წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
თუ გსურს, ძმაო, შეიტყო რა კარგი და საქები არის კაცი შრომისმოყვარე, წარმოიდგინე: ოდესცა შენ იმუშავებ დილითგან საღამომდის, მაშინ გიხარიან და მადლობ ღმერთსა, და თუ რომელიმე დღე უქმად გაატარე, იმ დღეს შენ თვითონაც მოწყენილი ხარ. მაშასადამე, ეცადე და შეიყვარე შრომა და მუშაკობა.
თემა: შრომაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
უქმობა არის საშინელი ცოდვა. უქმი კაცი უადვილესად შთავარდება ყოველსა ცოდვასა შინა, ვიდრე კაცი შრომისმოყვარე. მოხუცებულნი და გამოცდილნი კაცნი ესრეთ იტყვიან: უქმობა არის დედა ყოველთა ცოდვათაო. რა სახით? ესრედ, რომელ კაცი, რომელიც ყოველთვის არის გაბმული საქმეში, ყოველ დღე შრომობს, მუშაკობს და არაოდეს აქვს მოცალება, ესრეთი კაცი ვერც მოიფიქრებს რომელსამე ცუდსა საქმესა, ვერც აღასრულებს, მისთვის რომელ დრო არა აქვს, მოცლილი არ არის. გარნა კაცი უქმი ადვილად შთავარდება ყოველს ცოდვაში, ვინაითგან მოცლილი არის და ადვილად გაუჩნდება გულში ცუდი რომელიმე აზრი, ადვილად აცდუნებს მას სულიერი მტერი და ადვილად მიიზიდავს ყოველი ბოროტი კაცი მას ცუდს საქმეში. მაშასადამე, ეცადენით, რომ ცუდად არ დაკარგოთ არცა ერთი წამი
დიდი საშინელი ცოდვა არის, ძმაო ჩემო, ზარმაცობა ანუ ცუდად დროების დაკარგვა. ღმერთმან შექმნა კაცი შრომისა და მუშაკობისათვის. საღმრთო წერილში თქმულ არს: ვინც არ მუშაკობს, იმან პური არ უნდა სჭამოსო. მართლა, ვინც არ მუშაკობს, იგი არ არის ღირსი, რომ სჭამოს პური, მისთვის რომელ ყოველმან კაცმან თავის ხელით უნდა შეიძინოს თავისი საზრდო. მაშასადამე, ვინც არ მუშაკობს, იგი სჭამს სხვის ნამუშაკევს და მით დაემზგავსება ქურდსა.
სიმართლისათვის კაცმან ყოველი დევნა უნდა მოითმინოს. თუ სიმართლეს დამალავ, ღმერთს განარისხებ; თუ სიმართლეს იტყვი და ვინმემ ამისთვის მოგიძულა და ცუდი რაიმე გიყო, ნუ გეშინიან, ღმერთი სასუფეველს მოგცემს.
თემა: სიმართლეავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ჩვენს სულიერ მტერს ეშმაკს, უხარიან ოდესცა ხედავს ჩვენ შორის ჩხუბსა, შფოთსა, შურსა. მისთვის რომელ, ოდესცა ჩვენ შორის არის ჩხუბი და განხეთქილება, მაშინ ადვილად გვაცდენს იგი და ადვილად შთაგვაგდებს იგი ყოველსა ცოდვასა შინა; გარნა როდესაც ხედავს ჩვენ შორის ერთობასა და სიყვარულსა, მაშინ ვერაფერს დაგვაკლებს.
თემა: ერთობა, ერთსულოვნებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მისთვის მოვიდა ქვეყანასა ზედა, მისთვის მიიღო ბუნება კაცისა, მისთვის ივნო, ჯვარს ეცვა და აღსდგა, რათა შეაერთოს და შეარიგოს კაცი ღმერთთან. ცოდვამან და ურჩებამან კაცი განაშორა ღმერთისაგან; ღმერთი განრისხებული იყო კაცზედ, გარნა უფალმან იესო ქრისტემან მოახდინა მშვიდობა ღვთისა და კაცთა შორის.
თემა: ღვთის განკაცებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ღმერთს უყვარს მშვიდობა და მყუდროება. საღმრთო წერილში ღმერთი თავის თავს უწოდებს ღმერთად მშვიდობისა და მამად მოწყალებისა. თვინც კაცს კაცთან შეარიგებს, მშვიდობას და შერიგებას მოახდენს მოყვასთა თვისთა შორის, ამით იგი დაემსგავსება თვით უფალსა იესო ქრისტესა, ანუ შეეწევა მას. აჰა რა დიდი და პატიოსანი საქმე არის მშვიდობის მოხდენა ქვეყანასა ზედა. ყოველი ქრისტიანე უნდა ცდილობდეს, რომ შეიძინოს ეს სათნოება.
თემა: მშვიდობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ვისაც წმიდა გული აქვს, იმას მაცხოვარი აღუთქვამს ღვთის ხილვას: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“. ვინაითგან ღმერთი არის უწმიდესი არსება, მას იხილავს მხოლოდ კაცი წრფელი გულითა. ღმერთი არის ნათელი ბრწყინვალე, ამისთვის ღმერთს ვერ მიეახლება კაცი იგი, რომელსა აქვს გული დაბნელებული უწმინდურითა აზრითა.
თემა: გულის განწმენდაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
რაც გაქვს გულში ანუ ცუდი სურვილი, ანუ განზრახვა ბოროტი, განაგდე გულისაგან. თუ გაგიჩნდა გულში მსწრაფლ ცუდი რაიმე განზრახვა, ანუ სხვამ ვინმე შეგაგონა რაიმე ცუდი, ეცადე და მაშინვე მოინანიე და დაივიწყე. თუ დიდხანს დაუტევე გულში ბოროტი აზრი, ანუ სურვილი, როგორც რომ თესლი მიწაში, ისრე გაიბამს ფესვსა შენს გულში ის აზრი და ცოდვაში შთაგაგდებს.
თემა: გულის განწმენდაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი