წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ნათლისღება ყოველს კაცს გააქრისტიანებს. ვინც ნათელიღო, იგი არის მოწაფე უფლისა იესო ქრისტესი და მოზიარე მისის მადლისა. ნათლისღება ყოველს კაცს გააქრისტიანებს. ვინც

უფალმან იესო ქრისტემან დააწესა ყოველსა ქვეყანასა ზედა წმიდა ეკლესია, რომელი ყოველსა კაცსა გარდასცემს სასოებასა, სწავლასა, მადლსა და ცხოვნებასა მისსა. ვინც ეკლესიას არ ეკუთვნის, იგი არ არის ქრისტიანე, მისთვის, რომელ ვერ მიიღებს მადლსა იესო ქრისტესსა. უფალმან იესო ქრისტემან დააწესა ყოველსა

რა უგუნური და უსასო უნდა იყოს კაცი, რომელიც მრთელი წლის განმავლობაში ერთხელაც არ ეზიარება. რა უგუნური და უსასო უნდა იყოს კაცი, რომელიც

თუ ამ ქვეყანაში შენ ხარ ყველაზედ უსაწყლესი და დაჩაგრული; გარნა, თუ სულგრძელებით მოითმენ შენ მწუხარებას, არ დაკარგავ სასოებას, მაშინ მომავლასა საუკუნესა შინა შენ იქმნები უმაღლესი მრავალთა კაცთა. თუ ამ ქვეყანაში შენ ხარ ყველაზედ უსაწყლესი და

ისეთი მწუხარება არ ექმნება კაცს გულში, რომელი არ დააცხროს და არ განაქარვოს მხურვალემ და ერთგულმა ლოცვამ. თუ ერთხელ მიეჩვიე და ისწავლე, რა არის ერთგული და მხურვალე ლოცვა, უმჯობესს ნუგეშს ვერსად ვერ პოვებ. ადვილად მოითმენს და ადვილად იკისრებს კაცი ყოველსა უბედურებასა და ყოველსა მწუხარებასა, თუ შეუძლიან გულსმოდგინედ ილოცოს ღვთის წინაშე. ისეთი მწუხარება არ ექმნება კაცს გულში, რომელი

თუ ღმერთმან მოგცა შენ რომელიმე სულიერი სიხარული, რომელიმე ბედნიერება, აქ ეკლესიაში გარდაიხადე მადლი ღვთის წინაშე. უკეთუ ნაცვლად სიხარულისა, შეგემთხვია რაიმე მწუხარება, ისიც აქ აღუარე ღმერთსა შენსა. ყოველივე ღვთისაგან არის ძმაო ჩემო. თუ ღმერთმან მოგცა შენ რომელიმე სულიერი

სულსა კაცისასა აქვს თავისი საკუთარი საზრდო, რომელიცა, თუ მოაკლდა სულსა ჩვენსა, მოკვდება. სულიერი საზრდო არს სწავლა, გნათლება, ცნობა ღვთისა და თავის თავისა. სულსა კაცისასა აქვს თავისი საკუთარი საზრდო

ზოგიერთი კაცი ისრე ფიქრობს, რომ თუ მოვიდა ეკლესიაში და წირვის გადათავებამდის დადგა, პირჯვარი დაიწერა, მეტი არაფერი არ არის საჭირო. სინიდისი მისი ამით კმაყოფილია. იმას კი არ კითხავს თავის თავს, თუ რა გაიგონა, რა შეუვიდა ჭკუაში და გულში, რომელი ცუდი აზრი გაუსწორდა, რომელი ცუდი საქმე დაავიწყდა. როდესაც შენ, ძმაო ჩემო, ივაჭრე, საღამოზედ დასთვლი, რა გაყიდე, რავდენი ფული მოიგე, რაოდენი სარგებლობა მიიღე. ეგრედვე უნდა ქნა სულიერადაც როდესაც გამოხვალ ეკლესიითგან, იფიქრე და შეიტყვე, რა გაიგონე, რაოდენი სულიერი სარგებლობა მიიღე? უმჯობესი შეიქმნენ, თუ არა, გამდიდრდი თუ არა? ზოგიერთი კაცი ისრე ფიქრობს, რომ თუ მოვიდა

მონანება ის არის, როდესაც კაცი იფიქრებს და იტყვის: მე ესა და ეს საქმე სწორედ (მართლა) ცუდად ვქმენიო, ამ საქმეში მე სწორედ დამნაშავე ვარო ღვთის წინაშე; ეწყინება (მოსწყინდება), მოეძალება ცოდვა და მერმე იტყვის: არა, ამას იქით აღარ ვიქმნ იმ საქმესო; ღმერთო, მომიტევე ახლა და ამას იქით კი სწორედ მომძულდა ის ცოდვა და აღარ ვიქმნო. აი, რაი არს მონანება. მონანება ის არის, როდესაც კაცი იფიქრებს და

ჭეშმარიტად, ძმანო ჩემნო, ეკლესია არის და ყოველთვის უნდა იყოს ჩვენთვის ერთი ფრიად შეყვარებული და სანატრელი ადგილი, რომელმან ჩვენ ყოველნი უნდა შეგვაერთოს სულიერად წინაშე ღვთისა. ყოველზე უმთავრესი და უმჯობესი ქველისმოქმედება ეკლესიისა ის არის, რომელ იგი ერთმანეთს შეაერთებს და შეაყვარებს ძეთა თვისთა. წუთი, ამაო სოფელი კაცს კაცისაგან განაშორებს, ხოლო ეკლესია კაცს კაცთან შეაერთებს. ეკლესიაში ყოველივე ისრე არის მოწყობილი, რომ კაცი კაცთან შეაერთოს და კაცი კაცს შეაყვაროს. ჭეშმარიტად, ძმანო ჩემნო, ეკლესია არის და

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1