საკუთარი თავის სუფთად და შეურყვნელად შენახვას განუწყვეტელი განსაცდელებისა და ცოდვათა საცდურისაგან ისეთივე ფასი აქვს ღვთის თვალში, როგორც მეუდაბნოის მოსაგრე ცხოვრებას, მითუმეტეს, რომ წუთისოფელში კეთილი მაგალითი განსაკუთრებით მოქმედ...
იხილეთ სრულად
საკუთარი თავის სუფთად და შეურყვნელად შენახვას განუწყვეტელი განსაცდელებისა და ცოდვათა საცდურისაგან ისეთივე ფასი აქვს ღვთის თვალში, როგორც მეუდაბნოის მოსაგრე ცხოვრებას, მითუმეტეს, რომ წუთისოფელში კეთილი მაგალითი განსაკუთრებით მოქმედებს ერში მცხოვრებლებზე.
ამბა ანტონს უდაბნოში ეუწყა: "არის ქალაქში ვიღაც შენი მსგავსი, პროფესიით ექიმი, რომელიც თავის შემოსავალს გაჭირვებულებს აძლევს და ყოველდღიურად ანგელოზებთან ერთად "სამწმიდაოს" გალობს".
ისეც მომხდარა, რომ მრავალნი კარგავდნენ სრულყოფილებას უდაბნოში, როგორც არ უნდა მადლმოსილი იყოს იგი ცხონებისათვის; ამავე დროს სხვები მას ერში ცხოვრებითაც ინარჩუნებდნენ. ლოთმა უდაბნოში დაკარგა ის უბიწოება, რომელიც გარყვნილ ქალაქში შე...
იხილეთ სრულად
ისეც მომხდარა, რომ მრავალნი კარგავდნენ სრულყოფილებას უდაბნოში, როგორც არ უნდა მადლმოსილი იყოს იგი ცხონებისათვის; ამავე დროს სხვები მას ერში ცხოვრებითაც ინარჩუნებდნენ. ლოთმა უდაბნოში დაკარგა ის უბიწოება, რომელიც გარყვნილ ქალაქში შეინარჩუნა.
ამ სოფლისგან განშორება იმას კი არ ნიშნავს, რომ ოჯახიდან ან საზოგადოებიდან გაიქცე, არამედ - დატოვო ის ჩვეულებები, თვისებები, წესები, ჩვევები, მოთხოვნები, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენს მიერ მიღებულსა და მოწონებულ ქრისტეს სულ...
იხილეთ სრულად
ამ სოფლისგან განშორება იმას კი არ ნიშნავს, რომ ოჯახიდან ან საზოგადოებიდან გაიქცე, არამედ - დატოვო ის ჩვეულებები, თვისებები, წესები, ჩვევები, მოთხოვნები, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენს მიერ მიღებულსა და მოწონებულ ქრისტეს სულს.