ილია II - ციტატები, გამონათქვამები
ილია II - ციტატები, გამონათქვამები ილია II | გამონათქვამები, ციტატები
ადამიანის გულს ვერავითარი მიწიერი კეთილდღეობა ვერ დააკმაყოფილებს. რაც უფრო დიდია სიმდიდრე, დიდება, პატივი, განცხრომა... მით უფრო ძლიერდება შინაგანი ტანჯვა და ისადგურებს სულიერი სიცარიელე.
თუ ამქვეყნიურ საცდურს განვერიდებით, უფალი ღირს გვყოფს, რომ ჩვენს გულში იმეფოს. რა თქმა უნდა, უბრძოლველად ეს არ მიიღწევა. თუ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი აღიარებს: "ჩემს გონებაში ორი გონია: ერთი კეთილია და იგი შედეგია ყოველივე მშვენ... იხილეთ სრულად
ყოველგვარი ცოდვა, თუნდაც მცირე, თვალში მოხვედრილი მტვრის მსგავსად ბინდავს, აძნელებს ჩვენი სულიერი გულის მხედველობას და გვაშორებს უფალს, რადგან უმნიშვნელო ცოდვაც კი ღვთისგან განდგომაა, მისი ნების უარყოფაა.
გულით წმიდა ქრისტიანი მარილია სოფლისა, ხოლო ცოდვით დამძიმებული - ძალადაკარგული მარილი, რომელზეც მაცხოვარმა ბრძანა: "უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაითამე დაიმარილოს?" (მათე 5,13).
ყველაზე მეტად ვნებები და განცდები თრგუნავს გულს. სიძულვილი, შური, მრისხანება, განდიდების მანია... საშინელ წამებად ექცევა; მიწიერ სიამეთა და სიტკბოებათა მსახურებაც საბოლოოდ ფიტავს და აუხეშებს მას. ვნებები შედეგია საკუთარი თავი... იხილეთ სრულად
ახალგაზრდების ცხოვრება რომ სწორი გზით წარვმართოთ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ გულის კულტურას; გულის სიწმინდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მადლია; "ყოვლითა დაცვითა დაიცევ გული შენი" (იგავნი 4,23), - გვაფრთხილებს უფალი. "ნეტარ ... იხილეთ სრულად
ნუთუ შეიძლება კულტურული ვუწოდოთ მათ, ვინც უპატრონოთა სახლში აბარებს მშობლებს, ანდა იმ მშობლებს, ღვთის ანაბარა რომ ტოვებენ შვილებს? რომელ კულტურაზე შეიძლება საუბარი, როცა შვილებს ვზრდით, როგორც მომხმარებლებს და არა შემქმნელებს... იხილეთ სრულად
ჩვენ კარგახანს ვიყავით კულტურაზე არასწორი წარმოდგენის ტყვეობაში. თუმცა, არც ახლა ვართ მისგან ბოლომდე განთავისუფლებულნი. მაგალითად, თუ კაცი განათლებულია, მას კულტურულად ვთვლით. ნუთუ შეიძლება კულტურული ვუწოდოთ მას, ვინც შეურაცხყოფს ... იხილეთ სრულად
თუ გვსურს საზოგადოების წინსვლა, უნდა ვიზრუნოთ მისი კულტურის ამაღლებაზე, რაც გულისხმობს ადამიანში ადამიანურობის გამოვლენას, ადამიანის "გაადამიანებას", რომ იგი იყოს არა მარტო მატარებელი სიკეთისა და სილამაზისა, რომლითაც დაგვაჯილდოვა ... იხილეთ სრულად
თანამედროვე პირობებში, როცა ფერისცვალება ხდება სოციალურ-ეთიკურ სფეროში, როცა მიმდინარეობს დევალვაციის რთული პროცესი, როცა ტრადიციული ღირებულების ნაცვლად იბადება ახალი მეცნიერულ-ტექნიკური სიახლენი, მთავარია, არ დავკარგოთ თვითონ პირ... იხილეთ სრულად