ზეციური სიხარული განუმზადა ღმერთმა მის მოყვარულთ. იქ არ არის არც სნეულება, არც მწუხარება, "არა ურვა, არცა სულთქმა", არამედ სიხარული და გამოუთქმელი ნეტარება; იქ მართალნი მზესავით გაბრწყინდბიან. მაგრამ თუ თვით პავლე მოციქულმა ვერ გა...
იხილეთ სრულად
ზეციური სიხარული განუმზადა ღმერთმა მის მოყვარულთ. იქ არ არის არც სნეულება, არც მწუხარება, "არა ურვა, არცა სულთქმა", არამედ სიხარული და გამოუთქმელი ნეტარება; იქ მართალნი მზესავით გაბრწყინდბიან. მაგრამ თუ თვით პავლე მოციქულმა ვერ გადმოსცა იქაური დიდება და სიხარული, სხვა რომელი მოკვდავის ენა აღწერს ზეციური ქალაქის - მართალთა სამკვიდრებლის - შვენიერებას?
link
კარგად ვიქცევით, თუ ეშმაკისგან მოვლენილ გულისსიტყვებს არ ვეთანხმებით. არაწმიდა სული მხოლოდ ვნებებით სავსე ადამიანებზე ახდენს ძლიერ გავლენას, ვნებებისაგან განწმენდილებს კი მხოლოდ შორიდან, ანუ გარედან ებრძვის. ყმაწვილკაცი განა...
იხილეთ სრულად
კარგად ვიქცევით, თუ ეშმაკისგან მოვლენილ გულისსიტყვებს არ ვეთანხმებით. არაწმიდა სული მხოლოდ ვნებებით სავსე ადამიანებზე ახდენს ძლიერ გავლენას, ვნებებისაგან განწმენდილებს კი მხოლოდ შორიდან, ანუ გარედან ებრძვის. ყმაწვილკაცი განა შეიძლება არ იწვოდეს ხორციელ გულისთქმათა ცეცხლით? მაგრამ უფალს უნდა ვევედროთ, რომ ეს ცეცხლი აალებისთანავე ჩაქრეს - და მაშინ გადავურჩებით ვნებების ხანგრძლივ გაჩაღებას.
link
თუ სული სოფლის ბორკილებისაგან არ გათავისუფლდა, ვერ შეძლებს გულწრფელად უყვარდეს ღმერთი, რამეთუ ყოფითი საზრუნავი, ღირსი ანტიოქეს თქმით, რაღაც საბურველის მსგავსია მისთვის
მოწყინებას წმინდა მამები ზოგჯერ უქმობას, სიზარმაცესა და დახსნილებასაც უწოდებენ. ეს სნეულება იკურნება ლოცვით, უქმი მეტყველებისაგან თავშეკავებით, ჩვენი ძალების შესაბამისი ხელსაქმით, წმინდა წერილის კითხვით და მოთმინებით, რამეთუ იშვებ...
იხილეთ სრულად
მოწყინებას წმინდა მამები ზოგჯერ უქმობას, სიზარმაცესა და დახსნილებასაც უწოდებენ. ეს სნეულება იკურნება ლოცვით, უქმი მეტყველებისაგან თავშეკავებით, ჩვენი ძალების შესაბამისი ხელსაქმით, წმინდა წერილის კითხვით და მოთმინებით, რამეთუ იშვება სწორედ სულმოკლეობის, უქმობისა და უქმი მეტყველებისაგან
link
ხელქვეითთა მიმართ მოწყალებისათვის
ეშმაკისეული განსაცდელებისათვის
თქვა უფალმა: "ხოლო დღისა მისთვის და ჟამისა, არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან ჩემმან მხოლომან. რამეთუ ვითარცა-იგი იყვნეს დღეთა მათ შინა პირველ წყლით რღუნისათა: ჭამდეს და სუმიდეს, იქორწინებდეს და განჰქორწინებდეს...
იხილეთ სრულად
თქვა უფალმა: "ხოლო დღისა მისთვის და ჟამისა, არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან ჩემმან მხოლომან. რამეთუ ვითარცა-იგი იყვნეს დღეთა მათ შინა პირველ წყლით რღუნისათა: ჭამდეს და სუმიდეს, იქორწინებდეს და განჰქორწინებდეს მუნ დღედმდე. ვიდრემდე შევიდა ნოე კიდობნად, და ვრ ცნეს, ვიდრემდე მოიწია წყლით რღუნაი იგი და წარიღო ყოველი, ესრეთ იყოს მოსლვაცა ძისა კაცისაი" (მთ. 24, 36-39).როდის დადგება სოფლის აღსასრული და როდის იქნება ის დიადი დღე, როდეს...
link
ყოველდღიური ლოცვის კანონისათვის