კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 2) - ციტატები, გამონათქვამები
კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 2) - ციტატები, გამონათქვამები კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 2), წიგნი
სხვაგვარი საქმე აქვს ეთიოპიელს და სხვაგვარი - თეთრს. ამგვარადვე სხვადასხვაგვარია პატივმოყვარეობა მათი, ვინც ძმათა შორის მონასტერში ცხოვრობს და ვინც მათი, ვინც უდაბნოში დაყუდებაში იმყოფება
როდესაც ცოტა ხნით უდაბნოში დავეყუდებით და სიმშვიდეში ვართ, მტერი ჩაგვაგონებს, რომ სოფლად მივიდეთ, რათა დაღუპული სულები გადავარჩინოთ და ვაცხოვნოთ ისინი
ხშირად ის უწმინდური სხეულის სხვადასხვა ნაწილებს შეეხებოდა, თავისი ცბიერებით ბოროტებას დათესავდა და სხეულის ნაწილების ათამაშებით მომავალ საქმეებს უცხადებდა
სიმდაბლეს წარმოაჩენს არა იგი, ვინც თავს იმდაბლებს, რადგან საკუთარი თავი ყველამ უნდა იტვირთოს, არამედ ის წარმოაჩენს სიმდაბლეს, ვისაც სხვები აგინებენ, თავად მოითმენს და მათ მიმართ სიყვარულს არ დაკარგავს
როდესაც ეპისკოპოსობის ან წინამძღვრობის სურვილს ნერგავს, იგი არ უნდა მიიღო, რადგან ხორცის სავაჭროდან ძაღლის გაგდება ძალიან ძნელია
32. ხშირად პატივმოყვარეობას პატივისცემის მაგიერ შეურაცხყოფა მოაქვს, რადგან, მრისხანეს თავისი მოწაფეებისათვის უდიდესი ბოროტება მოაქვს.
29. ლოცვაზე დგომისას პატივმოყვარეობა უმაქნისებს მოშურნედ აქცევს, უხმოებს კეთილხმოვნებად, მძინარეებს - ფხიზლებად. უპირატესისაგან წიგნის კითხვის პატივს ითხოვენ, ფსალმუნის წინასწარ აღებასა და იპაკოს თქმას, მლიქვნელობით მოძღვარსა და მ... იხილეთ სრულად
34. ის ძალიან ადვილად შეერწყმის კაცთა ბუნებას და ბევრ საბრალოს მისი საშუალებით ამარცხებს; ვნახე ეშმაკი, რომელმაც თავისი მეგობარი ეშმაკი დაამწუხრა და განსდევნა: ძმები ერთმანეთს განურისხდნენ, როდესაც ჩხუბობდნენ, სტუმრები ეწვივნენ, მ... იხილეთ სრულად