ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

39. რამეთუ „ეშმაკი, როგორც მყვირალი ლომი, მიმოდის და დაეძებს ვინ შთანთქას“, და მასთან ერთად – ძალნი მისნი; მაშ, ნურასოდეს ნურანაირად ნუ დაგვეშრიტება გულისმიერი ყურადღება, მღვიძარება, სიტყვისმგებლობა და ლოცვა ჩვენი ღვთის, იესო ქრისტეს მიმართ, რადგან უკეთეს შეწევნას, ვიდრე ეს იესოსგან გვაქვს, მთელ შენს ცხოვრებაში ვერ ჰპოვებ, ვინაიდან მხოლოდ უფალმა იცის თავად, როგორ ღმერთმა, ეშმაკთა ყოვლადი მზაკვრობანი, მოხერხებანი და ცბიერებანი. რამეთუ ეშმაკი, როგორც მყვირალი ლომი, მიმოდის

იესოს ლოცვა თანდათანობით მოქმედებს: პირველად იგი მხოლოდ გონებაზე მოქმედებს, სიმშვიდესა და ყურადღებას ანიჭებს მას, შემდეგ გულში შეაღწევს, გამოიყვანს სასიკვდილო ძილისაგან და მის გაცოცხლებას ლმობიერების და გრძნობითა და ცრემლით გამოაჩენს. ეს ლოცვა უფრო ჩაღრმავდება და ნელ-ნელა სულისა და სხეულის ყველა ნაწილში ამოქმედდება, ყოველი ადგილიდან დაიწყებს ცოდვის გამოდევნას, ეშმაკის მბრძანებლობის, ზემოქმედებისა და გესლის განადგურებას იესოს < =_1>ლოცვა თანდათანობით მოქმედებს:

იესოს ლოცვას ჩაუღრმავდით იმდენად, რამდენადაც საამისო ძალები გაგაჩნიათ. ის შეგკრებთ, შეგაძლებინებთ, შეიგრძნოთ ძალა უფალში და შედეგად მასთან განუშორებლად იქნებით როგორც მარტო ყოფნისას, ასევე ადამიანთა გარემოცვაში, რაიმე საქმიანობისას, კითხვისას თუ ლოცვისას. მაგრამ, ძალა ამ ლოცვის წარმოთქმისას სიტყვების გამეორებას კი არ მოახმაროთ, არამედ სიტყვების მეშვეობით გონებისა და გულის ღვთისაკენ მიმართვას. ერთსაც და მეორესაც ერთდროულად იესოს < =_1>ლოცვას ჩაუღრმავდით იმდენად

იესოს ლოცვა“ თანდათანობით მოქმედებს: პირველად იგი მხოლოდ გონებაზე მოქმედებს, სიმშვიდესა და ყურადღებას ანიჭებს მას, შემდეგ გულში შეაღწევს, გამოიყვანს სასიკვდილო ძილისაგან და მის გაცოცხლებას ლმობიერების გრძნობითა და ცრემლებით გამოაჩენს. ეს ლოცვა უფრო ჩაღრმავდება და ნელ–ნელა სულისა და სხეულის ყველა ნაწილში ამოქმედდება, ყოველი ადგილიდან დაიწყებს ცოდვის გამოდევნას, ეშმაკის მბრძანებლობის, ზემოქმედებისა და გესლის განადგურებას. იესოს < =_1>ლოცვა თანდათანობით მოქმედებს:

ორი სრულიად საწინააღმდეგო ძალა მოქმედებს ჩემზე: სიკეთისა და ბოროტებისა, სიცოცხლისმომნიჭებელი და მომაკვდინებელი. ორივე სულიერია, ორივე უხილავი ძალაა. კეთილი, თავისუფალი, წრფელი ლოცვისას, იგერიებ, განაგდებ ბოროტს, ბოროტი ძალა კი მხოლოდ იმ ბოროტებითაა ძლიერი, რომელიც ჩემშია ჩამარხული. ეშმაკის განუწყვეტელ გვემას რომ ავცდე, მუდმივად გულზე უნდა მედოს იესოს ლოცვა: იესო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე. უხილავის წინააღმდეგ - ხილული ღმერთი, ძლიერის წინააღმდეგ - უმტკიცესი. ორი სრულიად საწინააღმდეგო ძალა მოქმედებს

