კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 2) - ციტატები, გამონათქვამები
კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 2) - ციტატები, გამონათქვამები კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 2), წიგნი
46. თუ ღვთისგან მომდინარე დიდების გამოცნობა გსურს, ამგვარად იცან: როდესაც შენ იმ დიდებას მავნებლად ჩათვლი, ყოველ ღონეს იხმარ, რომ მას გაექცე და სადაც წახვალ, შენს ვინაობას დამალავ; ეშმაკეული დიდება კი იმით უნდა გამოიცნო, რომ ამ დ... იხილეთ სრულად
არსებობს უფლის სიტყვა, რომელიც წერილშია ნათქვამი: "ჩემს პატივმგებელს პატივს მივაგებ!" (1 მეფ. 2,30); და არსებობს სიტყვები, რომლებიც ეშმაკის მზაკვრობიდან მოდის, რადგან ნათქვამია: "ვაი თქვენდა, რამეთუ კეთილსა გეტყოდიან თქვენ კაცნი" ... იხილეთ სრულად
ხშირად ღმერთი მისთვის საყვარელ ადამიანებს პატივმოყვარეობის ვნებისაგან კაცთაგან შეურაცხყოფისა და გინების მიღებით განკურნავს
სიმდაბლის დასაწყისია ბაგის დაცვა, კრძალულება და შეურაცხყოფის სიყვარული; მისი საშუალო მდგომარეობაა იმ ყოველგვარი საქმის მიტოვება, რაც ცუდმედიდობას შობს; ხოლო საბოლოო სრულყოფილი სახე - თუკი შეიძლება, რომ უფსკრულის დასასრული იპოვო - ... იხილეთ სრულად
ერთიდაიგივე წამლის დადებით ყველა წყლულს ვერ განკურნავ, ამიტომ სხვა წამალია საჭირო მაშინ, როცა ჩვენ თვითონ მოვიხვეჭთ დიდებას და სხვა მაშინ, როდესაც ჩვენი მცდელობის გარეშე მოდის ის ჩვენთან
როდესაც ისეთ საქმეს აღვასრულებთ, რაც ამპარტავნებას მოგვიტანს, მაშინ ჩვენი გლოვა და ლოცვისას ღვთის წინაშე მარტოდ წარდგომა გავიხსენოთ და ამ საშუალებით აუცილებლად გავანადგურებთ უსირცხვილო პატივმოყვარეობას; თუ მხოლოდ ჭეშმარიტი ლოცვის ... იხილეთ სრულად
როდესაც მაქებრები - და ალბათ უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით - მაცდურნი ქებას გვიწყებენ, გულის სიღრმეში ჩვენი ცოდვები და ჩვენს მიერ ქმნილი მრავალი უსჯულოება გავიხსენოთ და საკუთარი უღირსება ამგვარად შევიცნოთ
ხშირად პატივმოყვარენი ისეთ რამეს ითხოვენ ღვთისგან, რისი მიღებაც მართლაც სიკეთის მომტანია, ამიტომ უფალი წინ უსწრებს და მანამდე აძლევს მათ, ვიდრე ითხოვდნენ, რათა ის ლოცვით არ მოიპოვონ და მათი პატივმოყვარეობა კიდევ უფრო არ გაძლიერდეს