სწავლანი - ღირსი სერაფიმე საროველი - ციტატები, ამონარიდები
ადამიანები, რომლებიც გულგრილად ეკიდებიან სულის ცხონების საქმეს, საკუთარ თავში სინდისის ხმის ჩახშობას, ჩვეულებრივ, ღმერთის მოწყალების იმედით ცდილობენ და თავს ასე ანუგეშებენ: "არა უშავს, ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი გაივლისო", და ცოდვ... იხილეთ სრულად
წმინდა ეკლესია ევედრებ ღმერთს, მოგვმადლოს ნიჭი, რომ ღამით სარეცელზე მოსვენების დროსაც კი მისი სახელის ხსენებაში ვიყოთ. მთელ ღამეს ძილში კი არ უნდა ვატარებდეთ, დროის ნაწილი ლოცვასა და მღვიძარებას დავუთმოთ. უფლის მაგალითისა და ... იხილეთ სრულად
გულგრილად მოვითმინოთ კაცთაგან შეურაცხყოფა და სულის ისეთი განწყობა მოვიპოვოთ, თითქოს მათი შეურაცხყოფა ჩვენ კი არა, სულ სხვა ადამიანს ეხებოდეს
ვინც საკუთარი თავის შეცნობით არის დაკავებული, იმას სხვისთვის თვალყურის სადევნელად არ სცალია. თავი განიკითხე და მოეშვი კაცთა განკითხვას. ცუდი საქმე კი განიკითხე მაგრამ ადამიანს ნუ ერჩი
საზრდელი ყოველდღიურად იმდენი უნდა მივიღოთ, რომ ხორცი მოძლიერდეს - სულის შემწე და მეგობარი იყოს; თორემ ხორცის მეტისმეტ დათრგუნვას შეიძლება სულის დაუძლურებაც მოჰყვეს
ადამიანი სულისა და ხორცისაგან შედგება, ამიტომ, მისი ცხოვრების გზაც ხორციელი და სულიერი მოქმედებებისაგან უნდა შედგებოდეს - საქმეებისა და ჭვრეტისაგან. გარეგნული მოღვაწეობის ნაწილებია: მარხვა, კრძალულება, მღვიძარება, მუხლისდრეკა, ლოც... იხილეთ სრულად