გახსოვდეს, რომ შენ შესახებ თქმული ყოველი ბოროტი სიტყვა თითო ოქროს გვირგვინიცაა. როცა ვინმეს შეურაცხყოფენ და უხეშ სიტყვას ეუბნებიან, სტკივა, მაგრამ ეს ტკივილი ვნებებისთვის, სულის ჭრილობებისთვის სამკურნალო ბალზამი ხდება. ვერც ერთი ს...
იხილეთ სრულად
გახსოვდეს, რომ შენ შესახებ თქმული ყოველი ბოროტი სიტყვა თითო ოქროს გვირგვინიცაა. როცა ვინმეს შეურაცხყოფენ და უხეშ სიტყვას ეუბნებიან, სტკივა, მაგრამ ეს ტკივილი ვნებებისთვის, სულის ჭრილობებისთვის სამკურნალო ბალზამი ხდება. ვერც ერთი სათნოება ისე ვერ განწმენდს ადამიანს ამპარტავნებისა და სიdვის ვნებისგან, როგორც მოთმინებითა და დუმილით ატანილი შეურაცხყოფა და უგულებელყოფა.
ყველაფერი მოითმინე. გახსოვდეს ქრისტე, რომელსაც ლანძღავდნენ, სილას აწნავდნენ, შოლტით სცემდნენ და ბოლოს ჯვარს აცვეს. მან კი ჩვენთვის ყველაფერი დაითმინა; ჩვენც, ვისაც ამდენი ცოდვა გვაქვს, მსგავსად უნდა მოვითმინოთ მისი სიყვარულისა და ...
იხილეთ სრულად
ყველაფერი მოითმინე. გახსოვდეს ქრისტე, რომელსაც ლანძღავდნენ, სილას აწნავდნენ, შოლტით სცემდნენ და ბოლოს ჯვარს აცვეს. მან კი ჩვენთვის ყველაფერი დაითმინა; ჩვენც, ვისაც ამდენი ცოდვა გვაქვს, მსგავსად უნდა მოვითმინოთ მისი სიყვარულისა და ჩვენი სულების ცხონებისთვის.
ილოცეთ, შვილებო, და ნუ გეშინიათ. ზესთამბრძოლი ღვთისმშობელი ძლევას ისევ ჩვენ მოგვანიჭებს. იფიქრეთ დის ძვირფას სულზე, გააცნობიერეთ მისი განუზომელი ღირებულება, რადგან ქრისტე მისთვისაც მოკვდა.
მიანდეთ უფალს თქვენი საზრუნავი და ის იზრუნებს თქვენზე. საკუთარი ნებით ნუ იმოქმედებთ, რადგან რწმენა მადლისა და ღვთის მოხილვის ნაყოფია. განა თითოეულ ჩვენგანს პირადად არ განგვიცდია ღვთის წმინდა განგებულების სასწაულები? განა N-ს ღვთის...
იხილეთ სრულად
მიანდეთ უფალს თქვენი საზრუნავი და ის იზრუნებს თქვენზე. საკუთარი ნებით ნუ იმოქმედებთ, რადგან რწმენა მადლისა და ღვთის მოხილვის ნაყოფია. განა თითოეულ ჩვენგანს პირადად არ განგვიცდია ღვთის წმინდა განგებულების სასწაულები? განა N-ს ღვთის მადლი არ ეწვია? თქვენი თავდადება რომ არა, ის ქრისტეს მხედრობაში იქნებოდა? განა უფალი ჩვენთვის არ შეიწირა მსხვერპლად? დიახ! ქრისტე ჯვარზე რომ არ ასულიყო სიკვდილისთვის, დღეს არ ვიქნებოდით ის, რაც ღვთის მადლით ვართ.