ათეისტებს არ სწამთ მარადიული სიცოცხლის და ამით ისინი ჰგვანან იმ ტყუპ ჩანასახს, რომელიც დედის მუცელში იმყოფება. ერთი ეუბნება მეორეს: - მალე დავიბადებით და დაიწყება ახალი ცხოვრება. მეორე კი ეუბნება: - ძმაო, რას ამბობ...
იხილეთ სრულად
ათეისტებს არ სწამთ მარადიული სიცოცხლის და ამით ისინი ჰგვანან იმ ტყუპ ჩანასახს, რომელიც დედის მუცელში იმყოფება. ერთი ეუბნება მეორეს:- მალე დავიბადებით და დაიწყება ახალი ცხოვრება. მეორე კი ეუბნება:- ძმაო, რას ამბობ! როგორც კი ამ ადგილს მოვშორდებით, მოვკვდებით, ჩვენ გადაგვიჭრიან საარსებო წყაროს. არაფერი არ არსებობს ამ სამყაროს გარდა, სადაც ახლა ვიმყოფებით, რადგან აქედან გასული უნახავთ, უკან დაბრუნებული კი არა. დაახლოებით ასეთი დიალოგის დონეზეა ათეის...
წიწილამ, რომელიც ჯერ არ გამოჩეკილა, არ იცის, რომ კვერცხის ნაჭუჭის იქით არსებობს სხვა სამყარო და ამას მხოლოდ გამოჩეკის შემდეგ იგებს, ადამიანიც მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ხედავს იმქვეყნიურ სამყაროს. იგი წიწილას მსგავსად გარდაცვალებ...
იხილეთ სრულად
წიწილამ, რომელიც ჯერ არ გამოჩეკილა, არ იცის, რომ კვერცხის ნაჭუჭის იქით არსებობს სხვა სამყარო და ამას მხოლოდ გამოჩეკის შემდეგ იგებს, ადამიანიც მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ხედავს იმქვეყნიურ სამყაროს. იგი წიწილას მსგავსად გარდაცვალების შემდეგ თავისუფლდება გვამისაგან (ნაჭუჭისაგან) და მის წინაშე გადაიშლება უცნობი, ულამაზესი, უდიდესი და საიდუმლო სამყარო.
ღმერთმა ადამიანი უკვდავი შექმნა და სამოთხეში დაასახლა, მაგრამ შემდეგ, როცა მან ცოდვა ჩაიდინა, ღმერთმა ადამიანი დასაჯა და სამოთხიდან მიწაზე განდევნა. სწორედ მიწაზე დაუწესა მას დროებით ცხოვრება და სულიერი განწმენდა. აქ მიწაზე უნდა მ...
იხილეთ სრულად
ღმერთმა ადამიანი უკვდავი შექმნა და სამოთხეში დაასახლა, მაგრამ შემდეგ, როცა მან ცოდვა ჩაიდინა, ღმერთმა ადამიანი დასაჯა და სამოთხიდან მიწაზე განდევნა. სწორედ მიწაზე დაუწესა მას დროებით ცხოვრება და სულიერი განწმენდა. აქ მიწაზე უნდა მოხდეს მისი მომზადება მარადიული ცხოვრებისათვის.
თუკი ადამიანში არ არის სული, საიდან აქვს ადამიანს ისეთი გრძნობები როგორიცაა: 1. გონება – ჯილდო აზროვნებისა, განჭვრეტისა, აზრის გამოტანისა. 2. ინფორმაციის წყარო – ლაპარაკის უნარი, ზეპირი და წერილობითი. 3. ნებისყოფა –...
იხილეთ სრულად
თუკი ადამიანში არ არის სული, საიდან აქვს ადამიანს ისეთი გრძნობები როგორიცაა:1. გონება – ჯილდო აზროვნებისა, განჭვრეტისა, აზრის გამოტანისა.2. ინფორმაციის წყარო – ლაპარაკის უნარი, ზეპირი და წერილობითი.3. ნებისყოფა – გზის არჩევის შესაძლებლობა, რაზეც დამოკიდებულია მთელი მისი სიცოცხლე.4. ნამუსი – უმაღლესი მსაჯული, რომელიც მოუსვენრად, საიდუმლოდ იმყოფება ჩვენს სულში. ეს იგივე ღვთის ხმაა, რომელიც ესმით იმათაც კი, ვინც ღმერთს უარყოფს. "ყური გვაქვს მოსასმენ...
ცოტათი მაინც რომ ჩავწვდეთ სამების არსს, მოვიყვანოთ ასეთი შედარებანი: არსებობს მზე, სხივები და სითბო. მზე შეიძლება შევადაროთ მამა ღმერთს, მისგან გამოსული სხივები ძეს და სითბო სული წმიდას. უნდა ავიღოთ გონება, აზრი, საქმენი. ადამიანი...
იხილეთ სრულად
ცოტათი მაინც რომ ჩავწვდეთ სამების არსს, მოვიყვანოთ ასეთი შედარებანი: არსებობს მზე, სხივები და სითბო. მზე შეიძლება შევადაროთ მამა ღმერთს, მისგან გამოსული სხივები ძეს და სითბო სული წმიდას. უნდა ავიღოთ გონება, აზრი, საქმენი. ადამიანის გონება შევადაროთ მამაღმერთს, გონება ყოველთვის შობს აზრს, ე. ი. ძეს, ხოლო ამ აზრის განხორციელება – სული წმიდის მადლს.