლი მოდის თვითნებობისაგან და არა ლოცვისაგან. წმინდანები ბევრს ლოცულობდნენ, სხვებსაც მოუწოდებდნენ ლოცვისაკენ. ლოცვა ყველაზე კარგი საქმეა სულისათვის. ლოცვით ადამიანი მიდის ღმერთთან, ლოცვით გამოითხოვება მორჩილება, მოთმინება და ყველაფერი კეთილი. ვინც ლოცვის საწინააღმდეგოდ ლაპარაკობს, მან არ იცის რა კეთილია და მოწყალე უფალი. ღმერთისგან სიავე არ არის. ყველა წმინდანი განუწყვეტლივ ლოცულობდა; ერთ წუთსაც არ აცდენდნენ ისინი ლოცვის გარეშე. სული, რომელმაც დაკარგა მორჩილება, კარგავს მასთან ერთად მადლს და წყალობას ღმერთისგან და მაშინ ქრება მგზნებარე ლოცვა; მაგრამ, როცა სული დამშვიდდება ვნებებისაგან და მოიპოვებს მორჩილებას, მაშინ უფალი აძლევს მას თავის წყალობას და ლოცულობს მაშინ იგი მტრებისთვის, როგორც თავისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ლოცულობს მხურვალე ცრემლებით.
 
თემატური კითხვები
0