ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) - ციტატები, გამონათქვამები
ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) - ციტატები, გამონათქვამები ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი
ცოდვის საშიშროება მუდმივად არსებობს. იგი ჩასაფრებული კართან გვიცდის, როგორც მრისხანე გაფრთხილება სიკვდილისა, ამიტომაც სიფხიზლის მოდუნება არავის ჰმართებს.
ღმერთი ერთია, ჭეშმარიტებაც ერთია, ისევე როგორც ერთია ეკლესია, რომელიც არის „ჭეშმარიტების სვეტი და სიმტკიცე“ (1 ტიმ. 3, 15).
მართალია, ძნელია, შეიყვარო ის, ვინც ტკივილი მოგაყენა, შეურაცხგყო, ცილი დაგწამა ან გაგიმეტა, მაგრამ ფაქტია, უეჭველად დამღუპველი გზით მიდის ის, ვინც შუღლს კიდევ უფრო აღრმავებს, ვინც ურთიერთდაპირისპირებას ამწვავებს და მტრობას აძლიერე... იხილეთ სრულად
სიტყვით თუ საქმით, ყველგან და ყოველთვის, შესაძლებლობისამებრ აკეთეთ სიკეთე და იგი თქვენვე დაგიბრუნდებათ.
როდესაც სულს სიკვდილი ახსოვს, იგი ხდება მორჩილი და სრულიად მიეცემა ღვთის ნებას. მას ყველასთან მშვიდობა სურს, ყველას სიყვარულს ესწრაფვის...