თუკი შინაგანი ლოცვა გიყვართ, იტანჯეთ და შეიურვეთ იესოს მოხმობისას. და იგი გაგეხსნებათ მოტყინარე სიყვარულში, რომელიც ყველა ვნებას წვავს. და დაემსგავსებით ძლიერ შეყვარებულს, რომელსაც საყვარელი სახის გახსენებისას მყისვე გული უთრთის, თვალებიდან კი ცრემლი სდის. ასეთი ღმრთაებრივი წადილისა და სიყვარულის ცეცხლი უნდა გიზგიზებდეს გულში. ისე რომ, როგორც კი გაიგონებს ან იტყვის: "უფალო იესო ქრისტე ჩემო, ტკბილო საყვარელო!" ან "უტკბესო დედავ, ყოვლადწმინდაო ქალწულო!" - უმალ ცრემლი სდის თუკი შინაგანი ლოცვა გიყვართ, იტანჯეთ და


გონება გეფანტება?

გონება გეფანტება? ჩურჩულით იმეორე იესოს ლოცვა და ნუ უქმადმეტყველებ, რადგან ამით საკუთარ თავთან ერთად სხვებსაც აზიანებ. გონება გეფანტება? ჩურჩულით იმეორე იესოს <

თქვენ ნუ მთხოვთ, აგიხსნათ ლოცვითი ღვაწლი... მაგრამ აქ ახახსნელი არც არაფერია. დადექით გონებით გულში ღვთის პირისახის წინაშე და მოუხმეთ მას: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი!" ეს იქნება შრომალოცვაში. ამისდა მიხედვით, თუ ვინ როგორი გულმოდგინებით იღვაწებს, უფალი მისცემს მას სულიწმიდიდს ნაყოფს, ანუ სულიერ ლოცვას. აი, ყველაფერი ის, რაც სათქმელი და გასააზრებელია იესოს ლოცვის შესახებ. სხვა ყველაფერი მოგონილია და საქმეს არ წაადგება. სხვაგვარად მტერი ნამდვილი ლოცვისაგან დაგაშორებთ. თქვენ ნუ მთხოვთ, აგიხსნათ ლოცვითი ღვაწლი...

მღვიძარებისას ფრიად სასარგებლოა მრავალსახეობა. თუ ადამიანი მარტოა, დაე, თავიდან გრძელი მეტანიები გააკეთოს, მერე მოკლე და შემდეგ დაიწყოს იესოს ლოცვა – მჯდომარემ ან მუხლმოყრილმა. ყოველივე ეს რამდენჯერმე გაიმეოროს იმ დროის გათვალისწინებით, რაც მის განკარგულებაშია. ასეთი მეთოდი უაღრესად სასარგებლოა, რამეთუ სულიერ გამოცოცხლებას იწვევს და სულიერი მოძრაობების – მეტანიების – დახმარებით უმოძრაობისაგან გამოწვეულ დაღლილობას დევნის. ამით, აგრეთვე, ძილქუში განიდევნება და მაშინ ლოცვას გონებაში ნათელი შემოაქვს. მღვიძარებისას ფრიად სასარგებლოა

განუწყვეტელი განსწავლა „იესოს ლოცვაში“ აღესრულება ბაგეებით ან გონებით ამ ლოცვის მშვიდად წარმოთქმით, რასაც აუცილებლად უნდა ახლდეს ყურადღება და სინანულის გრძნობა. ეშმაკი ვერ იტანს სინანულის კეთილსურნელებას; იმ სულს, რომელიც ამ კეთილსურნელებას გამოსცემს, ეშმაკი თავის საცთურებიანად გაურბის. ამგვარად აღსრულებული „იესოს ლოცვა“ საუკეთესო იარაღია ყველა ვნების წინააღმდეგ, საუკეთესო საქმიანობაა გონებისთვის ხელსაქმის, მოგზაურობისა და ყველა იმ შემთხვევის დროს, როდესაც შეუძლებელია კითხვა და ფსალმუნთგალობა. განუწყვეტელი განსწავლა იესოს < =_1>ლოცვაში

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3