ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) |
შეუძლებელია, აქ მოკლებული სიკეთის სანაცვლოდ მარადიული სიკეთით არ დავტკბეთ!
როგორც ადამიანებს (მე პირველს), თავიდან გვეშინია, რომ ჩვენი ადამიანური უძლურება გამოჩნდება. მაგრამ შემდეგ კეთილი კვირინელი – ღვთის მადლი – მოდის, ჩვენს ჯვარს ტვირთულობს და გოლგოთაზე უფრო ადვილად ავდივართ.
დავინახოთ, რომ ღმერთი ჩვენი მამაა. დაე, განვისვენოთ მისი საიმედო მკლავების სითბოში მოქცეულებმა. მან იცის, როგორ მოაგვაროს ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ.
„უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ“ (იოან. 15, 20), თუკი მე განმიკითხეს და ცილი დამწამეს, თქვენც ასევე მოგექცევიან. და როცა ყოველივე ამას დაითმენთ ჩემი სახელის გამო, „გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად ა... იხილეთ სრულად
განა შეიძლება მაღალ წოდებას შრომისა და ჯაფის გარეშე მიაღწიო? ნუ დავივიწყებთ ღვთაებრივი ჯვარცმის მნიშვნელობას – ჩვენც მოვალე ვართ პატარა მხსნელებად ვიქცეთ, როცა, ღვთის ნებით, ამის დრო დადგება.
საღვთო სიტყვის ქადაგება შედარებით მცირე სათნოებაა, უფლისთვის თავის გაწირვა კი – სრული სიყვარულია. ეს იგივეა, რომ სული დადო მოყვასის სიყვარულისთვის.
იმის ნაცვლად, რომ ქრისტესმიერი სიმხნევე და სიქადული გქონდეთ მის სადიდებლად, ვინც ასეთი ღვაწლის ღირსი გაგხადათ, თქვენ პირიქით, მწუხარებით, გულისსიტყვებითა და დრტვინვით აღივსეთ? ვიმეორებ, უნდა გეამაყათ, რომ თქვენ, უბადრუკები და უღირ... იხილეთ სრულად
ქრისტე თავად ის არის, ვინც თმის თითოეულ ღერს აღრაცხავს. გვგონია, რომ მისი ნება-სურვილის გარეშე რაიმე მოხდება? და თუკი ღვთის განგება გვიცავს, რამ უნდა შეგვაშინოს? უფრო მეტად მისი გვეშინოდეს, ვისაც შეუძლია გეენიის ცეცხლში ჩაგვაგდოს ... იხილეთ სრულად