ტკივილი მხოლოდ ღვთისგან დაშორებულ ადამიანებს როდი კურნავს. იგი იმ ჯანმრთელი სულების ექიმიცაა, რომლებიც მომაკვდინებელი სენით არ არიან ავად (იოან. 11, 4), მაგრამ დროდადრო უდებებით, ხანდახან განკითხვით, თავისმოყვარებით, სიმხდალით, ეჭ...
იხილეთ სრულად
ტკივილი მხოლოდ ღვთისგან დაშორებულ ადამიანებს როდი კურნავს. იგი იმ ჯანმრთელი სულების ექიმიცაა, რომლებიც მომაკვდინებელი სენით არ არიან ავად (იოან. 11, 4), მაგრამ დროდადრო უდებებით, ხანდახან განკითხვით, თავისმოყვარებით, სიმხდალით, ეჭვით და ა. შ. სცოდავენ.
ხდება ხოლმე, - ამბობდა ნეტარი მამა, - რომ ადამიანი გარეგნულად სიტყვაძვირი ჩანს, მაგრამ თუ ის გულში სხვებს განიკითხავს, მაშინ ყოველთვის ლაპარაკობს. არიან ისეთებიც, ენით მთელი დღე რომ საუბრობენ, მაგრამ შინაგანად მდუმარებენ, რადგან ა...
იხილეთ სრულად
ხდება ხოლმე, - ამბობდა ნეტარი მამა, - რომ ადამიანი გარეგნულად სიტყვაძვირი ჩანს, მაგრამ თუ ის გულში სხვებს განიკითხავს, მაშინ ყოველთვის ლაპარაკობს. არიან ისეთებიც, ენით მთელი დღე რომ საუბრობენ, მაგრამ შინაგანად მდუმარებენ, რადგან არავის განიკითხავენ".
ხშირად ადამიანები, რომლებიც თავს მორწმუნეებად მიიჩნევენ, ვერ აღწევენ იმას, რასაც ლოცვაში ითხოვენ. რატომ ხდება ეს?! იაკობ მოციქულის ეპისტოლეში ვკითხულობთ: "ითხოვთ და არ გეძლევათ, რადგან ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენი ვნებები დაიკმა...
იხილეთ სრულად
ხშირად ადამიანები, რომლებიც თავს მორწმუნეებად მიიჩნევენ, ვერ აღწევენ იმას, რასაც ლოცვაში ითხოვენ. რატომ ხდება ეს?!იაკობ მოციქულის ეპისტოლეში ვკითხულობთ: "ითხოვთ და არ გეძლევათ, რადგან ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენი ვნებები დაიკმაყოფილოთ" (იაკ.4.2). დიახ, ადამიანების ნაწილს მიაჩნია, რომ სწამთ ღმერთი, და ამავე დროს ერთმანეთს ეჯიბრებიან მიწიერი კეთილდღეობის მოსაპოვებლად, ან შურთ, ცილს სწამებენ და განიკითხავენ სხვას, რაც მათ ლოცვას ძალას უკარგავს.
მამა გაბრიელთან, მცხეთაში, ერთი ჩემი მეგობარი ნ. ს. დამყავდა ხოლმე, რომელიც ხშირად განიკითხავდა მას და ამბობდა, როგორ შეიძლება ბერმა ამდენი სასმელი დალიოს, ეს ხომ ლოთობაა და მეტი არაფერიო. ერთხელ, როდესაც მასთან ერთად მამა გაბრიელ...
იხილეთ სრულად
მამა გაბრიელთან, მცხეთაში, ერთი ჩემი მეგობარი ნ. ს. დამყავდა ხოლმე, რომელიც ხშირად განიკითხავდა მას და ამბობდა, როგორ შეიძლება ბერმა ამდენი სასმელი დალიოს, ეს ხომ ლოთობაა და მეტი არაფერიო. ერთხელ, როდესაც მასთან ერთად მამა გაბრიელთან მივდიოდი, იგივე თემაზე მოგვიხდა შეკამათება და თითქმის მთელი გზა ვდაობდით. როცა ჩავედით სამთავროს მონასტერში, მამა გაბრიელმა ჩემი მეგობარი მაშინვე თავისთან იხმო და იქვე მდგარი ღვინის ბოთლის მიტანა დაავალა. შემდეგ მიუბ...
53. განა არ უნდა შეძრწუნდეს, შეშფოფდეს და გაოგნდეს გონება, როცა "მამა ღმერთი არავის ჰსჯის, არამედ მთელი მსჯავრი მისცა ძეს" (იოან.5,22), ძე კი გვეუბნება;"ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ" (მათ.7.1), "ნუ განიკითხავთ და არა განიკ...
იხილეთ სრულად
53. განა არ უნდა შეძრწუნდეს, შეშფოფდეს და გაოგნდეს გონება, როცა "მამა ღმერთი არავის ჰსჯის, არამედ მთელი მსჯავრი მისცა ძეს" (იოან.5,22), ძე კი გვეუბნება;"ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ" (მათ.7.1), "ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ" (ლუკ.6.37), მსგავსად ამისა, მოციქული ამბობს "ნაადრევად ნუ განიკითხავთ, ვიდრე არ მოვა უფალი" (1 კორ.4,5), და კიდევ:"რომლითაც სხვას განსჯი, შენსავე თავს განსჯი" (რომ.2,1); მაშინ, გეკითხებით, როცა ეს ასეა, ადამიანებ...
57. თუ "რომელი ძვირსა იტყოდეს ძმისათვის და განიკითხავს ძმასა თვისსა, განიკითხავს ჰსჯულსა" (იაკ. 4,11), ქრისტეს სჯული კი არის სიყვარული (იოან. 13, 34), მაშინ განა მაწყევარი არ განეშორება ქრისტეს სიყვარულს და განა თავად არ ხდება საკ...
იხილეთ სრულად
57. თუ "რომელი ძვირსა იტყოდეს ძმისათვის და განიკითხავს ძმასა თვისსა, განიკითხავს ჰსჯულსა" (იაკ. 4,11), ქრისტეს სჯული კი არის სიყვარული (იოან. 13, 34), მაშინ განა მაწყევარი არ განეშორება ქრისტეს სიყვარულს და განა თავად არ ხდება საკუთარი მარადიული ტანჯვის მიზეზი?